მთავარი / სიახლეები / დანილო: “უეფასგან მუქარა მოსაწონი არ იყო”

დანილო: “უეფასგან მუქარა მოსაწონი არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანილომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი მცველის განცხადებით, მას უეფასა და ფიფას მხრიდან მუქარა არ მოეწონა.

„ფიორენტინასთან“ პირველი წრის მატჩამდე და იმ მატჩის მერეც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ის კონკრეტული მარცხი (0:3) ძალიან მძიმე იყო. კვირას რთული თამაში გველოდება, როგორც შარშან იყო და თუნდაც პირველ წრეში. „ფიორენტინას“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, პლუს „იუვენტუსთან“ თამაშის მოტივაცია აქვთ, რასაც ყველა გუნდი ცდილობს ჩვენს წინააღმდეგ, ისე ითამაშებენ და მაქსიმალურად დაიხარჯებიან.

კრიშტიანო? ასეთია, სიახლე არ არის, ასეთი იყო მადრიდშიც. მან უნდა გაიტანოს გოლები, რომ უფრო ბედნიერი იყოს და როდესაც ვერ იტანს ბრაზდება. მას აქვს ეს მოტივაცია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი გოლი აქვს გატანილი, თუმცა, სურს კიდევ ბევრი გაიტანოს. კრიშტიანუმ იცის, რომ გუნდის მიზნები პირად მიზნებზე მნიშვნელოვანია, ამიტომ, თამაშის მეორე დღეს ისევ მოგებაზეა ორიენტირებული.

ვფიქრობ, რომ ამ 12-მა კლუბმა ეს პროექტი თუ მიიღო, იმიტომ გააკეთეს, რომ მათ დაინახეს ფეხბურთში გარკვეული ცვლილების შეტანა. მე არ ვიცი, პროექტი სწორი იყო თუ არა, მაგრამ ახლა ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ფეხბურთის გადასარჩენად რამდენიმე ცვლილების შესახებ. კორონავირუსმა გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა ნაწილზე და მათ შორის, ფეხბურთზეც.

უეფა რომ ზრუნავდეს ფეხბურთელებზე, არ გვაიძულებდა ამდენ მოგზაურობას პანდემიის შუა პერიოდში, არ გვაიძულებდა ამდენ თამაშს ამ რთულ წელს. ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, სულაც არ იყო სასიამოვნო უეფას და ფიფას მუქარა“, – თქვა დანილომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …