მთავარი / სიახლეები / სერია A (გვერდი 5)

სერია A

ალეგრი: “გუნდი იზრდება, “ინტერს” მომენტის შექმნის უფლებაც არ მივეცით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მან ფეხბურთელები შეაქო და აღნიშნა, რომ გუნდი იზრდება. „დღეს ადვილი თამაში არ იყო, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან მილანში გამარჯვება ყოველთვის რთულია. ცოტა და არაფერი შევაქმნევინეთ მეტოქეს, მაგრამ 3-4 ადვილ სიტუაციაში …

სრულად წაკითხვა »

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ინტერი“ სტუმრად ფილიპ კოსტიჩის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – სასწაული არ გაუკეთებია, მაგრამ ყოველთვის უსაფრთხოდ ითამაშა. გატი 7 – „მონცასთან“ ფლოპიდან ორი თვის განმავლობაში არ უწევდა თამაში. შემდეგ „ფრაიბურგთან“ და „ინტერთან“ ის უდავოდ მაღალ დონეზე გაისარჯა, სიმკაცრით და ფიზიკურობით. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” იტალიურ დერბიში იმარჯვა

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს 27-ე ტურში “ინტერი” სტუმრად დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე დიდებულ ხასიათზე გავიდა. „იუვენტუსმა“, რომელსაც 15 ქულა აქვს დაკლებული (რომ არა ეს, ახლა მეორე ადგილზე კომფორტულად და მშვიდად იქნებოდა), მილანში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაცვაში გამართული ფეხბურთი ითამაშა, შეტევაში კი ბევრი არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ სახიფათო კონტრშეტევებზე …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სამპდორიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში „სამპდორია“ 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ამ შეხვედრის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და „იუვენტუსის“ ბოლო ნახევარმცველი, რომელმაც ერთ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა, პოლ პოგბა იყო (2015-2016 წლების სეზონში, მან თავი 10-ჯერ გამოიჩინა). რაბიოს ამ …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მეტის გატანა მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ გენუის „სამპდორიასთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირი გახდა. „ზოგჯერ პასუხისმგებლობა მეც უნდა ავიღო, თუ ამის საჭიროებაა, დღეს მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე გამარჯვების მოსაპოვებლად და ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმით ნაკლებად კმაყოფილი ვარ, რომელიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ორი გოლი გავუშვით, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

სულე: “ამ გოლს დებიუტის დღიდან ველოდი და ტირილი მომინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას სულემ „სამპდორიასთან“ მატჩში (4:2) სადებიუტო გოლი გაიტანა, როგორც „იუვეს“ მაისურით, ისე სერია A-ში. როგორც მან აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. „ამ გოლს ველოდები მას შემდეგ, რაც სერია A-ში ვთამაშობ. ემოციებისგან ტირილი მომინდა. პირველი ჩემს ოჯახზე ვიფიქრე. ალეგრიმ შემტევ ნახევარმცველად კარგად თამაში დამავალა, მაგრამ ასევე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფრაიბურგთან” პოგბა არ იქნება, დი მარია ითამაშებს, კიეზა – ვნახოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არ შეიძლება, როდესაც 2:0-ს იგებ, გახსნილი თამაში ითამაშო. „დუშანმა კარგად ითამაშა, გოლებს მოგვიანებით გაიტანს, ალბათ „ფრაიბურგთან“. დღეს ახლოს იყო გოლთან, მშვიდად უნდა დარჩეს, ტექნიკურადაც კარგად ითამაშა. ყოველთვის ვეუბნები, რომ მშვიდად უნდა იყოს, ხანდახან ჩქარობს. ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში გენუის „სამპდორია“ ადრიენ რაბიოს დუბლით, გლეისონ ბრემერისა და მატიას სულეს გოლებით 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. პერინი 6 – გოლებში ის უდანაშაულო იყო. ბრემერი 6 – გოლი გაიტანა, მაგრამ დაცვით ფაზაში შემაშფოთებელი სირთულეები ჰქონდა. ტრავმის გამო შეცვალეს. რუგანი შ.გ – მან ბოლო …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “სამპდორია” უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში გენუის „სამპდორიას“ შესუსტებული შემადგენლობით უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. „იუვესთვის“ თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, რადგან გლეისონ ბრემერისა და ადრიენ რაბიოს გოლებით 26-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა, მაგრამ 31-ე და 32-ე წუთებზე მოულოდნელად ორი გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა. მეორე ნახევარში „იუვეს“ ისევ შეტევა მოუწია, რამაც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიეზა და დი მარია დაისვენებენ, არ მეგონა, რომ ფაჯოლი ასეთი მოწიფული იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდს დაუბრუნდა, ფედერიკო კიეზა და ანხელ დი მარია კი დაისვენებენ. „ხვალ შედარებით ადვილი თამაშია, მაგრამ მათ ბოლო ტურებში ქულები მოიპოვეს ან მათი დამარცხება მეტოქეებს გაუჭირდათ. პირველად ამ სეზონში შეგვიძლია „ინტერს“ 3 …

სრულად წაკითხვა »