მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 16)

ტრანსფერები

“იუვენტუსმა” კოსტიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრატხის“ ნახევარმცველის ფილიპ კოსტიჩის შეძენასთან ახლოსაა. Sportmediaset-ის ინფორმაციით, ტურინელებმა სერბ ფეხბურთელთან და „აინტრახტთანაც“ შეთანხმებას მიაღწიეს და 29 წლის გარემარბი იტალიაში გადაბარგდება. წყაროს თანახმად, კოსტიჩის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს, ის „იუვესთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც …

სრულად წაკითხვა »

დი მარია “იუვენტუსში” ტრანსფერთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა. დიდი ხნის ლოდინისა და მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს დადებითი ნიშნები გამოჩნდა. Gazzetta Dello Sport-ისა და La Stampa-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ტურინელთა დღევანდელი დიალოგი ძალიან პოზიტიური იყო და ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა. დი მარია „იუვესთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ერთ წელიწადში 7 …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “იუვე” იტალიაში ყველაზე დიდი გუნდია და ჩემით დაინტერესებულია”

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესი დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. „იუვე“ იტალიაში ყველაზე დიდი კლუბია და ერთ-ერთი გუნდია, რომელიც ჩემით დაინტერესებულია. თუმცა, ამჟამად ვფიქრობ, აქცენტი შვებულებასა და ოჯახზე მაქვს გაკეთებული“, – თქვა დი მარიამ. შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია თავისუფალი აგენტია და „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

“ჩელსი” “იუვეს” დე ლიხტის სანაცვლოდ ფულს და ვერნერს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსიდან“ მატაის დე ლიხტის შესაძლო წასვლაზე ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია. იტალიური მედია ადასტურებს, რომ ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესებულია და მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა. ჯერჯერობით, არანაირი შეთანხმება არ არსებობს, რადგან ტურინელები ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლებას ცდილობენ და ეს მთავარი მიზანია. თუმცა, დე ლიხტი თუ ახალ კონტრაქტზე უარს იტყვის, მაშინ „იუვე“ …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტმა “იუვენტუსს” გაყიდვა მოსთხოვა

მატაის დე ლიხტს „იუვენტუსის“ დატოვება სურს. ამის შესახებ ინფორმაცია Corriere Dello Sport-მა გაავრცელა. წყაროს თანახმად, ფეხბურთელი არ აპირებს კლუბთამ კონტრაქტის განახლებას და ტრანსფერი მიმდინარე ზაფხულშივე უნდა. „იუვეს“ ხელმძღვანელობასა და ნიდერლანდელის აგენტ რაფაელა პიმენტას შორის გუშინ შეხვედრა შედგა, რომელსაც იტალიელთათვის პოზიტიური შედეგი არ ჰქონია. დე ლიხტს, „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე …

სრულად წაკითხვა »

სიტუაცია დი მარიას ტრანსფერზე

ტურინის „იუვენტუსში“ ანხელ დი მარიას ტრანსფერი ძალიან გაჭიანურდა და შესაძლოა, საერთოდ აღარ შედგეს. არგენტინელი ფეხბურთელი შვებულებაშია და ჯერჯერობით, იტალიური გრანდისთვის არც დადებითი პასუხი გაუცია და არც უარყოფითი. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, „იუვე“ დი მარიას პასუხს უსასრულოდ ვერ დაელოდება. ჯოვანი ალბანეზე წერს, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ უკვე დაიწყო ალტერნატიულ ვარიანტებზე სერიოზული ფიქრი. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კამბიასოს ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა „ჯენოასა“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების მცველი ანდრეა კამბიასო დაიმატოს. „იუვეში“ ის ლუკა პელეგრინის შემცვლელად ესახებათ, რომელმაც შეიძლება კლუბი დატოვოს. კამბიასოს „ჯენოასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომაც, სავარაუდოდ, გენუური კლუბი ამ ზაფხულს შეელევა. იტალიელების „იუვენტუსის“ გარდა, ბერგამოს „ატალანტა“ და „ინტერი“ იბრძვიან, მაგრამ უშანსოდ ტურინელები არ არიან და …

სრულად წაკითხვა »

ესპანურმა მედიამ “იუვენტუსს” ნეიმარი დაუკავშირა

ესპანურმა გამოცემა Sport-მა ნეიმარი ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ ვარსკვლავს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი მომავალი პარიზში ბუნდოვანია. ბოლო ცნობებით, პარიზელებს ნეიმარის მიმდინარე ზაფხულს გასხვისება სურთ და „იუვენტუსი“ დაინტერესებულ კლუბებშია. ბრაზილიელის ტრანსფერი მასიმილიანო ალეგრისაც სურს. ამ ეტაპზე სხვა დეტალი არ ვრცელდება, მაგრამ სამხრეთამერიკელის ხელფასი წელიწადში თითქმის 48 …

სრულად წაკითხვა »

“ჩელსის” რაბიოს დამატება სურს, “იუვენტუსმა” ფასი დაასახელა

ადრიენ რაბიომ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს. ფრანგული მედია აქტიურად წერს, რომ მას კლუბიდან წასვლა სურს და არც მასიმილიანო ალეგრისთვისაა ხელშეუხებელი ფეხბურთელი. ბოლო ცნობებით, რაბიომ „ნიუკასლში“ გადასვლა იუარა, რადგან ისეთ კლუბში გადაბარგება სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. რაბიოს შეძენით ლონდონის „ჩელსია“ დაინტერესებული, რომელსაც ტომას ტუხელი წვრთნის. გერმანელსა და ფრანგს პსჟ-ში ერთად უმუშავიათ. …

სრულად წაკითხვა »

ფაბიან რუისი “იუვენტუსის” ინტერესებში

ტურინის „იუვენტუსს“ „ნაპოლისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ფაბიან რუისი დაუკავშირეს. ესპანელ ფეხბურთელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რომლის განახლებაზე უარი თქვა, რადგან კლუბის დატოვება სურს. ამიტომაც, აურელიო დე ლაურენტისი რუისის გაყიდვას განიხილავს, ვინაიდან მომდევნო ზაფხულს უფასოდ არ დაკარგოს. La Stampa-ს ცნობით, „იუვენტუსი“ რუისის ტრანსფერს განიხილავს და კლუბის ხელმძღვანელობამ მასიმილიანო ალეგრისთან …

სრულად წაკითხვა »