მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 38)

ტრანსფერები

ჯანლუკა ფრაბოტა “ატალანტაში” გადავა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯანლუკა ფრაბოტა ბერგამოს „ატალანტასთან“ ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, კლუბები ტრანსფერზე პრაქტიკულად შეთანხმდნენ. 21 წლის მცველი ბერგამოში იჯარით გადავა, მაგრამ „ატალანტას“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ჯანლუკა ფრაბოტა მთავარ გუნდში გასულ სეზონში ანდრეა პირლომ დააწინაურა და მან „იუვეს“ მაისურით 18 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სრულად წაკითხვა »

რონალდუს და იკარდის ბარტერი შესაძლოა შედგეს

ტურინის „იუვენტუსმა“ და „პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ და მაურო იკარდი გაცვალონ. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ცნობით, მაურო იკარდი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და კლუბის დატოვება მოუწევს. მას „რომაც“ ეპატიჟება, მაგრამ „იუვენტუსში“ თამაში ურჩევნია. ამიტომაც, წყარო ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის კრიშტიანუ რონალდუში გაცვალონ, რომლის …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “ბარსას” პიანიჩის სანაცვლოდ რემზი შესთავაზა

ტურინის „იუვენტუსს“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური მინიმუმ 3 თვით გამოაკლდა და ნახევარდაცვაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე „სასუოლოსთან“ მოლაპარაკებები უკვე ჩიხშია შესული და არავინ იცის, შედგება თუ არა ეს გარიგება. აქედან გამომდინარე, ტურინელები სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ. იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე დაუკავშირდა. ესპანელებს ბოსნიელის გასხვისება …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელის ტრანსფერზე “სასუოლოსთან” შეხვედრა გაიმართა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი „სასუოლოს“ სპორტულ დირექტორ ჯანი კარნევალეს შეხვდა. მიზეზი რა თქმა უნდა, მანუელ ლოკატელია. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის დისტანცია კვლავ რჩება და შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ საფუძველი მაინც არსებობს ოპტიმიზისთვის. ლოკატელის მხოლოდ „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა და ფეხბურთელის დიდი სურვილი ტრანსფერის წარმატებით დახურვის მთავარი საწინდარია. იტალიური …

სრულად წაკითხვა »

მანუელ ლოკატელი: “იუვენტუსის” ინტერესი სასიამოვნოა, ეს დიდი გუნდია”

იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს სასიამოვნოა და ტრანსფერზე ფიქრი უკვე შეუძლია, რადგან ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. „სპინაცოლასთან ჩახუტება ემოციური იყო. მან დიდებულად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ჩვენ ვტიროდით. კიელინისთან ენით აღუწერელია, შეშინებული ვიყავი, პენალტი ვერ გავიტანე და სამყარო …

სრულად წაკითხვა »

ჯანლუკა დი მარციო: “ლოკატელის “იუვე” პატარაობიდან უყვარს და მათ ელოდება”

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ მანუელ ლოკატელის „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე და არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. დი მარციო საკმაოდ გავლენიანი ჟურნალისტია და მის სიტყვას დაეჯერება. როგორც მან თქვა, მანუელს თამაში „იუვენტუსში“ თამაში სურს და ტურინელებს ელოდება. „სინამდვილეში „არსენალი“ ლოკატელის შეძენას ევროპის ჩემპიონატის დროს სერიოზულად ცდილობდა, რათა კონკურენციისთვის თავი აერიდებინა და …

სრულად წაკითხვა »

გალიანი: “1990 წელს ბაჯო “მილანში” უნდა მოსულიყო, მაგრამ ანიელიმ ყველაფერი შეცვალა”

„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ რობერტო ბაჯოს „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა. როგორც მან თქვა, რობერტოს „მილანში“ იმატებდა, მაგრამ ჯანი ანიელისა და სილვიო ბერლუსკონის საუბარმა ყველაფერი შეცვალა. „ბაჯო მილანში 1990 წელს ანიელისა და ბერლუსკონის საუბრის შემდეგ არ მოვიდა. მაშინ მე მის აგენტ კალიენდოსთან შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ იმ დროს ანიელიმ …

სრულად წაკითხვა »

მაროტა: “ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება პოგბას გაყიდვა და იგუაინის შეძენა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ახლა „ინტერში“ მუშაობს, გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც მან „იუვეში“ განახორციელა. ასეთად მაროტა პოლ პოგბას გაყიდვას და გონსალო იგუაინის შეძენას მიიჩნევს: „ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება 2016 წელს იყო, როდესაც პოგბა 105 მილიონ ევროდ გავყიდეთ და ამას 10 მილიონი ბონუსად დაემატა, მერე კი იგუაინი …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “ლოკატელისთვის 40 მილიონი საკმარისი არაა”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ მანუელ ლოკატელიზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკება იქნება და „იუვენტუსის“ გარდა, რამდენიმე უცხოური გუნდიც არის დაინტერესებულია. „ჩვენთვის ლოკატელი ყველაზე ძვირადღებული და მნიშვნელოვანი შენაძენი იყო. მირაბელისთან დავიწყე მოლაპარაკება და შემდეგ ლეონარდოსთან მომიწა. შემდეგ გალიანიმ დამირეკა და მითხრა, რომ „მილანის“ სასარგებლოდ გამოსავალი მომეძებნა, რადგან …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელის ტრანსფერს აარონ რემზი აფერხებს, რომელსაც “იუვეს” დატოვება არ სურს

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე ვერ აქტიურობს. კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ბუნდოვანია და ამის გარეშე ტურინული გრანდი ვერ ახერხებს დაგეგმოს სატრანსფერო კამპანია. აქამდე ერთადერთი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობა იყო გადაწყვეტილი და მოლაპარაკებები დაწყებულია კიდეც, მაგრამ ბოლო ცნობები ამ თემასთან დაკავშირებით აშკარად ნეგატიურია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაგანინი ტვიტერში წერს, რომ ლოკატელის ტრანსფერს …

სრულად წაკითხვა »