ყოფილი მსაჯი პიერო ჩეკარინი ამტკიცებს, რომ მას სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მარკ იულიანოს მხრიდან რონალდოზე ჯარიმა არ დააფიქსირა. ეპიზოდი 20 წლის წინ, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ საჩემპიონო მატჩში მოხდა, მაგრამ აქტუალობას დღემდე არ კარგავს.
„იუვე“ „დელე ალპიზე“ „ნერაძურის“ 1:0 ამარცხებდა, როდესაც ხსენებული მომენტი მოხდა. ჩეკარინიმ პენალტი არ დანიშნა, რასაც „იუვენტუსის“ სწრაფი შეტევა მოჰყვა და რამდენიმე წამში „ინტერის“ კარში დანიშნა (დელ პიერომ ვერ გაიტანა). საბოლოოდ, მატჩი ტურინელებმა დელ პიეროს პირველ ტაიმში გატანილი გოლით მოიგეს და სკუდეტო მოიპოვეს.
ჩეკერინი კი 20 წლის წინ მერეც დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილების სისწორეში და ამბობს, რომ ვიდეორეფერი რომც ყოფილიყო, პენალტს არ დანიშნავდა:
„უკვე რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ როგორც ჩანს, ხალხი არ მისმენს. ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი მოედანზე და დარწმუნებული ვარ ახლაც. ვიდეორეფერი რომ ყოფილიყო, მონიტორთან მივიდოდი და იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რაც მივიღე. რონალდო თავად წავიდა იულიანოსკენ“, – აღნიშნა ჩეკერინიმ.