მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა: მესამე გამარჯვების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა: მესამე გამარჯვების მოლოდინში

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ძველი ნაცნობების შეხვედრა, რომელიც უკვე 15 წელია არ შემდგარა.

სანამ აწმყოზე გადავიდეთ, წარსული გავიხსენოთ: 12 თამაში, 5 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება, 15:15-ზე ბურთების ბალანსი. როგორც ხედავთ, სრული ბალანსი „წითელ ეშმაბეკთან“.

„იუვე“ პირველად „მანიუს“ ზუსტად 42 წლის წინ გადაეყარა. 1976 წლის 20 ოქტომბერს, ინგლისელებმა საკუთარ კედლებში 1:0 მოიგეს, მაგრამ ორ კვირაში ტურინში „იუვემ“ სრულფასოვანი რევანში – 3:0 და უეფას თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

1983-1984 წლების სეზონშუ უკვე თასების თასზე გადაიკვეთა მათი გზები: ნისლიან ალბიონზე გუნდებმა გოლები გაცვალეს, ხოლო ტურინში „იუვემ“ 2:1 მოიგო.

აი, აქედან მოყოლებული მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე იკვეთება გზები. მათ შორის, 90-იანი წლების მიწურულს ზედიზედ სამი სეზონი. 1996-1997 წლებში ჯგუფურ ეტაპზე „იუვემ“ ორივე თამაში მოიგო  და ორივე 1:0. მომდევნო წელს, „ოლდ ტრაფორდზე“ ალესანდრო დელ პიერომ პირველივე წუთზე გასხნა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა მაინც გაიმარჯვეს – 3:2. „იუვენტუსს“ ყველაზე ცუდად შემდეგი სეზონი უნდა ახსოვდეს. 1998-1999 წლების ნახევარფინალში ინგლისში ფრე 1:1 დაფიქსირდა. „დელე ალპიზე“ ფილიპო ინძაგიმ დუბლი შეასრულა და „ბებერი ქალბატონი“ ახლოს იყო ზედიზედ მეოთხე ფინალთან. თუმცა, სტუმრებმა სასწაული მოახდინეს, სამი გოლი გაუტანეს ანჯელო პერუცის და თავად გავიდნენ ფინალში.

ბოლო დუელი 2002-2003 წლების სეზონში შედგა. „იუვესთვის“ სასიკეთო არც აქ მოხდარა რამე. ინგლისში საპატიო ანგარიშით მარცხის მერე (1:2), ტურინში განადგურდა – 0:3. გამოდის, რომ სარევნაშოდაა საქმე, რადგან „იუვეს“ უკვე 4 თამაშია „მანჩესტერი“ არ დაუმარცხებია. თუმცა, იმ სეზონში მარჩელო ლიპის გუნდი ფინალამდე მივიდა, ხოლო „იუნაიტედმა“ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. ფინალი კი სწორედ „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა. 2003 წლის 28 მაისს ტურინელებმა „მილანთან“ პენალტების სერიაში წააგეს.

აქედან მოყოლებული „იუვეს“ „ოცნების თეატრში“ ოფიციალური მატჩის ეგიდით არ უთამაშია. თუმცა, 2011 წელს იყო ამხანაგური შეხვედრა – გარი ნევილის ფეხბურთიდან გაცილების საღამო. ინგლისელმა მეტოქედ სწორედ „იუვე“ მოისურვა, რაც დიდი პატივი იყო.

„ოლდ ტრაფორდზე“ ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუ. ამ სტადიონთან ასოცირდება პორტუგალიელის ვარსკვლავად ჩამოყალიბება. კრიშტიანუმ ინგლისურ გრანდში ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა. 2003-2009 წლებში ითამაშა „მანჩესტერის“ მაისურით. 2013 წელს კი, მეტოქის რანგში ეწვია მშბოლიურ სტადიონს და გოლიც გაიტანა, რომელიც არ აღნიშნა.

თავის მხრივ, „მანჩესტერის“ რიგებში თამაშობს ყოფილი იუვენტინო – პოლ პოგბა. პოგბას შესახებ ახალი ინფორმაცია რომ არ გავრცელდეს, დღე არ გავა. ფაქტია, ფრანგი ჯერ „წითელი ეშმაკებისთვის“ ირჯება. 2012-2016 წლებში პოლი ტურინელი ტიფოზების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყო.

„იუვეს“ საკმაო დანაკლისი აქვს. ემრე ჯანი, სამი ხედირა და მარიო მანჯუკიჩი ტრავმების გამო ინგლისში არ წასულან. „მანჩესტერი“ კი ალექსის სანჩესს მოიასკლისებს, რომელზეც უარი თავად მოურინიომ თქვა.

რაც შეეხება გუნდების ფორმას: „იუვენტუსმა“ ზედიზედ 10 თამაში მოიგო და შაბათს გაჩერდა, როდესაც შინ „ჯენოას“ ვერ მოუგო. „მანჩესტერი“ კი წარუმატებლად თამაშობს პრემიერლიგაში. თუმცა ბოლო ორმა ტურმა გუნდს ხასიათი გამოუკეთა. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ორი ტურის შემდეგ „იუვეს“ 6 ქულა აქვს, „იუნაიტედს“ – 4.

„იუვეს“ საკმაო დანაკლისი აქვს. ემრე ჯანი, სამი ხედირა და მარიო მანჯუკიჩი ტრავმების გამო ინგლისში არ წასულან. „მანჩესტერი“ კი ალექსის სანჩესს მოიასკლისებს, რომელზეც უარი თავად მოურინიომ თქვა.

სავარაუდო შემადგენლობა:

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

23 ოქტომბერი, 23:00 საათი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ბაი, შოუ; ფრედი, მატიჩი, პოგბა; რაშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტნაკური, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

შემთხვევითი სიახლე

ემრე ჯანმა ქომაგს სათვალე გაუტეხა: “მაისური რომ გაჩუქოთ, მაპატიებთ?”

კვირას, „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩის დაწყებამდე ემრე ჯანმა ტრიბუნებისკენ ბურთი დაარტყა და როგორც სოციალური ქსელიდან …

ხედირა ხვალ ოპერაციას გაიკეთებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ხვალ გერმანიაში იქნება და მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს. ტურინული გრანდის ვებგვერდის …