მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 35)

ტრანსფერები

ვის დაიმატებს “იუვე” რონალდუს წასვლის შემდეგ?

ტურინის “იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუ ტოვებს და ბუნებრივია გუნდს სატრანსფერო დახურვამდე ახალი თავდამსხმელი სჭირდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა ფავორიტი “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუშია, მაგრამ პეპ გვარდიოლა ბრაზილიელ ფორვარდთან შელევას არ აპირებს. “იუვეს” ბოსები მაურო იკარდისაც დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ. არგენტინელს პსჟ-ში დარჩენა უნდა, განსაკუთრებით თუ გუნდს კილიან მბაპე დატოვებს. ახლა კი, …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: რონალდუსა და “იუვეს” ურთიერთობა დასრულდა

კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსის” სამწლიანი ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულდა. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო და რომეო აგრესტი ავრცელებენ. “იუვესა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ბოლო კონტაქტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ ტურინელები პარასკევს ელოდებიან ინგლისური გუნდისგან საბოლოო შეთავაზებას და ტრანსფერზე მწვანე შუქიც აინთება. “იუვენტუსი” 30 მილიონ ევროს ითხოვს. რომეო აგრესტი იმასაც იტყობინება, რომ კრიშტიანუმ თავის …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა კინის ტრანსფერის თაობაზე ტურინში იმყოფება

ტურინის “იუვენტუსის” ბაზაზე მინო რაიოლა შენიშნეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, საქმე მოიზე კინის ტრანსფერს ეხება. ტურინელები კრიშტიანუ რონალდუს გასხვისებისთვის ემზადებიან და თავდამსხმელი აუცილებლად სჭირდებათ. “ევერტონი” მზადაა იტალიელი ფორვარდი იჯარით დათმოს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი “იუვეს” აკადემიის აღზრდილია და 2018-2019 წლების სეზონში 8 გოლიც გაიტანა, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს აგენტისა და “იუვეს” შეფების შეხვედრა დასრულდა

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლებსა და კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც სწორედ ტურინელთა მოთხოვნით გაიმართა. „იუვეს“ შეფები ძალზე უკმაყოფილონი არიან შექმნილი ვითარებით და პრესაში ატეხილი ხმაურით. მათ მენდეშს პირდაპირ აცნობეს, რომ ფეხბურთელის უფასოდ გაშვებას არ აპირებენ და შეუძლია გუნდი დატოვოს, ოღონდ მხოლოდ „იუვეს“ დადგენილი პირობებით. მაურიციო არივაბენემ, პაველ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტონ

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება. რონალდუს გუნდიდან წასვლა სურს და Tuttosport-ის ცნობით, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებულია, მაგრამ ფული გადახდა არ უნდა, ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტა დღის წესრიგშია. „იუვენტუსი“ ჯერჯერობით ისევ 30 მილიონ ევროს ითხოვს ან გაბრიელ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს აგენტი ტურინში ჩავიდა, მიზეზი კრიშტიანუს სავარაუდო ტრანსფერია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს ტურინში ჩავიდა და კაზელეს აეროპორტიდან პირდაპირ ფეხბურთელის სახლში, „გრან მადრეს“ ეკლესიის მახლობლად მდებარე გორაკზე, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ცხოვრობს. მენდეშის ვიზიტი, რა თქმა უნდა, რონალდუს შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება, რომელსაც კლუბის დატოვება სურს და სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მენდეში ტურინული …

სრულად წაკითხვა »

L’Equipe: რონალდუ საკუთარ თავს “მანჩესტერ სიტიში” ხედავს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „მანჩესტერ სიტიში“ გადავა. L’Equipe-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი მუდმივად ესაუბრება „სიტიში“ მოთამაშე მის თანამემამულეებს, რუბენ დიაშს, ჟოაო კანსელოსა და ბერნარდო სილვას, რაც ინგლისში დაბრუნების სურვილითაა განპირობებული. ჟორჟე მენდეში თვეებია მისი კლიენტისთვის ახალ კლუბს გამალებით ეძებს, მაგრამ “იუვესთან” არსებული კონტრაქტი, მაღალი ხელფასი …

სრულად წაკითხვა »

შჩესნის ფიასკოს ფონზე – რატომ ჩაიშალა დონარუმას ტრანსფერი “იუვეში”?

ტურინის „იუვენტუსს“ შეეძლო ზაფხულში ჯანლუიჯი დონარუმა უფასოდ დაემატებინა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა – იტალიელი პსჟ-მ გადაიბირა და „იუვეს“ ისევ ვოიცეხ შჩესნი ჰყავს, რომელსაც შარშან ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და ეს სეზონი საერთოდ კატასტროფულად დაიწყო. „უდინეზესთან“ პოლონელის ორმა კომიკურმა შეცდომამ გუნდს 2 ქულა დააკარგვინა და კიდევ უფრო აქტუალური გახდა დონარუმას დაკარგვის …

სრულად წაკითხვა »

პსჟ-ს მფლობელის ოჯახის წევრმა რონალდუს ფოტო პსჟ-ს მაისურით გამოაქვეყნა

„პარი სენ ჟერმენის“ მფლობელების ოჯახის წევრმა ხალიფა ბინ ჰამად ალ ტანიმ ტვიტერში ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ფოტო გამოაქვეყნა, ორივეს პსჟ-ს მაისური აცვია. შესაძლოა ეს იყოს მინიშნება მოსალოდნელ ტრანსფერზე, რაზეც უკვე არაერთხელ დაიწერა. აღსანიშნავია, რომ ალ ტანი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პსჟ-ში ლიონელ მესის ტრანსფერი დააანონსა. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” მაკკენის გაყიდვა უნდა, იჯარით გაშვება – არა

ტურინის “იუვენტუსი” შესაძლოა ვესტონ მაკკენიმ დატოვოს. ამის შესახებ ცნობები უკვე აქტიურად ვრცელდება. ფეხბურთელით “ტოტენჰემია” დაინტერესებულია, მაგრამ მათ ამერიკელის აყვანა იჯარით სურთ, რაზეც “იუვემ” უარი უკვე ორჯერ განაცხადა. ტურინელები მაკკენის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში შეთავაზებას მიიღებენ. მათ არ სურთ მოთამაშის ბარტერი ან იჯარით გაშვება. აღსანიშნავია, ალეგრის …

სრულად წაკითხვა »