მთავარი / სიახლეები (გვერდი 82)

სიახლეები

კინი: “სადაც მწვრთნელი მეუბნება, იქ ვთამაშობ”

მოიზე კინმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა (2:2). იტალიელმა ფორვარდმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „იოლი თამაში არ იყო, ძალიან ცხელოდა და ცოტა დავიღალეთ კიდეც ამ დღეებში ინტენსიური მუშაობისთვის. კარგად ვარ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო, სადაც მწვრთნელი მთხოვს, იქ ვთამაშობ, ეს იქნება გარემარბის თუ ფორვარდის პოზიცია. დი მარია? …

სრულად წაკითხვა »

კინის დუბლი და ფრე “ბარსელონასთან” [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსმა“ ამერიკულ ტურნეში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ეს პრესეზონზე მხოლოდ მეორე სპარინგი იყო, „ბარსა“ კი გაცილებით კარგა ხანია ემზადება და უკეთეს ფორმაშიც იმყოფება. ესპანელები უპირატესობას ფლობდნენ, ორჯერ „იუვე“ ძელმა იხსნა, ერთხელ ვოიცეხ შჩესნიმ, ორჯერ მატია პერინმა, მაგრამ საგოლე მომენტები …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვემ” რემზის კონტრაქტი გაუწყვიტა

ტურინის „იუვენტუსსა“ და აარონ რემზის შორის კონტრაქტი გაწყდა. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და თანამშრომლობა შეწყვიტეს. ტურინელთა ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. რემზის „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა და ამ პერიოდში 7 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ ის კლუბის გეგმებში აღარ შედიოდა, ამიტომ, კონტრაქტი გაუწყვიტეს. რემზიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ …

სრულად წაკითხვა »

დიბალამ დაასახელა მიზეზი, რის გამოც “იუვედან” გაუშვეს

„რომამ“ პაულო დიბალა მედიის წინაშე წარადგინა, სადაც არგენტინელმა „იუვენტუსზეც“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვედან“ წასვლა ფულის გამო არ მოუწია, არამედ უბრალოდ კლუბის სამომავლო პროექტის ნაწილი აღარ იყო. „იუვეს“ წინააღმდეგ გოლს თუ გავიტან, ცხადია, არ აღვნიშნავ. გასულ სეზონში მაკრიტიკებდნენ? ვფიქრობ, კრიტიკა ნორმალურია, როცა „იუვეში“ თამაშობ, ცხადია, მეტს ითხოვენ. ვისურვებდი მეტი გოლის …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბამ შესაძლოა ორი თვე ვერ ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ფრანგს მენისკის დაზიანება აღენიშნება და იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, მას 2 თვე გაუცდეს. შესაძლოა, პოგბა უფრო მალე დაბრუნდეს, დაახლოებით ერთ თვეში, მაგრამ სერიოზული შიში არსებობს, რომ პოლი მოედანზე დაბრუნებას ორი თვე ვერ შეძლეს, რაც ნიშნავს, რომ სეზონის სტარტზე ძალიან ბევრი თამაში …

სრულად წაკითხვა »

ბასტონი: “ამ სეზონში იუვე” ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება”

მილანის „ინტერის“ ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო ბასტონიმ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ახალ სეზონში ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვე“ ძალიან გაძლიერდა, თუმცა „ინტერშიც“ იციან თავიანთი შესაძლებლობები. „იუვე“ ძალიან გაძლიერდა და ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიმაჩნია. ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დაიმატეს, როგორებიც არიან დი მარია, პოგბა და ბრემერი. ეს საბრძოლო ხომალდი …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “პოგბამ და დი მარიამ გუნდში ხარისხი და გამოცდილება მოიტანეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ამერიკულ ტურნეზე ისაუბრა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, იქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა და ასევე ისაუბრა ანხელ დი მარიასა და პოლ პოგბაზე. „ძალიან სასიამოვნო ტურნეა. ეს გამოცდილება ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გვაკლდა პანდემიის გამო და ახლა აქ ყოფნა შესანიშნავია. აქ ოფიციალურ მატჩს არ ჩავატარებთ, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბას ტრავმა აქვს და უახლოეს პერიოდს გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელმაც ორი დღის წინ ვარჯიში კოჭლობით დატოვა, ტრავმირებულია. რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფრანგს გვერდითი მენიკის დაზიანება აქვს. უახლოეს საათებში ის სპეციალიზებულ ორთოპედიულ კონსულტაციას გაივლის, შესაბამისად, გუნდს „ბარსელონასთან“ დააკლდება. ჯერჯერობით, ზუსტი დრო, რომელმაც პოგბა გამოტოვებს უცნობია.

სრულად წაკითხვა »

არტურით “ვალენსია” დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ არტურის გაყიდვას ცდილობს. ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ხანია არც კლუბის და არც მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის. ბოლო ცნობებით, არტურის მიმართ ინტერესს „ვალენსია“ იჩენს და პირველი მოლაპარაკებებიც შედგა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. არტურს „ვალენსიას“ გარდა, ლონდონის „არსენალსა“ და ასევე „პარი სენ ჟერმენსაც“ უკავშირებენ. პარიზელებთან „იუვეს“ მისი გაცვლა ლეანდრო პარედესში …

სრულად წაკითხვა »

ნაგელსმანი: “დე ლიხტის პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, რომ იტალიაში ცუდი ვარჯიშებია”

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მატაის დე ლიხტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიაში ფეხბურთელის ფორაში ყოფნა შეუძლებელია. „დე ლიხტს ვარჯიშის შემდეგ ველაპარაკე და მითხრა, რომ დღევანდელი სესია მისთვის ყველაზე რთული იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. რთული ნამდვილად იყო, მაგრამ არც ისე. გასულ სეზონში მას ბევრი არ უთამაშია და მივხვდი, …

სრულად წაკითხვა »