იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ დანიელე დე როსიმ „იუვენტუსს“ და ანდრეა ანიელის კბილი გაჰკრა. მოგეხსენებათ, „იუვე“ 2005 და 2006 წლებში ჩამორეულ სკუდეტოებს არ აღიარებს და თავის ტიტულებში გაჰყავს.
დე როსის ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი ჰქონდა:
„რამდენი სკუდეტო აქვს „იუვეს“? ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ პრეზიდენტმა ანიელიმ როგორც თქვა, ისინი წესებს იცავენდა პატივს სცემენ, შესაბამისად, ორით ნაკლები“, – თქვა დე როსიმ.