მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 93)

სერია A

ანდრეა პირლო: “კარგია, რომ სახლის თამაშით ვიწყებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სერია A-ს კალენდარის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, ყველა მეტოქესთან მოუწევთ დაპირისპირება. „როგორც იქნა, დღეს უკვე ვიცით საიდან ვიწყებთ ჩემპიონატს. მე და ჩემი სტაფი ვვარაუდობდით, რომ პირველ ტურში გენუურ გუნდთან ვითამაშებდით და „სამპდორიასთან“ თამაშით დავიწყებთ. კმაყოფილები ვართ, რომ სახლის მატჩით ვიწყებთ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” კალენდარი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. „იუვენტუსი“ სეზონს 20 სექტემბერს ტურინში დაიწყებს, სადაც გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლებს. მეორე და მესამე ტურში ანდრეა პირლოს გუნდს საკმაოდ რთული მატჩები ელოდება, ჯერ „რომას“ ესტუმრება, შემდეგ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. რაც შეეხება მილანურ გუნდებთან მატჩს, მე-16 და მე-18 ტურებში (მეორე წრეში შესაბამისად 36-3 და 37-ე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” მზადების მეორე კვირა დაიწყო

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ანდრეა პირლოს „იუვენტუსმა“ ვარჯიშების მეორე კვირა დაიწყო. თუმცა, არასრული შემადგენლობით, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება. დუგლას კოშტამ და პაულო დიბალამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ისინი ტრავმებისგან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ განკურნებულან. როდრიგო ბენტანკურმა და აარონ რემზიმ კი გუნდთანერთად ივარჯიშეს. ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შვებულებიდან ტურინში დაბრუნდა მატიას …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ტექნიკური სტაფი დაკომპლექტდა

ტურინის „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბი დაკომპლექტდა. ანდრეა პირლოს ასისტენტი ხორვატი იგორ ტუდორი იქნება, რომელსაც ქომაგები ძალიან კარგად იცნობენ. გარდა ამისა, გუნდში რობერტო ბარონიო და ანტონიო გალიარდი იმუშავებენ. „იუვეს“ ფიზმომზადების ხელმძღვანელად პაოლო ბერტელი დაუბრუნდა, რომელიც „ბიანკონერიში“ 2011-2014 წლებში იაკვებდა ამ პოსტს. „იუვენტუსის“ ტექნიკური სტაფი ახალ სეზონში ასეთი იქნება: მთავარი მწვრთნელი: ანდრეა პირლო …

სრულად წაკითხვა »

სეზონის MVP – კრიშტიანუ რონალდუ

ტურინის „იუვენტუსის“ 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. ამის შესახებ „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება. რონალდუმ 46 მატჩში 37 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა. კრიშტიანუმ ხსენებული 37 გოლიდან 31 სერია A-ში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 კი იტალიის თასზე გაიტანა. პორტუგალიელი საუკეთესოდ ქომაგების ვერსიით დასახელდა.   …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ანდრეა პირლო “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელია

ტურინის “იუვენტუსი” ანდრეა პირლომ ჩაიბარა. “იუვეს” ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრეა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი 2022 წლის ზაფხულამდე იქნება. შეგახსენებთ, რომ იუვემ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში “ლიონის” ბარიერი ვერ გადალახა და ამიტომაც სარი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დღეს გაათავისუფლეს. პირლო ერთი კვირის წინ 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ სარის გათავისუფლებამ ტურინელთა …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: მაურიციო სარი დაითხოვეს

მაურიციო სარი დაითხოვეს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ფატალური გამოდგა ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა და გადაწყვეტილება ანდრეა ანიელიმ პირადად მიიღო. მოსალოდნელია, რომ ცნობა ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება. სარის ტურინული ოდისეა მხოლოდ 1 წელი გაგრძელდა და ერთი სკუდეტო დაიტია. ვინ შეცვლის მას? ჯერ უცნობია, ყველაზე რეალურ ფავორიტად სიმონე ინძაგი სახელდება, ასევე ახსენებენ, ზინედინ …

სრულად წაკითხვა »

ივლისის MVP – კრიშტიანუ რონალდუ

ტურინის „იუვენტუსის“ ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა, ფანების გამოკითხვის შედეგად. გასულ თვეში პორტუგალიელმა 8 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 7 გოლის გატანა შეძლო. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს 45 თამაშში 35 გოლი აქვს გატანილი.   Lo avete deciso voi. Lo avete votato voi, partita dopo partita. MVP …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

პაულო დიბალა სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. არგენტინელი პრიზს მომდევნო სეზონის დაწყებამდე მიიღებს. დიბალას გარდა გამოარჩიეს ვოიცეხ შჩესნი, რომელიც საუკეთესო მეკარე გახდა. ამასთან, დეიან კულუსევსკი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელა, მან გასული სეზონი „პარმაში“ გაატარა, მაგრამ „იუვენტუსმა“ ჯერ კიდევ იანვარში იყიდა და ახალი სეზონიდან ტურინში გაირჯება. პოზიციების …

სრულად წაკითხვა »

კულუსევსკი: “მინდა “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა დეიან კულუსევსკიმ Tuttosport-თან ინტერვიუში მომავალი კლუბის შესახებ ისაუბრა. შვედს „იუვეში“ დიდი მიზნები აქვს დასახული. „მე უკვე მეათე სკუდეტოს მოგებაზე ვარ ორიენტირებული. ეს დიდი გამოწვევა იქნება „ინტერთან“ და „ატალანტასთან“. ასევე მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. სარი აქცენტს ბურთის ფლობაზე და დომინირებაზე აკეთებს, ფეხბურთელები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან და ეს …

სრულად წაკითხვა »