ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რონალდ დე ბურმა მატაის დე ლიხტის შესახებ ისაუბრა. მისთვის მოულოდნელი იყო ის პრობლემები, რასაც დე ლიხტი „იუვეში“ თავიდან გადააწყდა.
„მას უფრო მეტი პრობლემები ჰქონდა „იუვენტუსში“, ვიდრე დე იონგს „ბარსელონაში“. ველოდი, რომ დე ლიხტი მარტივად მოახერხებდა ადაპტირებას და ძირითადში ადგილის მოპოვებას. მაგრამ ყველაფერი თითქმის პირიქით მოხდა“, – თქვა დე ბურმა.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსის“ რიგებში სეზონის შეწყვეტამდე 27 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.