მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “დაცვაში თამაში არ მინდოდა”

დე ლიხტი: “დაცვაში თამაში არ მინდოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმად მატაის დე ლიხტმა ჩემპიონთა ლიგის ჟურნალთან საუბარში განაცხადა, რომ თავიდან ნახევარდაცვაში თამაშობდა და დაცვაში თამაში არ უნდოდა.

„15 წლამდე შემტევი ნახევარმცველი ვიყავი. ამ პოზიციაზე დიდი ხანი ვითამაშე, გოლებიც გავიტანე, საგოლე პასები გავაკეთე. შემდეგ მოულოდნელად მითხრეს, რომ ჩემი კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა დაცვაში დადგომა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ მცველობა არ მომწონდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ გზა, რომლითაც ნახევარმცველად გავიზარდე, მეხმარება, ნამდვილად ბედნიერი ვარ ჩემი კარიერის განვითარებით.

ფანტასტიკურია ვან დეიკთან ერთად თამაში, ვფიქრობ, რომ კარგი წყვილი ვართ. ახლა კი „იუვენტუსში“ ბონუჩის და კიელინის გვერდით ვარ, დიდი გამოცდილების ფეხბურთელებთან და მათგან ვსწავლობ“, – განაცხადა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …