ანდრეა პირლო თავისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში მატიას დე ლიხტს ვერ დაეყრდნობა. ნიდერლანდელი უახლოეს დღეებში მხარზე ოპერაციას რომში გაიკეთებს.
სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით სამ თვეს გასტანს და დე ლიხტი მოედანზე მხოლოდ ნოემბერში დაბრუნდება. მატიასმა მხრის ტრავმა ჯერ კიდევ გასულ წელს „ატალანტასთან“ მიიღო, მაგრამ შემდეგ პრაქტიკულად მთელი სეზონი გამაყუჩებლებით ითამაშა, რადგან „იუვეს“ ჯერ ჯორჯო კიელინი აკლდა, შემდეგ მერიჰ დემირალი.
ამრიგად, დე ლიხტს ახალი სეზონის სტარტი გაუცდება, პირლოს კი მის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.