მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 66)

ტრანსფერები

“იუვე” ზაფხულში “ლიონის” ფეხბურთელის დამატებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ აუარს აქტიურად აკვირდება. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა „ოლიმპიკის“ შუახაზელის თამაშით მოხიბლულია. აღსანიშნავია, რომ ნახევარდაცვაში ზაფხულში მთავარი სამიზნე პოლ პოგბა იქნება, მაგრამ მის მთავარ ალტერნატივად სწორედ აუარი განიხილება. იმედისმომცემი ფეხბურთელის ფასი საკმაოდ მაღალია და მოსალოდნელია, რომ ჟან-მიშელ ოლა მას 50-60 მილიონ ევროდ შეელევა.

სრულად წაკითხვა »

ვიდალი “იუვენტუსში” დაბრუნებაზე თანახმა იყო, მაგრამ გარიგება ჩაიშალა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ დასაბრუნებლად იანვრის სატრანსფერო პერიოდში მზად იყო. თუმცა, გარიგება არ შედგა, რადგან „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობამ 32 წლის ჩილელის დაბრუნება არ მოისურვა. შედეგად, ვიდალმა თანხმობა ანტონიო კონტეს „ინტერს“ განუცხადა, მაგრამ ეს გარიგებაც ჩაიშალა, „ბარსელონას“ მოტივით.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კეინის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს

ტურინის „იუვენტუსის“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სუპერტრანსფერისთვის ემზადება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი ჰარი კეინია. ინგლისელი ზაფხულში „ტოტენჰემის“ დატოვებას აპირებს და ტურინელებმა მას თვალი დაადგეს. ტრანსფერის გაჩარხვა ადვილი არ იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ კეინი ლონდონურ გუნდში სეზონში 17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, შესაძლებელია და „იუვენტუსი“ ზაფხულში აქტიურ შეტევას განახორციელებს. კეინის ტრანსფერი …

სრულად წაკითხვა »

იკარდი და “იუვენტუსი” ისევ აქტუალურია

ტურინის „იუვენტუსი“ და მაურო იკარდი როგორც ჩანს, ზაფხულში ისევ აქტუალური გახდება. არგენტინელ თავდამსხმელს პსჟ-სთან ურთიერთობა დაეძაბა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ პარიზელებმა ზაფხულში გამოისყიდონ. ამის ფონზე კი, „იუვენტუსი“ ზაფხულში ფეხბურთელის გადაბირებას ისევ ეცდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ვანდა ნარაც ბედნიერი იქნებოდა მეუღლის იტალიაში დაბრუნებით. იკარდის გამოსასყისი თანხა მილანის „ინტერიდან“ 70 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ტერ შტეგენის ტრანსფერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსი“ კატალონიის „ბარსელონადან“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას ფიქრობს. ესპანური მედიის ცნობით, გერმანელი „ბლაუგრანას“ დატოვებას ზაფხულში აპირებს და არაა გამორიცხული მისთვის ბრძოლაში „იუვე“ ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ვოიცეხ შჩესნიმ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, ტურინში ტერ შტეგენის მიწვევას იდეას ყურადღებით აკვირდებიან. ჯერჯერობით უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს მეგობარი: “კრიშტიანუს “რეალში” დაბრუნების სურვილი აქვს”

კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში „ელ კლასიკოს“ დაესწრო და ბუნებრივია ამან გააჩინა ეჭვები, რომ „რეალში“ დაბრუნება უნდა. ესპანურ მედიასთან ჟურნალისტმა და მისმა მეგობარმა ედუ აგირემ ამაზე საჯაროდ ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ რონალდუმ მადრიდში დაბრუნების სურვილი შეიგრძნო. წარმოუდგენელია ის, რაც გუშინ ხალხისგან მიიღო, „ბერნაბეუ“ ერთი საათით ადრე შეივსო, რადგან იცოდნენ, რომ ის იქ იქნებოდა. …

სრულად წაკითხვა »

Calciomercato: “იუვეში” დღეიდან ოთხი ადამიანისთვის გამოცდები დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონს“ დაუპირისპირდება. შეიძლება ითქვას, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილი იწყება. ამასთან დაკავშირებით Calciomercato-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოთხ ადამიანზე, მთავარ მწვრთნელზე და სამ ფეხბურთელზეა საუბარი. გამოცემა წერს, რომ ისინი დღეიდან სეზონის ბოლომდე გამოცდებს ჩააბარებენ და დიდწილად ამის მიხედვით განისაზღვრება მათი მომავალი. აღნიშნულ სტატიას უცვლელად …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “პორტუს” ტალანტით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ პორტუგალიური „პორტუს“ ამომავალი ვარსკვლავის ტომას ესტევესის მიმართ ინტერესს იჩენს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport-მა გაავრცელა. ესტევესი 18 წლისაა და პორტუს მეორე გუნდში თამაშობს, პარალელურად პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების წევრია. ფეხბურთელს დიდ მომავალას უწინასწარმეტყველებენ და მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” 2022 წელს ჰოლანდის შეძენის შანსი ექნება

ტურინის „იუვენტუსი“ 2017 წელს ახლო იყო ერლინგ ჰოლანდის შეძენასთან. შემდეგ ნორვეგიელს „იუვეს“ გასული წლის მიწურულასაც უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელი „დორტმუნდში“ აღმოჩნდა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში ჰოლანდი ტურინში არ გადავა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, კონტრაქტში არსებული პუნქტით 2022 წელს ერლინგს „დორტმუნდის“ დატოვება 75 მილიონ ევროდ შეუძლია. ეს ზუსტად …

სრულად წაკითხვა »

“ლიონი” მატუიდის დამატებას გეგმავს

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულში ბლეზ მატუიდის დამატებას გეგმავენ. ოლამ ასევე ისაუბრა ადრიენ რაბიოსა და მატიას დე ლიხტის შესახებ: „პოგბა აბსოლუტური ტოპია, მაგრამ რაბიო უფრო ტექნიკური და ახალგაზრდაა, ვიდრე პოლი. ადირენმა თავისი პოტენციალის მხოლოდ 60% აჩვენა, თავიდან ცოტას თამაშობს. იანვარში „იუვეს“ 6-თვიანი იჯარით მივმართეთ. მაგრამ ზუსტად …

სრულად წაკითხვა »