მთავარი / სიახლეები (გვერდი 97)

სიახლეები

დემირალი “იუვეში” დაბრუნდება, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას მაინც განიხილავს

ბერგამოს „ატალანტა“ მერიჰ დემირალს არ გამოისყიდის, შესაბამისად, თურქი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ დაბრუნდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ დაადასტურა. თუმცა, არაა გამორიცხული დემირალის დაბრუნება დროებითი გამოდგეს და მან „იუვენტუსი“ მაინც დატოვოს, რადგან კლუბი ეცდება გაყიდოს. ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა და მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ ჯორჯო კიელინის შემცვლელი სჭირდება, დემირალი შეიძლება მაინც არ შეინარჩუნოს. …

სრულად წაკითხვა »

პოგბას ტრანსფერი “იუვეში” ოფიციალურად ივლისში დადასტურდება

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია. პოგბა სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს და 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ცნობილი გახდა, ტრანსფერი ივლისში ოფიციალურად დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსმა“ 2012 წელს „მანჩესტერიდან“ დაიმატა, 178 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა და შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი გატიზე, დიბალაზე, სკუდეტოზე, იტალიის ნაკრებსა და საკუთარ თავზე…

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ Rai Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ კარიერაში ახალი გამოცდილება სჭირდება და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ კარიერას ლოს ანჯელესში გააგრძელებს. „ვფიქრობ, რომ ახლა უცხოური გამოცდილება მჭირდა, თუნდაც იმიტომ, რომ ნელ-ნელა კარიერა დავასრულო. შემიძლია მზარდ ლიგაში წასვლა, რაშიც მეც …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი კარიერას არ ასრულებს. 37 წლის მცველი ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს. ინფორმაცია იტალიურ მედიას თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა და ტრანსფერზე მინიშნება სოციალურ ქსელში ლოს ანჯელესებმაც გააკეთეს. მოგვიანებით, ჯორჯომ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა. კიელინი წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა 561 …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ჩემი და “იუვეს” დნმ იდენტურია, სხვა გუნდზე არც მიფიქრია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუშან ვლაჰოვიჩმა განაცხადა, რომ მისით „არსენალიც“ დაინტერესებული იყო, მაგრამ მას სხვა კლუბები არ აინტერესებდა და თამაში მხოლოდ ტურინულ გრანდში სურდა. სერბი ფიქრობს, რომ მისი და „იუვეს“ დნმ იდენტურია. „მხოლოდ ერთ კლუბზე ვფიქრობდი, რადგან „იუვენტუსი“ „იუვენტუსია“. მეტი სათქმელი არაფერია. ახლა კი მაქვს პატივი და ამ მაისურს ვატარებ. ყოველჯერზე, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დავიდ ნერეშით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიასთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და მის ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე მუშაობს. პორტუგალიური მედიის ცნობით, ტურინელთა თვალთახედვის არეში დავიდ ნერეში მოხვდა. ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი გარემარბი, რომელიც ამჟამად „შახტარის“ წევრია. „იუვე“ მზადაა ბრაზილიელ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ნერეშით ლისაბონის „ბენფიკაც“ ინტერესდება, მაგრამ „იუვენტუსის“ შეთავაზებამ შესაძლოა ბრაზილიელს იტალიაში გადაბარგება …

სრულად წაკითხვა »

გატი: “როცა მოედანზე გავდივარ, სახეში არავის ვუყურებ”

იტალიის ნაკრებში ფედერიკო გატის დებიუტი შედგა, რომელიც „იუვენტუსის“ მცველია. 23 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ სერია D-ში თამაშობდა, გასული სეზონი სერია B-ში „ფროზინონენში“ გაატარა, ხოლო სერია A-ში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია. თუმცა, მანჩინიმ ის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ათამაშა და ფედერიკოს ტამი აბრაჰამისა და ჰარი კეინის განეიტრალება მოუწია, რასაც …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “იმედი მაქვს, რომ სექტემბრის დასაწყისში ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისში თამაშისთვის მზად იქნება. 24 წლის ფეხბურთელს ახლა ასეთი მიზანი და იმედოვნებს, რომ რეაბილიტაციის პროცესი არ გართულდება. „ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე, მაგრამ არსებობს გრაფიკი, რომელიც უნდა დავიცვა და ვფიქრობ, შესანიშნავად ვმუშაობთ. მოედანზე პროფესიონალები მყავს ირგვლივ, „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” არტურის გაყიდვას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსი“ არტურის გასხვისებას ცდილობს. იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო კერუბინი მილანში ბრაზილიელი ნახევარმცველის აგენტ ფედერიკო პასტორელოს შეხვდა და გამოსავლის პოვნაზე მუშაობენ. არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, თან საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, რის გამოც კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. ცნობილია, რომ არტურით ლონდონის „არსენალია“ დაინტერესებული, ხოლო თავის მხრივ „იუვეს“ ინგლისური კლუბის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ილქაი გიუნდოგანი დაუკავშირეს

„იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებაზე მუშაობს და მიზანთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ფრანგი შეიძლება არ იყოს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ტურინელთა ნახევარდაცვას გააძლიერებს. კლუბი არტურისა და აარონ რემზის გაშვებას ცდილობს, რომლებიც პოგბას გარდა, შეიძლება ილქაი გიუნდოგანმა შეცვალოს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, 32 წლის ნახევარმცველს, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ორი ვარიანტი …

სრულად წაკითხვა »