ცნობილი გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ „იუვენტუსის“ გამოცდილ ფეხბურთელებსა და მაურიციო სარის შორის იდეალური ურთიერთობა. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო ტურებმა გაამწვავა, რომელშიც „იუვემ“ მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა.
ჯერჯერობით მისი გათავისუფლება არ იგეგმება, მაგრამ უახლოესი თამაშები ბევრ რამეს გაარკვევს და სარის მომავალიც ამაზე იქნება დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ბრიტანულ მედიაში „იუვენტუსს“ მაურისიო პოჩეტინო დაუკავშირეს, რომელიც ამჟამად უმუშევარია.
„იუვენტუსი“ კი უახლოეს თამაშს, 20 ივლისს, რომის „ლაციოსთან“ ტურინში ჩაატარებს.