მთავარი / სიახლეები (გვერდი 418)

სიახლეები

დე ლიხტი: “სეზონის დასაწყისში ფორმაში არ ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ სეზონის დასაწყისში გაუჭირდა, რადგან ფორმაში არ იყო. გარდა ამისა, ჰოლანდიელი მიიჩნევს, რომ მაურიციო სარისა და ერიკ ტენ ჰაგს („აიაქსის“ მწვრთნელი) შორის მსგავსებაა. „სარი ტენ ჰაგს ჰგავს, მაგრამ იტალიაში ის უფრო ავტომატურია. იცის, როგორ გამოიყენოს ზეწოლა, როგორც დავიწყოთ შეტევა დაცვიდან. „აიაქსში“ ვიცოდით, როგორ …

სრულად წაკითხვა »

ლიპიმ დაასახელა თამაში, რომელსაც “იუვენტუსის” თავკაცის რანგში თავიდან ითამაშებდა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ (1994-1999, 2001-2004) Tuttojuve-სთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა. ლეგენდარულმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. – რომელი უკეთესი იყო, 1995 წელს პირველი სკუდეტო თუ 2002 წლის 5 მაისის სკუდეტო? – პირველი ნამდვილად ძალიან გამიხარდა და დიდი კმაყოფილება მომიტანა, მაგრამ 5 მაისის გამარჯვებაც ძალიან სასიამოვნო და დამაიმედებელი იყო. …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “მხოლოდ იმ პენალტებს ახსენებენ, რომლებიც არ ინიშნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ შესახებ მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც პენალტს მის კარში არ ნიშნავენ. მაშინ კი არავის ახსენდება ეს თემა, როცა შეცდომით ინიშნება მისი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი. „ამას არავინ ამბობს, რომ გასულ კვირას მსაჯთა კორპუსის შეხვედრა გაიმართა. მათ თქვეს, რომ „ლეჩესთან“ და „ტორინოსთან“ მატჩებში ჩვენს კარში …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “დედაჩემი დარწმუნებული იყო, რომ მანჩესტერში დავბრუნდებოდი”

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ როდესაც ტურინში გადავიდა, დედამისი არწმუნებდა, რომ ინგლისში დაბრუნდებოდა. გარდა ამისა, პოგბამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ანდრეა პირლოსგან და პოლ სქოულზისგან ისწავლა. „დედაჩემი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ „მანჩესტერში“ დავბრუნდებოდი და როდესაც ეს მოხდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. იქდავბრუნდი, როგორც ჩამოყალიბებული ფეხბურთელი და არა, როგორც პერსპექტიული …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “ჩემთვის “იუვენტუსი” საუკეთესო არჩევანია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა განაცხადა, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა იტალიაში გადასვლით. „კრიტიანუ რონალდუ არ ყოფილა „იუვენტუსში“ გადასვლის მიზეზი. ბევრი არჩევანი და წინადადება მქონდა, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. როდესაც პირველად შევედი „იუვენტუსის“ გასახდელში თავი კანფეტების მაღაზიაში მყოფი ბავშვი მეგონა. იქ ბუფონი, რონალდუ იყვნენ… მე სხვებთან შედარებით გვიან შევუერთდი …

სრულად წაკითხვა »

ადრიანო გალიანი: “დელ პიერო ჩემი ყველაზე დიდი სინანულია”

„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ალესანდრო დელ პიერო მისი ყველაზე დიდი სინანულია. გალიანის განცხადებით, შეეძლოთ მისი ყიდვა, მაგრამ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იყვნენ. „დელ პიერო ორიდან ერთი ფეხბურთელია, რომლის ვერ შეძენას ყველაზე მეტად ვნანობ. სანამ „იუვენტუსში“ გადავიდოდა, „პადოვამ“ ის 5 მილიარდი ლირა დაგვიფასა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა იყო და …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “იმედია სეზონი ერთ თვეში მაინც განახლდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუგლას კოშტა იმედოვნებს, რომ შეწყვეტილი სეზონი ერთ თვეში მაინც განახლდება. ბრაზილიელის განცხადებით, სახლში რა აკეთოს უკვე აღარ იცის. „იმედია, რომ ჩემპიონატი მალე განახლდება, კარგი იქნება ერთ თვეში. ყოველდღე ვვარჯიშობ, მაგრამ აღარ ვიცი სახლში რა უნდა გავაკეთო. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება. ბრაზილიაში ვარ, სახლში ოჯახთან, დიდ დროს …

სრულად წაკითხვა »

დელ პიეროს, ტოტის, მალდინისა და ძანეტის საუბარი

გუშინ ინსტაგრამში პირდაპირ ეთერში იტალიის სერია A-ს გამორჩეული კლუბების ლეგენდარულმა კაპიტნებმა ისაუბრეს. თავიდან ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი საუბრობდნენ, შემდეგ მათ პაოლო მალდინი და ხავიერ ძანეტი შეუერთდნენ. დელ პიერო – მე და ფრანჩესკომ იტალიური ფეხბურთისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთეთ. ტაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“? როდესაც ასეთ თამაშს თამაშობ, დაძაბულობა დიდია, მაგრამ შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

ბერგომი: “დიბალა ჩემპიონი არაა”

მილანის „ინტერის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ პაულო დიბალა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ჩემპიონი. „დიბალა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ჩემპიონი და ბრწყინვალე მოთამაშე. ჩემპიონები „იუვენტუსშიც“ და ნაკრებშიც ლიდერები არიან, დისკუსიას არ იწვევენ, მაგრამ დიბალა ლიდერია არცერთ მათგანშია“, – თქვა ბერგომიმ.

სრულად წაკითხვა »

ჯანლუკა ვიალიმ სიმსივნე დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ თავად იტალიელი იტყობინება. „კარგად ვარ. დეკემბერში 17-თვიანი ქიმიოთერაპიის კურსი დავათმავრე. ტესტებმა აჩვენეს, რომ სიმსივნე აღარ მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა ვიალიმ. შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი 1992-1996 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა და ჯერჯერობით „იუვეს“ ბოლო კაპიტანია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი …

სრულად წაკითხვა »