კიევის „დინამოს“ ფეხბურთელმა ვიქტორ ციგანკოვმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვება შეუძლიათ.
„კარგად ვარ და სათამაშოდ მზად ვარ. მნიშვნელოვანი მატჩია და გვინდა ტურნირი კარგად დავიწყოთ. „დინამოსთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ხნის განმავლობაში ართამაში, კარგი არ არის, ჩვენ ამ ტურნირში ყოველ წელს უნდა ვმონაწილეობდეთ.
სრულიად განსხვავებული შეგრძნება და გამარჯვების სურვილია, როდესაც ძლიერ მეტოქეს ხვდები. კრიშტიანუს არ ყოფნა? სამწუხაროა, რომ კორონავირუსი აქვს, ნამდვილად დიდი დანაკლისია. ის „იუვენტუსის“ ფუნდამენტური მოთამაშეა დამისი მოედანზე არყოფნა ჩვენს ცხოვრებას გაადვილებს. „იუვეს“ კიდევ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ არ გვეშინია – შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ“, – თქვა ციგანკოვმა.
შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.