მატის დე ლიხტს ტურინში დღეს ელოდებიან. Tuttosport-ის ცნობით, ჰოლანდიელი „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საბოლოო თანხმობას ელოდება, რომლებიც უკვე შეთანხმდნენ 70 მილიონ ევროსა და 5 მილიონიან ბონუსზე.
დე ლიხტი ტურინს სავარაუდოდ საღამოს ეწვევა, ხოლო სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის.
ჰოლანდიელის ხელფასი „იუვეში“ 7.5 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების წყალობით კი ეს ნიშნული 12 მილიონს გაუტოლდება.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი