მთავარი / სიახლეები (გვერდი 67)

სიახლეები

პარედესის ტრანსფერი: პსჟ და “იუვე” ერთ საკითხზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

ლეანდრო პარედესის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ჯერ კიდევ შეფერხებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთან შეთანხმება დიდი ხანია არსებობს და თითქმის პსჟ-სთანაც, მაინც პრობლემაა. როგორც ცნობილი გახდა, პარიზელები იჯარას და გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვენ, ხოლო „იუვეს“ იჯარა გამოსყიდვის უფლებით სურს. სწორედ ამ საკითხზე მხარეები მოლაპარაკებებს და მუშაობას აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტურინში თავდაჯერებული არიან და …

სრულად წაკითხვა »

დი მარია ბრუნდება, მილიკი და გატი შეიძლება ძირითადში მოხვდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს. ანხელ დი მარია დაბრუნებასთან ახლოსაა. არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა და იტალიური მედია წერს, რომ კარგი შეგრძნებები არსებობს. ანხელი სავარაუდოდ, „სპეციასთან“ სათადარიგო სკამზე იქნება, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მისი დაბრუნება „ფიორენტინასთან“ ან „პარი სენ ჟერმენთანაა“ მოსალოდნელი. გარდა ამისა, „სპეციასთან“ შესაძლოა ფედერიკო …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლის აგენტი: “უფრო ადვილია ახალგაზდრის გაშვება, ვიდრე იმ მოთამაშის, ვისაც ხელფასი 6 მილიონი აქვს”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ თავისი კლიენტის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნიკოლოს ტურინში დარჩენა სურს, მაგრამ ეს მიმდინარე ზაფხულს თითქმის შეუძლებელია. „ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ იყო, რადგან კუნთებზე მცირე დისკომფორტს გრძნობდა. „იუვეს“ სატრანსფერო ბაზარი მოსალოდნელი და ნაკლებად სავარაუდო გასვლითი ოპერაციებითაა განპირობებული. ერთია ვირტუალური ბაზარი, მეორე სტრატეგია. შეიძლება იფიქრო არტურის, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ფაჯოლის გაანათხოვრებს, ორი კლუბი დაინტერესებულია

ტურინის „იუვენტუსს“ ნიკოლო ფაჯოლი დიდი ალბათობით დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრებენ. ფაჯოლის შანსი პრესეზონზე მიეცა, მაგრამ სერია A-ს განვლილ სამ ტურში მოედანზე არ გასულა. მან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ იმისთვის, რომ გამოცდილება მიიღოს, ერთი სეზონით იჯარით გაშვებაზე ორივე მხარე ფიქრობს. დაინტერესებული …

სრულად წაკითხვა »

ტიერი ანრი: “იუვენტუსი” და იტალია ძალიან მიყვარდა”

ვეტერანი ფეხბურთელი ტიერი ანრი „კომოს“ აქციების საკონტროლო პაკეტის ნაწილის მფლობელი გახდა. მან პრეზენტაციაზე „იუვენტუსიც“ ახსენა, სადაც 6 თვის განმავლობაში თამაშობდა. „ძალიან მიყვარდა „იუვენტუსი“ და იტალია, აქ მხოლოდ ერთი ადამიანის გამო არ დავრჩი. როცა იტალიაში გადმოვედი, გაოცებული ვიყავი, დიდ პატივს ვცემ ამ ერს, მეც იმ თაობის ვარ, როგორც გატუზო, პირლო და …

სრულად წაკითხვა »

დი მარია და ბონუჩი დაბრუნებასთან ახლოს არიან

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა ანხელ დი მარიამ და ლეონარდო ბონუჩიმ გუნდთან ერთად ივარჯიშეს. მათი დაბრუნება „სპეციასთან“ უახლოეს შეხვედრაში მაინც ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ მოედანზე დიდი ალბათობით, ისინი სავარაუდოდ კვირას, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ დაუბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ დი მარიამ და ბონუჩიმ პირველი ტურის შემდეგ ლაზარეთში გადაინაცვლეს. „ფიორენტინასთან“ მატჩის მერე არის გასვლა პსჟ-სთან, ამდენად, ორივე გამოცდილი …

სრულად წაკითხვა »

მილიკი: “ჩემი მიზანი ასეთ კლუბში თამაში იყო და “იუვესთვის” მაქსიმუმს გავაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსში“ არკადიუშ მილიკის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მას 14-ნომრიანი მაისური გადასცეს. პოლონელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო ასეთ დიდ კლუბში თამაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს დაეხმაროს. „ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. მსგავს დიდ კლუბში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო და ახლა მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო. ვითამაშო, ბევრი გოლი გავიტანო და განვითარდე. …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “კიეზა, დი მარია და პოგბასთან ერთად “იუვე” სხვა გუნდი იქნება”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტურინული გუნდის სულ სხვანაირი იქნება, როცა ფედერიკო კიეზა, პოლ პოგბა და ანხელ დი მარია დაბრუნდებიან. „ძალიან მიხარია, რომ მირეტის შანსი მიეცა და მისი დებიუტი შედგა. დარწმუნებული ვარ, რომ პოგბას, დი მარიასა და კიეზას დაბრუნების შემდეგ „იუვე“ სულ სხვა გუნდი …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “რომას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მესამე ტურში „რომას“ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. დუშან ვლაჰოვიჩმა სერია A-ში საჯარიმო დარტყმით უსწრაფესი გოლი გაიტანა (წუთსა და 16 წამში), მას შემდეგ, რაც მსგავს სტატისტიკას აღწერენ (2004-2005 წლების სეზონიდან). სერბმა ემანუელე ჯაკერინის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 2016 წლის 17 იანვარს …

სრულად წაკითხვა »

არტური შეიძლება პორტუგალიაში ან საფრანგეთში გაანათხოვრონ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურ მელო ტრანსფერზეა დაყენებული და იტალიური კლუბი მის გასხვისებას ცდილობს. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს ფრანგული „ლიონი“ და პორტუგალიური „პორტუ“ იწვევენ. ორივე კლუბი მზადაა არტური იჯარით დაიმატოს. არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული არ არის, მიმდინარე სეზონის არცერთი მატჩის განაცხადში …

სრულად წაკითხვა »