ჯანლუიჯი ბუფონის მეუღლე ილარია დ’ამიკო ამბობს, რომ მისი ქმრისთვის „იუვენტუსი“ მეორე კანია. როდესაც ხელფასების შემცირებაზე მიდგა საქმე, ჯიჯი ლეონარდო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად თავიდანვე მიხვდა სიტუაციის არსს და თანაგუნდელებს დაურეკეს.
„ჯიჯი, ბონუჩი და კიელინი 2-3 დღის განმავლობაში დიდი ხანი საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ „იუვენტუსის“ მდგომარეობაში უნდა შესულიყვნენ და ამის შესახებ თანაგუნდელებსაც აცნობეს. მათთვის „იუვე“ მეორე კანია, ისინი ინაწილებენ წარმატებას და წარუმატებლობას, მზად არიან კლუბისთვის მსხვერპლიც გაიღონ. ჯიჯი ხშირად ესაუბრება თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და მენეჯრებს“, – თქვა დ’ამიკომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ფეხბურთელებმა ხელფასებზე 4 თვით უარი თქვეს.