მთავარი / სიახლეები (გვერდი 81)

სიახლეები

“ვალენსიამ” არტურის ტრანსფერზე პირველი შეთავაზება გააკეთა

ტურინის „იუვენტუსმა“ აარონ რემზი გუნდიდან გაუშვა, ახლა კი არტურის ჯერია. ბრაზილიელი ფეხბურთელი მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის და ტრანსფერზეა დაყენებული. როგორც ცნობილია, არტურით „ვალენსიაა“ დაინტერესებული და ამ დროისთვის ერთადერთი შეთავაზება, რომელიც ტურინელებმა მიიღეს, სწორედ ესპანური კლუბია. ესპანელებს სურთ, რომ არტური იჯარით, გამოსყიდვის უფლებით გადაიბირონ, ოღონდ იჯარის პერიოდში ხელფასის ნაწილი „იუვემ“ …

სრულად წაკითხვა »

ზაკარია: “პოგბას ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ მისი შეცვლა შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილია. შვეიცარიელი ფეხბურთელის თქმით, პოლ პოგბას შესაცვლელად „იუვეს“ საკმარისი რაოდენობის ნახევარმცველები უკვე ჰყავს. „კმაყოფილი ვარ თამაშით, კარგად ვვარჯიშობ და ნელ-ნელა თანაგუნდელებს უკეთ ვუგებ მოედანზე, განსაკუთრებით ნახევარმცველებს. „ბარსელონასთან“ კარგი და სასარგებლო მატჩი იყო. შეგვიძლია მომატება, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

როგორ შეიცვლება პოგბას ტრავმით “იუვეს” სატრანსფერო გეგმები

პოლ პოგბას ტრავმა სატრანსფერო ბაზარზე „იუვენტუსის“ გეგმებს ცვლის. ტურინელებს აქამდეც აინტერესებდათ და ახლა უფრო გაძლიერდება ინტერესი ლეანდრო პარედესის მიმართ. პსჟ-ს ნახევარმცველი კრისტოფ გალტიეს გეგმებში არ არის და ის კარგად იცნობს იტალიასაც, სადაც „ემპოლისა“ და „რომას“ რიგებში თამაშობდა. თუმცა, პარედესის ტრანსფერი დიდწილად დამოკიდებულია არტურის მომავალზე და იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ბრაზილიელის …

სრულად წაკითხვა »

შოკი იუვენტუსში – პოგბამ შესაძლოა 2023 წლამდე ვერ ითამაშოს

პოლ პოგბას ტრავმა გაცილებით სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ელოდნენ და ფრანგს არათუ ორი, არამედ შეიძლება 6 თვე გაუცდეს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგმა მუხლზე ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რის გამოც წლის ბოლოს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს. გვერდითი მენისკის ტრავმა ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. ტურინელთა თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა რამდენიმე დღეში ოპერაციას, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

პოგბამ აშშ დატოვა და იტალიაში დაბრუნდა

პოლ პოგბამ ამერიკა დატოვა და იტალიაში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რომეო აგრესტის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ორთოპედიულ კონსულტაციას გაივლის. ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთებს თუ არა პოგბა მენისკზე ოპერაციას თუ მკურნალობის სხვა გზას აირჩევს. ისიც არ არის ცნობილი, ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება. სავარაუდოდ, ის მოედანზე 6-8 კვირის განმავლობაში ვერ გავა. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ფირმინოს “იუვენტუსში” გადასვლა რეალური ხდება

ტურინის „იუვენტუსი“ ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს და მასიმილიანო ალეგრის ფავორიტი ალვარო მორატაა, მაგრამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ესპანელი ფორვარდის კიდევ ერთხელ დაბრუნებაზე მოლაპარაკებები გართულებულია. ამის ფონზე კი, Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ტურინული გრანდი ძალიან მიუახლოვდა რობერტ ფირმინოს ტრანსფერს. ბრაზილიელ ფორვარდს „ლივერპულის“ დატოვება სურს, რადგან იურგენ კლოპის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და მსოფლიოს …

სრულად წაკითხვა »

როველას და ფაჯოლის მომავალი თითქმის გადაწყდა

ტურინის „იუვენტუსში“ ახალგაზრდა, ნიჭიერი ნახევარმცველების, ნიკოლო ფაჯოლისა და ნიკოლო როველას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ორივე ფეხბურთელი ამერიკულ ტურნეში გუნდთან ერთადაა და სამწვრთნელო შტაბი მათ აკვირდება. ნიკოლა ბალიჩე წერს, რომ ფაჯოლი დიდი ალბათობით ტურინში დარჩება, ხოლო როველას გაანათხოვრებენ. ნიკოლო ფაჯოლის კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რომელსაც განაახლებს და სეზონს „იუვესთან“ ერთად დაიწყეს. …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “30 გოლის გატანა და ჩემპიონობა, შესანიშნავი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ახალი სეზონის მიზნებზე, ანხელ დი მარიასა და გლეისონ ბრემერზე ისაუბრა. „წავიკითხე, რომ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ბომბარდირი არასდროს გამხდარა ჩემპიონი, მაგრამ ყველაფერი პირველად ხდება, არა? გუნდური მიზნები ყოველთვის პირადზე მაღლა დგას, „იუვეს“ გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია და თუ 30 გოლს გავიტან და ჩემპიონები გავხდებით, ეს ჩემთვისაც …

სრულად წაკითხვა »

ზაკარია: “სასარგებლო და კარგი მატჩი იყო”

ტურინის „იუვენტუსი“ ამხანაგურ მატჩში „ბარსელონას“ დაუზავდა – 2:2. მატჩის შემდეგ დენის ზაკარიამ, რომელმაც ნიკოლო როველასთან ერთად შეუცვლელად ითამაშა, სხვა ფეხბურთელები კი ალეგრიმ ყველა შეცვალა, კომენტარი გააკეთა. „კარგი მატჩი იყო, კარგი შედეგით, რაც სასარგებლოა სეზონის ამ ნაწილის კარგად გასაგრძელებლად. შეგვიძლია მომატება, მაგრამ მზადება კარგად მიმდინარეობს. კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით, ამისთვის ვვარჯიშობ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გაშვებული გოლების დროს უფრო მეტი ყურადღებით თამაში შეგვეძლო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბარსელონასთან“ შეხვედრის შემდეგ (2:2) კომენტარი გააკეთა და კმაყოფილი იყო. „კარგი ტესტ-მატჩი იყო, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ და როგორ მიდის მზადება. შეგვეძლო გაშვებული გოლების დროს უფრო ყურადღებით ვყოფილიყავით, მაგრამ არა უშავს. კინმა ძალიან კარგად ითამაშა, ისევე როგორც ზაკარიამ, რომელიც უმატებს. როველამ 90 წუთი ითამაშა …

სრულად წაკითხვა »