ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი დარკო კოვაჩევიჩი იტალიაში გატარებულ წლებს იხსენებს. ამასთან, სერბი „იუვე“ – „ატლეტიკოს“ მატჩზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ტურინულ გრანდს მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია.
„ცხადია, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსისთვის“ დამატებითი უპირატესობაა. ქამ-ბექი „ატლეტიკოსთან“? რატომაც არა? ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, საინტერესო თამაში იქნება. მჯერად, რომ იტალიური ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან დიდია,
რა თქმა უნდა, ჩემპიონატი ახლა ნაკლებ მომხიბლავია, ვიდრე მაშინ, როდესაც მე ვთამაშობდი. ანჩელოტიზე საუკეთესო წარმოდგენა მაქვს, როგორც საფეხბურთო ექსპერტ ადამიანზე და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეუძლია.
ჩემი გოლები? ის გოლი ახლაც მახსოვს, ზიდანის ჩაწოდების შემდეგ თავით, რომ გავიტანე. ჩემთვის შესანიშნავი საღამო იყო, დიდი ემოციებით. ამის შემდეგ მახსოვს ყველა გოლი, რომელიც იტალიაში გავიტანე“, – განაცხადა კოვაჩევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ სერბი თავდამსხმელი „იუვენტუსში“ 1999-2001 წლებში თამაშობდა.