ტურინის „იუვენტუსის“ მცველის მატიას დე ლიხტის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება. ამის შესახებ „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება.
იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია დე ლიხტი „ლაციოსთან“ მატჩში მოედანზე იყოს. გარდა ამისა, ლეონარდო ბონუჩის თაობაზეც ოპტიმისტური ცნობები ვრცელდება და იტალიელი მცველი სავარაუდოდ, განაცხადში მაინც იქნება.
შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტმა მცირე დაზიანება „სპეციასთან“ მატჩის წინ გახურებისას მიიღო და თამაში ვერ მოახერხა.