მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 94)

სერია A

სერია A-ს ახალი სეზონის კალენდარი დადგინდა

სერია A-ს ახალი სეზონი ზუსტად თვენახევარში, 19 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფედერაციამ მიიღო. რაც შეეხება ბოლო, 38-ე ტურს, 2021 წლის 23 მაისს დაიგეგმა. ჯერჯერობით უცნობია სრულყოფილი კალენდარი – ვინ როდის შეხვდება ერთმანეთს. ეს მოგვიანებით გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ახალ სეზონსაც მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდება.

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “იუვე” მიყვარს და შეგვიძლია ისტორიის ერთად დაწერა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა სამი ხედირამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მისი წარუმატებელ სეზონს და „იუვენტუსს“ ეხება. „ჩემთვის ძალიან რთული სეზონი იყო! აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გუნდის ზედიზედ მეცხრე სკუდეტოთი, მაგრამ დეკემბრიდან პირადად ჩემთვის განსაკუთრებული იმედგაცრუება იყო. ორმა სერიოზულმა ტრავმამ სეზონში მხოლოდ 18 თამაშის ჩატარების საშუალება მომცა, უბრალოდ უფრო მეტს ველოდი! …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “წინ ჩემი მესამე სკუდეტოსკენ!”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სკუდეტოს მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბედნიერია. „ბედნიერი ვარ, რომ „იუვენტუსის“ ცხრა სკუდეტოდან ბოლო ორი მოვიგე! ზოგი იფიქრებს, რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა! წლიდან წლამდე ნიჭი, ერთგულება და მძიმე შრომა გაღწევინებს მიზნებს და გხდის უკეთეს, ვიდრე იყავი. წინ …

სრულად წაკითხვა »

სარი: “ლიონის” თამაშით გაკვირვებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა ძირითადად „ლიონთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. „ლიონი“? გამიკვირდა, რომ ფიზიკურად ძალიან კარგად არიან. არ ჰგავდა გუნდს, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია და მხოლოდ 3-4 ამხანაგური თამაში ჩაატარა. ჩვენ კონკრეტულ პერიოდში ვართ და მენტალური ენერგია უნდა აღვიდგინოთ. მეტოქეს ძალიან სერიოზულად …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სერია A-ს სეზონი საშინაო მარცხით დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონი მარცხით დაასრულა, თუმცა სკუდეტო უმაყურებლო „ალიანც სთედიუმზე“ აღმართა. „იუვეს“ ბოლო სტუმარი „რომა“ იყო და მაურიციო სარიმ ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა დაასვენა, შედეგად, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიხილეთ მოედანზე. ტურინელები სწრაფად, მეხუთე წუთზე გონსალო იგუაინმა გახსნა ანგარიშით, თუმცა, შემდეგ მოედანზე მხოლოდ სტუმრები დომინირებდნენ. ტაიმის ბოლოს „ჯალოროსი“ …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ძანიოლო კარგი ფეხბურთელია, მაგამ ახლა ამის დრო არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „რომასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. „ლიონთან“ მატჩი? ეს არ არის თამაში, რომელიც ჩვენს იდეებს შეცვლის სეზონის შეფასებასთან დაკავშირებით. სკუდეტოს მოგება ყოველთვის არაჩვეულებრივია, ჩვენ 9 წელია ამას ვახერხებთ. ეს 10 წლის წინ რომ ეთქვათ, არ დავიჯერებდით. ამიტომუნდა დავაფასოთ ეს სეზონიც. მადლობა ლეგა კალჩოს, რომ პანდემიის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “რომასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს ბოლო ტურში „რომას“ უმასპინძლებს. მაურიციო სარის გუნდის სამატჩო განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, ბუფონი, პინსოლიო მცველები: კიელინი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, დემირალი, ჩოკოლო, ვესლი, ფრაბოტა ნახევარმცველები: რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური, მურატორე, პეტერსი თავდამსხმელები: კუადრადო, იგუაინი, ბერნარდესი, ოლივიერი, ვრიონი, ძანიმაკია შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 …

სრულად წაკითხვა »

დიბალა სერია A-ს ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა სერია A-ს ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დიბალამ ივლისში 5 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა. პაულომ პირველად მოახერხა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის წოდების მიღება. ეს პრიზი ლეგა კალჩომ მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან დაამკვიდრა.   Crystal clear talent and strong leadership. Plays that were …

სრულად წაკითხვა »

სარის პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი თამაშის შესახებ ისაუბრა. „ეს იქნება თამაში ორ დიდ გუნდს შორის, რომელიც ამ ეტაპზე მოტივაციის გარეშეა. ამან შეიძლება გამოიწვიოს დემოტივაცია ან ხარისხიანი თამაშის ნაკლებობდა. რთული სათქმელია. ხვალ განსაკუთრებით ზეიმი გვსურს. ეს პირველი წელია და შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ, ატიპიური …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ მას ამ დრომდე პირადად არ იცნობს. სეზონის წინ დელ პიერომ კაპუტოს პირობა მისცა, რომ თუ სეზონში 20 გოლის გაიტანდა, მას დაპატიჟებდა და ოცნებას აუხდენდა. კაპუტომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მოახერხა 20 გოლის გატანა და ალექსს …

სრულად წაკითხვა »