ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „რომასთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და მოპოვებული ქულა დადებითად შეაფასა.
„დადებითი ქულაა. კარგად ვერ დავიწყეთ თამაში, მაგრამ თამაშის მეორე ტაიმში დავლაგდით და უკეთ ვითამაშეთ. ამიტომ, ამ ფრეს დადებითად ვაფასებ. ვნახეთ, რომ გამარჯვებისთვის გაუმჯობესება გვმართებს.
ჩემი პოზიცია? „მანჩესტერ სიტიში“ ბევრჯერ მითამაშია და ვფიქრობ, შემიძლია ამ პოზიციაზე თამაში და გუნდის დახმარება“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ დანილომ „რომასთან“ საგოლე პასი შეასრულა. ბრაზილიელი ზედიზედ მეორე ტურია 3-მცველიან ტაქტიკაში ცენტრალურ მცველად თამაშობს.