მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “ჩემთვის “იუვენტუსი” საუკეთესო არჩევანია”

დე ლიხტი: “ჩემთვის “იუვენტუსი” საუკეთესო არჩევანია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა იტალიაში გადასვლით.

„კრიტიანუ რონალდუ არ ყოფილა „იუვენტუსში“ გადასვლის მიზეზი. ბევრი არჩევანი და წინადადება მქონდა, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. როდესაც პირველად შევედი „იუვენტუსის“ გასახდელში თავი კანფეტების მაღაზიაში მყოფი ბავშვი მეგონა. იქ ბუფონი, რონალდუ იყვნენ… მე სხვებთან შედარებით გვიან შევუერთდი გუნდს და აზიარში „ტოტენჰემთან“ მაშინვე თამაში მომიწია. 20 წუთის შემდეგ სუნთქვა აღარ შემეძლო.

„იუვენტუსში“ მითხრეს, იმიტომ შემიძინეს, რომ მყარი და ზრდასრული ფეხბურთელი ვარ, ვიცი როგორ გავუმკლავდე ზეწოლას, მენდობიან. როდესაც „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ გასახდელში ვიყავი, მეუბნებოდნენ: „წარმოუდგენელია, თითქოს მკლავზე მაგნიტი გაქვს“. თუმცა, როდესაც ჩემს შეცდომებზე მეუბნებიან, არ ვბრაზდები, ამ საკითხზე ხუმრობა მიყვარს“, – განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტს „იუვენტუსში“ 27 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …