მთავარი / სიახლეები (გვერდი 424)

სიახლეები

Marca-მ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანური Marca-ს ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მადრიდულმა გამოცემამ გამოკითხვა ჩაატარა და რონალდუს 246 ათასი ხმა ერგო, ხოლო მეორე ადგილზე ლიონელ მესი გავიდა 209 ათასი ხმით. პორტუგალიელს კონკურენციას ზინედინ ზიდანი, პაოლო მალდინი და დიეგო მარადონაც უწევდნენ.

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ალეგრიმ მანჯუკიჩისთვის თავის გაწირვა მთხოვა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ როდესაც ტურინში გადავიდა, მასიმილიანო ალეგრიმ მარიო მანჯუკიჩისთვის თავის გაწირვა სთხოვა. რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხორვატს უნდა დახმარებოდა და თან დაცვითი ფუნქციების შეესრულებინა. „როდესაც „იუვეში“ მივედი, ალეგრიმ მითხრა, რომ მანჯუკიჩს დავხმარებოდ, როგორც მე მეხმარებოდა „პალერმოში“ ფრანკო ვასკესი. „იუვენტუსში“ თავი უნდა გამეწირა და დაცვას დავხმარებოდი. …

სრულად წაკითხვა »

გრავინა: “იუვენტუსს” სკუდეტოს მიღება სეზონის დაუსრულებლად არ უნდა”

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ ისაუბრა. „ჩემპიონატის განახლება 20 მაისისთვის იგეგმება, უარეს შემთხვევაში ივნისის დასაწყისში. ამ ეტაპზე ჩაშლა არ განიხილება, რადგან ეს ისედაც საკმაოდ რთული ნაიბიჯი იქნება. „იუვენტუსი“? „იუვე“ ჩაშლის მომხრე არაა და შესაბამისად, სკუდეტოს კაბინეტიდან მიღება არ უნდა“, – თქვა გრავინამ. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

მარსელომ “იუვენტუსი” აირჩია

მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს „იუვენტუსში“ გადასვლა და მეგობარ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში უნდა. Don Balon-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა იტალიაში გადაბარგებაც გადაწყვიტა და დანარჩენი უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. შეგახსენებთ, რომ მარსელოს დამდეგ ზაფხულს „რეალის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

სრულად წაკითხვა »

ზუსტად 22 წლის წინ: დელ პიეროს ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში [VIDEO]

ზუსტად 22 წლის წინ, 1998 წლის 1 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “იუვენტუსმა” “მონაკოს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ალესანდრო დელ პიერომ, ხოლო ერთი გოლი ზინედინ ზიდანმა გაიტანა. საპასუხო შეხვედრა ფრანგებმა შინ 3:2 მოიგეს, თუმცა ფინალში “იუვე” გავიდა.

სრულად წაკითხვა »

მატრი, პირლო და ბარძალი – “იუვეს” ყოფილმა ფეხბურთელებმა ერთმანეთში ისაუბრეს

ანდრეა ბარძალიმ, ალესანდრო მატრიმ და ანდრეა პირლომ ლაივვიდეოში ერთმანეთში ისაუბრეს. გთავაზობთ „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელების საუბრიდან რამდენიმე ნაწყვეტს: ბარძალი: ტურინში ვარ, მარტო, ვკითხულობ ზარებს ვპასუხობ. ვჭამ, სახლში მაქვს სარბენი ბილიკი და ვვარჯიშობ. ვუყურებ სერიალებს და ვესაუბრები სოციალურ ქსელში მეგობრებს. მატრი: ჩემი ცხოვრება შვილების კარნახით მიმდინარეობს, ოჯახთან ერთად ვარ მილანში. დღე საკმაოდ …

სრულად წაკითხვა »

ევროთასები და სანაკრებო მატჩები ისევ გადაიდო

უეფამ წვერ 55-ვე ქვეყანასთან ვიდეოკონფერენცია გამართა და შექმნილი ვითარების შესახებ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის, მთავარი ივნისში დაგეგმილი სანაკრებო მატჩებისა და ევროთასების გადადებაა. თუმცა, როდის განახლდება ევროსეზონი ან როდის გაიმართება, საქართველო – ბელარუსის შეხვედრა, უცნობია. უეფა პრიორიტეტს შიდა ჩემპიონატების დასრულებას ანიჭებს და მზადაა ევროტურენირები აგვისტოშიც ჩაატაროს.

სრულად წაკითხვა »

სანია: “პოგბა “იუვეში” უნდა დაბრუნდეს, რადგან ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს”

საფრანგეთის ნაკრებიდან პოლ პოგბას ყოფილმა თანაგუნდელმა ბაკარი სანიამ განაცხადა, რომ პოგბას მომავალს „იუვენტუსში“ ხედავს. „პოგბა თუ პრემიერლიგას დატოვებს, ვფიქრობ, რომ მისი მომავალი უფრო იტალიაში იქნება, ვიდრე ესპანეთში. მას „იუვეში“ ვხედავ, რადგან იქ კრიშტიანუ რონალდუა. ეს, ის კლუბია, სადაც პოლმა გაიბრწყინა და ძალიან კარგად იცნობს. „იუვეს“ ახალგაზრდა გუნდი ჰყავს და მიმაჩნია, …

სრულად წაკითხვა »

დიბალა “იუვეს” მომავალი: კაპიტნის სამკლავური და კლუბის დროშა დელ პიეროს მსგავსად

გასული წლის აგვისტოში პაულო დიბალა ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსის“ დატოვებასთან. თუმცა, მისმა ტურინში დარჩენის სურვილმა გადაწონა კლუბის ეკონომიკური ინტერესი. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა ყველაფერი შეიცალა, ახლა მისი გოლებისა და მაისურის სიყვარულის წყალობით დიბალა მომავალი კლუბის მომავალი გახდა. ეს იდეა ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე დაიბადა – კლუბი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” იანვარში ელ შაარავის დამატება უნდოდა

ტურინის „იუვენტუსს“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში სტეფან ელ შაარავის დამატება უნდოდა. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი წერს. მოლაპარაკებები „შანხაი შენჰუასთან“ მიმდინარეობდა, თუმცა გარიგება არ შედგა და იტალიელს ჩინეთში დარჩენა მოუწია. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში „რომას“ ღირსებას იცავდა.

სრულად წაკითხვა »