მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 36)

ტრანსფერები

პარატიჩის მაკკენის “ტოტენჰემში” წაყვანა და ფრანგ ფეხბურთელში გაცვლა სურს

ლონდონის „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ვესტონ მაკკენის ტრანსფერით დაინტერესებულია. როგორც Tuttosport-ი წერს, პარატიჩი მზადაა ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს და „იუვეს“ ამერიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, „ტოტენჰემის“ ფრანგი საყრდენი, ტანგი ნდომბელე შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ მას „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ „ლიონში“ თამაშისას აკვირდებოდა. თუმცა, გამოცემის ცნობით, ტურინელებმა პარატიჩის წინადადებაზე მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. ბოლო პერიოდში …

სრულად წაკითხვა »

დი მარციო: “იუვენტუსმა” შესაძლოა მაკკენი გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულში ვესტონ მაკკენის შეელიოს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო წერს. როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი იტყობინება, ამერიკელი ხელშეუხებელ ფეხბურთელთა შორის არაა და თუ კლუბი კარგ წინადადებას მიიღებს აუცილებლად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრის მირალემ პიანიჩის გუნდში დაბრუნება უნდა, მაგრამ რომელიმე ნახევარმცველი თუ კლუბს არ დატოვებს, ეს შეუძლებელი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: მანუელ ლოკატელი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

მანუელ ლოკატელიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და „იუვენტუსმა“ მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ლოკატელი „იუვეს“ 2-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა. ტურინელები ტრანსფერში მომდევნო წლებში 25 მილიონი ევროს გადაიხდიან, რასაც 12.5 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაემატება. მანუელ ლოკატელი „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 99 მატჩში თავი 7 გოლუთ და 11 საგოლე პასით …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ლოკატელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის “იუვენტუსმა” მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე, როგორც იქნა შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ტვიტერში ჟურნალისტი რომეო აგრესტი წერს. ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება. “იუვე” ლოკატელის 2-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით დაიმატებს. ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონი ევროა, ფეხბურთელი კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება. ამრიგად, დასრულდა …

სრულად წაკითხვა »

ანჩელოტის რონალდუს “რეალში” დაბრუნება უნდა

კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ დაბრუნება კარლო ანჩელოტის სურს და იტალიელი სპეციალისტი პორტუგალიელ ფეხბურთელს უკვე ესაუბრა. ეს ინფორმაცია El Chiringuito-მ გაავრცელა. ანჩელოტის ძალიან სურს, რომ კრიშტიანუ მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა, ეს არც ისე იოლი იქნება, რადგან ფლორენტინო პერესი განსხვავებულად ფიქრობს და ის მთლიანად კილიან მბაპეს ტრანსფერზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, Corriere Dello Sport-ი წერს, …

სრულად წაკითხვა »

მეოთხე შეხვედრა დასრულდა, ლოკატელის ტრანსფერზე შეთანხმება ისევ არ შედგა

ტურინის „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებებმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და გადაწყდა, რომ მხარეები მეხუთედ მომდევნო კვირაში კიდევ შეხვდებიან, რათა შეთანხმებას მიაღწიონ და ტრანსფერი დადასტურდეს. „იუვენტუსმა“ პირობები შეცვალა და მზადაა ორწლიანი იჯარით ნაცვლად, ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლომ” ლოკატელის შემცვლელი იყიდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართება

ტურინის “იუვენტუსის” და “სასუოლოს” წარმომადგენლები პარასკევს მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ შეხვდებიან. ემილიურმა კლუბმა ფეხბურთელს ფასი 35 მილიონ ევრომდე დააკლო და ამჯერად მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ. პარალელურად, “სასუოლომ” ლოკატელის შემცვლელი უკვე იყიდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი მათეუსი ენრიკე, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდა. ამან შესაძლოა, მანუელის ტურინში გადასვლას ხელი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” ტოლისოს უკავშირებენ

მიუნხენის „ბაიერნი“ მზადაა ფრანგი ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო გაასხვისოს. „იუვენტუსი“ კი ერთ-ერთი პრეტედენტია, სადაც შეიძლება მან კარიერა გააგრძელოს. „ეკიპის“ ინფორმაციით, „იუვე“ ტოლისოს ტრანსფერით დაინტერესებულია, ისევე როგორც სხვა კლუბები „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ვესტ ჰემი“. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ტოლისოს „იუვენტუსს“ აქამდეც უკავშირებდნენ და ტურინელები მას …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელის ტრანსფერზე საბოლოო შეხვედრა პარასკევს გაიმართება

ტურინის “იუვენტუსი” მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები კიდევ ერთხელ და საბოლოოდ, პარასკევს შეხვედებიან. სწორედ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი – დადებითად ან უარყოფითად. ტურინელები იმედოვნებენ, რომ “სასუოლოს” დაიყოლიებენ, რადგან ფეხბურტელს “იუვეში” თამაშის დიდი სურვილი აქვს. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა შეთანხმებას თითქმის მთელი ზაფხულის ვერ მიაღწიეს და “სასუოლო” 23 …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ლოკატელის ტრანსფერზე ახალი წინადადება მოამზადა

ტურინის „იუვენტუსის“ და „სასუოლოს“ ხელმძღვანელები მეოთხედ შეხვდებიან და საუბრის თემა ისევ მანუელ ლოკატელი იქნება. წინა სამმა შეხვედრამ უშედეგოდ, შეთანხმების გარეშე ჩაიარა. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა წინადადება 32 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „იუვე“ „სასუოლოს“ სთავაზობს ორწლიან იჯარას 32 მილიონი ევროს ჯამური ღირებულებით, ხოლო ფეხბურთელის სავალდებულო გამოსყიდვა დამოკიდებული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან დაკავშირებით. …

სრულად წაკითხვა »