ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „კალიარი“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა მატიას დე ლიხტმა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მთელმა გუნდმა შესანიშნავად ვითამაშეთ. ასევე ბედნიერები ვართ, რომ გოლი არ გავუშვით. ფიზიკურად კარგად ვარ, ბოლო ორ თვეში ბევრი ვიმუშავე, პირლო ძალიან თანამედროვე მწვრთნელია, რომელსაც სურს გუნდი ყოველთვის მაღლა აპრესინგებდეს და ეს ძალიან მომწონს“, – თქვა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 8 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ამ დროისვის მეორე ადგილზეა.