მთავარი / სიახლეები (გვერდი 576)

სიახლეები

ემრე ჯანის და რაკიტიჩის ბარტერი რეალურია

ემრე ჯანისა და ივან რაკიტიჩის მოულონდელი ბარტერი დღის წესრიგში ორშაბათს დადგა, მაგრამ მხარეები პოზიტიური სვლებით და სწრაფად მიიწევენ წინ. Tuttosport-ის ცნობით, ბარსელონაში მყოფი ფაბიო პარატიჩი კატალონური გრანდის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობდა და საქმე ხსენებული ბარტერის განხილვაზეც მივიდა. ორივე გუნდი სერიოზულად ფიქრობს, რომ თანხმობა განაცხადონ. მიუხედავად იმისა, რომ ემრე ჯანი „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

მერიჰ დემირალის პრეზენტაცია: “აქ ყოფნა ჩემთვის პატივია”

ტურინის „იუვენტუსმა“ მერიჰ დემირალი, რომელიც მიმდინარე ზაფხულს „სასუოლოდან“ დაიმატა, ოფიციალურად წარადგინა. 21 წლის თურქმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა: „მოგესალმებით ყველას. ჩემი იტალიური იდეალური არაა, მაგრამ ვეცდები ახლო მომავალში გავაუმჯობესო“. შეგრძნება – აქ ყოფნით  ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ „იუვენტუსი“ ძალიან მნიშვნელოვანი გუნდია, ჩემთვის აქ თამაში იღბალია. ვიმედოვნებ მოკლე დროში …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი პარიზშია, არგენტინელის ტრანსფერი დღის წესრიგში დგას

პაულო დიბალას „იუვენტუსიდან“ წასვლის საკითხი ისევ ღიაა. მიუხედავად ამხანაგურ მატჩებში მაღალ დონეზე თამაშისა, არგენტინელის ტურინული მომავალი ბეწვის ხიდზეა და პარალელურად მისი აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს მართავს. ხორხე ანტუნი პარიზშია, სადაც ფრანგული გუნდის წარმომადგენლებს ხვდება. მეტიც, Sportmediaset-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ დღეს საღამოს პარიზში თავად დიბალაც ჩაფრინდეს. ასეთ შემთხვევაში, პაულო „პარმასთან“ შეხვედრაში …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ გამოჯანმრთელდა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში „პარმასთან“ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, გუნდმა დღეს დილით ვარჯიში გამართა. ტრავმის შემდეგ „იუვეს“ კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა, რომელმაც დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღო. შეგახსენებთ, რომ „პარმასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 24 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

ერიკსენისთვის “იუვენტუსიც”იბრძვის

კრისტიან ერიკსენს ლონდონის „ტოტენჰემის“ დატოვება უნდა. დანიელი ფეხბურთელი ინგლისიდან წასვლას ლამობს და „იუვენტუსსაც“ დაუკავშირეს. ESPN-ის ცნობით, ერიკსენისთვის ბრძოლაში სამი გუნდია ჩაბმული – „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვე“. „ტოტენჰემს“ ერიკსენთან გამომშვიდობება სავარაუდოდ 60 მილიონი ევროს ფარგლებში მოუწევს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. მის განახლებაზე უარს ამბობს და შესაბამისად, დიდი შანსია იმისა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “ბარსა” ფეხბურთელებს გაცვლიან?

ტურინის „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. Tuttosport-ის ინფორმაციით, კატალონიის დედაქალაქში მყოფი ფაბიო პარატიჩი ხუან მირანდასა და დანიელე რუგანის გარდა ესპანურ გრანდს შესაძლო ბარტერზეც ესაუბრება. საქმე ეხება ემრე ჯანისა და ივან რაკიტიჩის გაცვლას. ამ დროისთვის უფრო კონკრეტული და ხელჩასაჭიდი ცნობა არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ „ბარსა“ შესაძლოა ლუის სუარესსაც შეელიოს თუ …

სრულად წაკითხვა »

ბრაზილიური მედია: 100 მილიონი და დიბალა ნეიმარის სანაცვლოდ

ბრაზილური გამოცემა Globo Esporte სენსაციურ ცნობას ავრცელებს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, „იუვენტუსმა“ „პარი სენ ჟერმენს“ ნეიმარის თაობაზე კონკრეტული წინადადებით მიმართა. 100 მილიონი ევრო და პაულო დიბალა. ცნობილია, რომ „იუვე“ არგენტინელის გასხვისებას ცდილობს, ხოლო პარიზში ნეიმარის იდეალურ შემცვლელად სწორედ პაულო ესახებათ. ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება. ნეიმარს „იუვენტუსის“ გარდა ესპანური …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “იტალიაში “იუვენტუსის” გარდა სხვა მაისურით არ ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიაში დაბრუნება გამორიცხა. „პრინცს“ „ბრეშა“ ეპატიჟება, თუმცა, კლაუდიომ როგორც ერთი წლის წინ, ახლაც მკაფიოდ განაცხადა, რომ სამშობლოში „იუვენტუსის“ გარდა არსად ითამაშებს. „იაპონია თუ საუდის არაბეთი? მომავალი რეალურად უნდა შევაფასო. ერთადერთი რასაც ვგრძნობ, არის ის, რომ მინდა წარსულივით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო. იტალიაში „იუვენტუსის“ გარდა სხვა …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “ინტერი” “იუვესთვის” რეალური საფრთხეა”

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მილანის „ინტერი“ ძალიან გაძლიერდა. მისი აზრით, მილანელთა მთავარი ძალა კლუბის ხელმძღვანელობაშია და ეს „იუვენტუსისთვის“ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. „ანტონიო შესანიშნავი მწვრთნელია და ეს არაერთხელ სხვადასხვა დარგში აჩვენა. თუმცა, რეალური სიახლე , რაც მართლაც საშიშია სხვა გუნდებისთვის კლუბის ხელმძღვნელობაა. დღევანდელ „ინტერს“ აქვს პოტენციალი, რომელსაც სანინგი …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი ბარსელონაშია

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ბარსელონაში იმყოფება. RAC 1-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ხუან მირანდას ტრანსფერის გაჩარხვაა. 19 წლის მარცხენა მცველი „ბარსელონას“ მეორე გუნდში თამაშობს, თუმცა პირველ გუნდში ჟორდი ალბასთან და ჟუნიორ ფირპოსთან კონკურენციის გამო ვერ თამაშობს. მირანდასთავის ბრძოლაში „იუვეს“ მთავარი კონკურენტი მარსელის „ოლიმპიკია“. გარდა ამისა, პარატიჩის კატალონიის დედაქალაქში ყოფნას …

სრულად წაკითხვა »