მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 19)

ტრანსფერები

მაროტა: “იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში დიბალა “ინტერში” ითამაშებს”

მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სეზონში პაულო დიბალა „ინტერის“ ღირსებას დაიცავს. „არ ვიცი, სად ითამაშებს დიბალა მომდევნო სეზონში, მაგრამ ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ჩვენთან ითამაშებს“, – თქვა მაროტამ. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსი“ დატოვა და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეუძლია.

სრულად წაკითხვა »

დი მარიას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება, “იუვემ” ჯერ შეთანხმევას ვერ მიაღწია

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი „იუვესთან“ ახლოსაა, მაგრამ გარიგება ჯერ არ დასრულებულა. Tuttosport-ის ცნობით, ფედერიკო კერუბინი ლონდონში ჩავა, სადაც 1 ივნისს იტალიისა და არგენტინის მატჩს დაესწრება. ცხადია, ამის მიზეზი დი მარიას თამაშზე დაკვირვება არაა, არამედ მის გარემოცვასთან შეხვედრა, რომ საბოლოო შეთანხმება შედგეს. „იუვენტუსს“ …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა “იუვენტუსში” დაბრუნებასთან ახლოსა, მომდევნო შეხვედრა გადამწყვეტი იქნება

ტურინის „იუვენტუსს“ პოლ პოგბა უახლოვდება, მაგრამ გარიგება ჯერ დახურული არაა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. პოგბა სოციალურ ქსელში მინიშნებებს აკეთებს, რასაც „იუვეს“ ფეხბურთელების მხრიდან პოსტზე კომენტარებიც მოჰყვა, მაგრამ ჯერ ტრანსფერი არ განხორციელებულა. პოგბას „იუვე“ 8 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს, ფეხბურთელსაც სურს ტურინში დაბრუნება და მზადაა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

ლუის მურიელი – ვლაჰოვიჩის დუბლიორი?

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს – ფეხბურთელს, რომელიც სერბს სეზონის განმავლობაში დასვენების საშუალებას მისცემს და ზოგჯერ შეცვლის ხოლმე. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელის ლუის მურიელის ვარიანტზე ფიქრობენ. კლუბს ბოლო დღეებში კონტაქტი კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტ ალესანდრო ლუჩისთან ჰქონდა. „ატალანტა“ მურიელს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო ფეხბურთელი სავარაუდოდ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” “უდინეზესთან” უდოჯის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში მარცხენა მცველის დამატებასაც აპირებს, რადგან ალექს სანდრო და ლუკა პელეგრინი მასიმილიანო ალეგრის დარწმუნებას ვერ ახერხებენ. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა ინტერესის სფეროში „უდინეზეს“ განაპირა მცველი დესტინი უდოჯი მოხვდა. როგორც ცნობილი გახდა, 19 წლის მცველზე „იუვე“ უდინელებს უკვე დაუკავშირდა და ინფორმაცია გამოითხოვა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ირკვევა, რომ …

სრულად წაკითხვა »

სიტუაცია პოგბას სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ ფრანგ ფეხბურთელს ბოლო დღეებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედიც შეხვდა. თუმცა, ჯერ ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა, რადგან „პარი სენ ჟერმენი“ ისევ საქმეშია. ტურინელებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა ზინედინ ზიდანი წარმოადგენს. ფრანგი სპეციალისტი პოგბას დიდი თაყვანისმცემელია და მისი ტრანსფერი „რეალშიც“ სურდა. ამჟამად …

სრულად წაკითხვა »

პოგბას პირადი კონტრაქტების დეტალები ცნობილია

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, 29 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსში“ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და გადამწყვეტი ფაქტორი მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობა გამოდგა, რომელიც ფრანგს პროექტის მთავარ ნაწილად განიხილავს. პოგბა „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები …

სრულად წაკითხვა »

ტოტი: “ვეცდები, რომ დიბალა “რომაში” ტრანსფერში დავარწმუნო”

„რომას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ პაულო დიბალას შესახებ იხუმრა და თქვა, რომ ეცდება, ის „რომაში“ ტრანსფერზე დაიყოლიოს. იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსი“ არგენტინელის გადაბირებით დაინტერესებულია, რაზეც ტოტიმ კომენტარი გააკეთა. „კიელინის და დიბალას დამშვიდობება ორი სხვადასხვა რამ იყო. კიელინი „იუვენტუსის“ ძეგლი იყო წლების განმავლობაში, დიბალა უფრო ემოციური ბიჭია, მათი სიტუაცია თუნდაც იმით …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მორატას არ გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო მორატას არ გამოისყიდის. ინფორმაცია მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს. ცნობილი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელს და „ატლეტიკოს“ უკვე აცნობა, რომ მორატას არ გამოისყიდის. მორატა „იუვეს“ 2020 წელს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ, მაგრამ ტურინელებისთვის ეს ფასი …

სრულად წაკითხვა »

ნეაპოლელი ჟურნალისტი: “იუვენტუსი” კიელინის შემცვლელად კულიბალის განიხილავს”

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურერიმამ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის შემცვლელად კალიდუ კულიბალის განიხილავს. როგორც მან აღნიშნა, აურელიო დე ლაურენტისს სენეგალელ ფეხბურთელთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მაგრამ ტურინელები დაინტერესებულნი არიან. „დე ლაურენტისი კულიბალის აგენტთან შეხვედრას აპირებს მის მომავალთან დაკავშირებით. „ნაპოლიმ“ მას კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლივოს, ან გაყიდოს, რომ უფასოდ არ დაკარგოს. „ბარსელონა“ დაინტერესებულია, …

სრულად წაკითხვა »