მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 17)

ტრანსფერები

მომბლანო: “იუვეს” ნეიმარი და რონალდუ შესთავაზეს”

იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მომბლანომ, რომელიც „იუვენტუსთან“ დაკავშირებულ თემებზე მუშაობს და იუვენტინოა, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. როგორც მან განაცხადა, „პარი სენ ჟერმენმა“ ტურინულ გრანდს ნეიმარის იჯარით დამატება შესთავაზა. თუმცა, ტურინელთა პასუხი უცნობია. გარდა ამისა, მან თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ნანობს „მანჩესტერში“ გადასვლას და მზადაა „იუვენტუსში“ ხელფასის შემცირებით დაბრუნდეს, მაგრამ იტალიელები მის დაბრუნებას …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” დი მარიას და კოსტიჩის ტრანსფერებს უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას და ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, დი მარია საბოლოო პასუხს 48 საათის განმავლობაში იტყვის, მაგრამ პრესას პოზიტიური მოლოდინი აქვს და დიდი შანსია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა „იუვეს“ ბედი ერთი წლით დაუკავშიროს. პარალელურად ტურინელები „აინტრახტიდან“ ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობენ. სერბ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” კულიბალის გადაბირებაზე მუშაობს

„ნაპოლის“ კაპიტანი კალიდუ კულიბალი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. სენეგალელ მცველს ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომაც, მიმდინარე ზაფხულს მისი გუნდიდან წასვლა რეალურია. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელით „იუვეა“ დაინტერესებული, რომელიც ჯორჯო კიელინის შემცვლელს ეძებს. წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისმა კულიბალის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო მოითხოვა. თავის მხრივ, ტურინელები „ნაპოლის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დი მარიასგან საბოლოო პასუხს კვირის ბოლომდე ელოდება

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელისგან გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ მზადაა დი მარიას 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 7 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, არგენტინელი შემტევისგან პასუხს მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება. შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია, მას მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ევროპაში …

სრულად წაკითხვა »

“ატალანტამ” დემირალი გამოისყიდა

ბერგამოს „ატალანტა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიჰ დემირალს გამოისყიდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა და ბერგამოელებმა თურქი მცველის გამოსყიდვა გადაწყვიტეს, მაშინ, როცა მანამდე საპირისპირო ცნობა ვრცელდებოდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, “იუვემ” ტრანსფერში 20 მილიონი ევრო მიიღო. შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალი „იუვენტუსში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა და 32 მატჩში …

სრულად წაკითხვა »

დემირალი “იუვეში” დაბრუნდება, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას მაინც განიხილავს

ბერგამოს „ატალანტა“ მერიჰ დემირალს არ გამოისყიდის, შესაბამისად, თურქი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ დაბრუნდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ დაადასტურა. თუმცა, არაა გამორიცხული დემირალის დაბრუნება დროებითი გამოდგეს და მან „იუვენტუსი“ მაინც დატოვოს, რადგან კლუბი ეცდება გაყიდოს. ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა და მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ ჯორჯო კიელინის შემცვლელი სჭირდება, დემირალი შეიძლება მაინც არ შეინარჩუნოს. …

სრულად წაკითხვა »

პოგბას ტრანსფერი “იუვეში” ოფიციალურად ივლისში დადასტურდება

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია. პოგბა სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ცნობილი გახდა, ტრანსფერი ივლისში ოფიციალურად დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსმა“ 2012 წელს „მანჩესტერიდან“ დაიმატა, 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი კარიერას არ ასრულებს. 37 წლის მცველი ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს. ინფორმაცია იტალიურ მედიას თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა და ტრანსფერზე მინიშნება სოციალურ ქსელში ლოს ანჯელესებმაც გააკეთეს. მოგვიანებით, ჯორჯომ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა. კიელინი წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა 561 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დავიდ ნერეშით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიასთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და მის ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე მუშაობს. პორტუგალიური მედიის ცნობით, ტურინელთა თვალთახედვის არეში დავიდ ნერეში მოხვდა. ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი გარემარბი, რომელიც ამჟამად „შახტარის“ წევრია. „იუვე“ მზადაა ბრაზილიელ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ნერეშით ლისაბონის „ბენფიკაც“ ინტერესდება, მაგრამ „იუვენტუსის“ შეთავაზებამ შესაძლოა ბრაზილიელს იტალიაში გადაბარგება …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ილქაი გიუნდოგანი დაუკავშირეს

„იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებაზე მუშაობს და მიზანთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ფრანგი შეიძლება არ იყოს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ტურინელთა ნახევარდაცვას გააძლიერებს. კლუბი არტურისა და აარონ რემზის გაშვებას ცდილობს, რომლებიც პოგბას გარდა, შეიძლება ილქაი გიუნდოგანმა შეცვალოს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, 32 წლის ნახევარმცველს, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ორი ვარიანტი …

სრულად წაკითხვა »