მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 63)

ტრანსფერები

კონტე იკარდის სანაცვლოდ ბონუჩის ითხოვს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში მაურო იკარდით გაძლიერდეს. არგენტინელის გამოსყიდვას პსჟ არ აპირებს და სწორედ ტურინულ გრანდში უნდა გადასვლა. „იუვენტუსიც“ მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა იკარდის ტრანსფერში ხუან კუადრადო ჩართოს და კოლუმბიელი მილანში გაუშვას. თუმცა, „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სხვა მოთხოვნა აქვს – ლეონარდო ბონუჩი. კონტეს ყოფილ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” შესაძლოა ხამესი გადავიდეს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი ზაფხულში შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. კოლუმბიელს ესპანელებთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურებად აეს ბოლო შანსია, რომ მადრიდელებმა მის სანაცვლოდ თანხა გამოიმუშავონ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა. მაურიციო სარის ფეხბურთელი მოსწონს და ხამესს ტურინში მეგობარი კრიშტიანუ რონალდუც დახვდება, რომლებსაც ერთი აგენტი ჰყავთ (ჟორჟე მენდეში). …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ორსოლინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „ბოლონიადან“ რიკარდო ორსოლინის არ დაიბრუნებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნიჭიერი შემტევი ერთი სეზონი ისევ „რენატო დალ არაზე“ დარჩება. ამას ფეხბურთელის ინტერესიც ერთვის, რადგან „ბოლონიაში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, რაც ევრო 2021-ზე მოხვედრის შანსს გაუზრდის. „იუვენტუსი“ კი იტალიელი შემტევის ყიდვას მხოლოდ ამის შემდეგ ეცდება. სეზონის …

სრულად წაკითხვა »

ალან შირერი – არშემდგარი ტრანსფერი და სიყვარული “იუვენტუსთან”

მაშინ, როდესაც „იუვენტუსი“ ალან შირერის ტრანსფერზე მუშაობდა, ინტერნეტი ინოვაციურ იდეას წარმოადგენდა. ამიტომ, მის შესახებ ინფორმაცია გულშემატკივარი მხოლოდ გაზეთის ფურცლებიდან იგებდა. ეს იყო წლები, როდესაც ინგლისელი პრემიერლიგაში ბრწყინავდა და 1996-2006 წლებში „ნიუკასლში“ 404 მატცში 206 გოლი გაიტანა. ციფრები ბრიტანელზე ყველაზე კარგად მეტყველებენ: 260 გოლით პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია (112 გოლი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” და კურზავა ისევ აქტუალურია

ტურინის „იუვენტუსისა“ და პსჟ-ს მცველ ლაივინ კურზავას საგა გრძელდება. ფრანგი ჯერ კიდევ ზამთარში ახლოს იყო მატია დე შილიოსთან ბარტერთან, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა. ბოლო დროს კურზავას აგენტს კონტაქტი „ვალენსიასთან“ და „არსენალთან“ ჰქონდა. თუმცა, მათი სურვილია, რომ „იუვენტუსში“ გადავიდეს ფეხბურთელი, რომელთანაც რამდენიმე კვირის წინ შეთანხმება მიღწეული იყო. მიუხედავად ამისა, ამ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “რეალში” არ დაბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ არ დაბრუნდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ არ აპირებს პროტუგალიელის ესპანეთში დაბრუნებას. „რეალში“ ურჩევნიათ, რომ აქცენტი უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, მაგალითად ერლინგ ჰოლანდზე და კილიან მბაპეზე გააკეთონ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რონალდუ თითქოს ზაფხულში „სამეფო კლუბში“ დაბრუნებას აპირებდა.

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი ზაფხულში “იუვენტუსს” დატოვებს

ფედერიკო ბერნარდესკი ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს. ამის შესახებ Sky sport-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება. როგორც მან განაცხადა, დეიან კულუსევსკის ტრანსფერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. შვედს აქვს მსგავსი მახასიათებლები და ტურინში ფსონს უკვე მასზე აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბერნარდესკი 2017 წელს შეიძინა და იტალიელმა 94 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

სრულად წაკითხვა »

Tuttosport: დე ლიხტის წასვლაზე საუბარი მხოლოდ ჭორებია

მატიას დე ლიხტი არაა უკმაყოფილო „იუვენტუსში“ და მინო რაიოლა „რეალთან“ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ამისშესახებ Tuttosport-ი წერს, რითაც უარყოფს ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს ჰოლანდიელმა მადრიდში გადასვლის სურვილი გამოთქვა, რადგან ტურინში უკმაყოფილოა. „ცოტა ხნის წინ დე ლიხტის შეყვარებული მამამ ისაუბრა, რომ მისი სასიძო იტალიაში ბედნიერია და შესაძლოა 10 წელი „იუვეში“ დარჩეს. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტს “იუვეს” დატოვება უნდა და რაიოლა “რეალთან” საუბარს იწყებს – ესპანური მედია

მატიას დე ლიხტს „იუვენტუსის“ დატოვება სურს და მინო რაიოლა თავისი კლიენტის მადრიდის „რეალში“ გადაყვანს გეგმავს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა ABC წერს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, რაიოლა მზადაა დე ლიხტი „რეალს“ შესთავაზოს, რომელსაც დაცვაში პრობლემები აქვს. სხვა დეტალური ცნობები ამის შესახებ ამ დროისთვის არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დე ლიხტი გასულ …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: “რონალდუს “რეალში” დაბრუნება შესაძლებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა გუნდი დატოვოს. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ პორტუგალიელს მადრიდის „რეალი“ ენატრება და იქ დაბრუნება უნდა. იტალიური მედია ამას არ გამორიცხავს და უმთავრეს მიზეზად ეკონომიკური კრიზისის ფონზე კრიშტიანუს ძალიან მაღალ ხელფასს ასახელებს. თუმცა იქვე წერს, რომ რონალდუს პირველ მიზნად „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს …

სრულად წაკითხვა »