მთავარი / სიახლეები (გვერდი 713)

სიახლეები

კიელინი: “ჩვენი ძალა გუნდურობაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „რომასთან“ (1:0) შეხვედრა შეაფასა. „ბებერი სინიორას“ კაპიტნის განცხადებით, „იუვეს“ სიძლიერე გუნდურობაში და არა ცალკეულ ფეხბურთელებში. „ამ გუნდის ძალა ერთეულ ფეხბურთელებში არაა. მე, კრიშტიანუ ან მარიო არა, არამედ კოლექტიური სიძლიერე და ეს დღეს საღამოს დავინახეთ. ახლა ცოტას დავისვენებთ და მერე ბერგამოში გასამართ მატჩზე ვიფიქრებთ. ვიცით, რომ …

სრულად წაკითხვა »

ანტონიო კონტესა და ანდრეა ანიელის შეხვედრა “ალიანც სთედიუმზე”

“იუვენტუსისა” და “რომას” შეხვედრას ყოფილი კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი ანდრეა ანიელი დაესწრო. მატჩის დაწყებამდე, კონტე და ანდრეა ანიელი ერთმანეთს მიესალმნენ და ეს იტალიელ ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ.

სრულად წაკითხვა »

კლაუდიო მარკიზიო ტურინში დაბრუნდა [ფოტოგალერეა]

“იუვენტუსმა” “რომა” 1:0 დაამარცხა, ხოლო აღნიშნულ შეხვედრას ტრიბუნებიდან კლაუდიო მარკიზიომ მიადევნა თვალი. “პრინჩიპინო” “ალიანც სთედიუმს” გუნდიდან წასვლის შემდეგ პირველად ესტუმრა. მატჩის დაწყებამდე კლაუდიო ფანებს მიესალმა და ფეხბურთელები მოინახულა…

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზამთრის ჩემპიონია

„იუვენტუსმა“ სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში „რომას“ უმასპინძლა და მარიო მანჯუკიჩის ერთადერთი გოლი სამი ქულისთვის საკმარისი გამოდგა. „იუვემ“ თამაში აქტიურად დაიწყო და უპირატესობა ხელთ მალევე იგდო. ტურინელები სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და 35-ე წუთზე გოლიც გავიდა. ნიკოლო ძანიოლოსთან ორთაბრძოლაში როდრიგო ბენტანკურმა არაფერი დათმო, შედეგად …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და ტექნიკური სპონსორი: შედარება იტალიურ და ევროპულ გუნდებთან

ტურინის „იუვენტუსის“ ტექნიკური სპონსორი 2027 წლამდე Adidas-ი იქნება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ დადასტურდა. შეთანხმების თანახმად, „იუვე“ 8 წლის განმავლობაში გერმანული კომპანიისგან 408 მილიონ ევროს მიიღებს. ვინაიდან განახლებული ხელშეკრულება ძალაში 2019 წლიდან შევა, გამოდის, რომ წელიწადში 51 მილიონ ევროზეა საუბარი. საინტერესოა, შედარება რომ მოვახდინოთ სხვა იტალიურ გუნდებთან, სხვაობა მართლაც დიდია. მაგალითად, …

სრულად წაკითხვა »

ბენატიას “იუვენტუსის” დატოვება უნდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მეჰდი ბენატია დიდი ალბათობით გუნდს ზამთარში დატოვებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, მაროკოელ ფეხბურთელს გერმანული გუნდები ეპატიჟებიან – „შალკე“ და „დორტმუნდი“. აღსანიშნავია, რომ ბენატია „იუვეში“ სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამის შესახებ საჯაროდ არცთუ დიდი ხნის ისაუბრა კიდეც. იტალიური მედიის ცნობით, თუ იანვარში ბენატია გუნდიდან წავა, „იუვენტუსს“ მისი შემცვლელის დამატება მოუწევს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “რომასთან”

დღეს, „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, Tuttosport-ი „იუვეს“ სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს. დღეს, ალეგრი შემდეგ 11 ფეხბურთელს გაიყვანს პირველივე წუთიდან მინდორზე: შჩესნი; დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ შეხვედრა დღეს, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “რომასთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „რომასთან“ მატჩისთვის ცნობილია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. ტრავმების გამო „იუვეს“ ჟოაუ კანსელუ, ხუან კუადრადო და ანდრეა ბარძალი ვერ დაეხმარებიან. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბონუჩი, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” და Adidas-მა კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” და Adidas-მა კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ტურინის „იუვენტუსსა“ და Adidas-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, „იუვეს“ ტექნიკური სპონსორი ისევ გერმანული კომპანია იქნება. მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურებოდა, 6 წლის ვადით გახანგრძლივდა. 2027 წლის 30 ივნისამდე, Adidas-ი „იუვენტუსს“ მთავარი გუნდიდან დაწყებული, ასაკობრივი გუნდებით დასრულებული შემოსავს. მათ შორის, შედის ქალთა გუნდიც. …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “იუვეს” ინტერესის შესახებ რომ გავიგე, პანიკაში ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ურუგვაელმაფეხბურთელმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. 21 წლის ფეხბურთელის განცხადებით, როდესაც „იუვეს“ ინტერესის შესახებ გაიგო, შეეშინდა, თუმცა, შემდეგ ყველაფერი დალაგდა. „როდესაც გავიგე, რომ „იუვენტუსი“ იყო დაინტერესებული, პანიკაში ჩავვარდი. ვფიქრობდი: ახლა იტალიაში უნდა წავიდე, მხოლოდ მამაჩემთან ერთად, ოჯახი უნდა დავტოვო, იტალიური უნდა ვისწავლო. …

სრულად წაკითხვა »