მთავარი / სიახლეები (გვერდი 65)

სიახლეები

ცნობილია რა ნომრით ითამაშებს პარედესი “იუვეში”

ტურინის “იუვენტუსში” ლეანდრო პარედესი 32-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მოგეხსენებათ, პარედესი “იუვემ” პსჟ-დან იჯარით და გამოსყიდვის შესაძლო ვალდებულებით დაიმატა. არგენტინელი გუშინ ჩავიდა ტურინში და “სპეციასთან” მატჩს დაესწრო, შემდეგ კი ახალ თანაგუნდელებსაც შეხვდა.

სრულად წაკითხვა »

შჩესნის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნის დაზიანებულ ფეხზე სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. პოლონელ კარის დარაჯს მოტეხილობა არ აღენიშნება, რაც უკვე კარგია და ამბავია და ძალიან დიდი ხნით უქმობას გამორიცხავს. როგორც ტურინული კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა პერიოდი გაუცდება შჩესნის, ყველაფერი დამოკიდებული დაზიანების ევოლუციაზე იქნება. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ პოლონელი კიპერი …

სრულად წაკითხვა »

არტური იჯარით “ლივერპულში” გადავა

ტურინის „იუვენტუსმა“ არტურ მელოს გუნდიდან გაშვება მოახერხა. მართალია, ჯერ ინფორმაცია ოფიციალური არ არის, მაგრამ ეს მხოლოდ საათების ამბავია. მოულოდნელობა ის არის, რომ ბრაზილიელი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. რომეო აგრესტი იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმდნენ და „წითლები“ 26 წლის ბრაზილიელს, რომელმაც „იუვეში“ მოლოდინი ვერ გაამართლა, ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. სამედიცინო შემოწმებას არტური დღეს გაივლის …

სრულად წაკითხვა »

პაროლო: “მირეტი გასაოცარია, ვლაჰოვიჩს მილიკი დაეხმარება”

რომის „ლაციოსა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო პაროლომ „იუვენტუსისა“ და „სპეციას“ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ვლაჰოვიჩი პროექტის ცენტრშია და მილიკსაც შეუძლია მისი განვითარება. „იუვეში“ ჯერ კიდევ არ გვინახავს სერბის მოძრაობების თავდამსხმელის პოზიციაზე, რაც მაგალითად ვნახეთ მილიკის მხრიდან გოლის შემთხვევაში, ასე რომ, პოლონელს მისი დახმარება შეუძლია. მირეტი გასაოცარია, იზრდება, მან …

სრულად წაკითხვა »

ფერარა: “დარწმუნებული ვარ, გატი “იუვენტუსში” დამკვიდრებას მოახერხებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მცველმა ჩირო ფერარამ ფედერიკო გატი შეაქო. როგორც ფერარამ თქვა, ეჭვი არ ეპარება, რომ გატი „იუვენტუსში“ საკმარისი სათამაშო დროის მიღებას მოახერხებს. „გატი ყოჩაღი ბიჭია, შესანიშნავი პროფესიონალი და ამას ვხედავთ. ვფიქრობ, რომ დიდ ფეხბურთელებთან ყოველდღე ვარჯიში გეხმარება განვითარებაში, სიტუაციის უკეთ წაკითხვაში და ზრდაში. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს „იუვეში“ თავისი …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “პრობლემებს პარედესი ვერ მოაგვარებს, კიეზას და პოგბას დაბრუნებაა საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. როგორც მან თქვა, ლეანდრო პარედესი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არაა და პოლ პოგბასა და ფედერიკო კიეზას დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. „იუვენტუსის“ თამაშის ხარისხის პრობლემებს მხოლოდ პარედესი ვერ მოაგვარებს, ის არ არის საკმარისი. ცოტა დრო დასჭირდება იმ თამაშის ხარისხის ხილვას, რაც ალბათ ალეგრის გონებაში …

სრულად წაკითხვა »

მილიკი: “ბედნიერი ვარ, რომ ამ მაისურით პირველი გოლი გავიტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „ბებერ ქალბატონში“ სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა „სპეციასთან“ თამაშის (2:0) შემდეგ თქვა, ძალიან ბედნიერია, რომ ამ გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. „მცველებმა გარკვეული სივრცე მომცეს შემობრუნებისთვის და მეც გარკვეული დრო მქონდა, მირეტისგანაც კარგი პასი მივიღე, გავაჩერე, შემოვბრუნდი და გავიტანე. ბედნიერი ვარ გოლით, …

სრულად წაკითხვა »

გატი: “იუვეში” დებიუტი საოცარი გრძნობაა, ვერ გადმოვცემ და მინდა ძირითადისთვის ვიბრძოლო”

ტურინის „იუვენტუსში“ ფედერიკო გატის დებიუტი ჰქონდა, რომელმაც ასევე სერია A-შიც პირველად ითამაშა. იტალიელმა მცველმა განაცხადა, რომ ეს გადმოუცემელი ემოციაა და ძალიან ბედნიერია. „ენით აღუწერელი ემოციაა, რომლის გადმოცემა შეუძლებელია. მთავარი მოგება იყო და გოლიც არ გავუშვით, შესაბამისად, ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი წარსული? ეს იყო გზა, რომელმაც ჩამომაყალიბა, ფუნდამენტური იყო. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მთავარი 3 ქულა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, უკეთ თამაში შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი 3 ქულის მოპოვებაა. „თავიდან კარგად ვითამაშეთ, მერე შევანელეთ ტემპი, „სპეციას“ სითამამე მივანიჭეთ, უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ გოლი არ გავუშვით და მეტოქეს სახიფათო მომენტიც არ შევაქმნევინეთ. თამაშები უკეთ უნდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სპეცია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით „სპეცია“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – უიღბლო და დაშავებული. ყველაფერი თავისით მოიგონა წყეული კუთხურის დროს. ის კარგავს ბურთს და ტერფი იტკინა. პერინი 6 – მეორე მეკარის ყოლა მნიშვნელოვანია, რომელიც იქნება ბევრ სხვა გუნდში …

სრულად წაკითხვა »