მთავარი / სიახლეები (გვერდი 41)

სიახლეები

9-თვიანი პაუზის შემდეგ ფედერიკო კიეზა “იუვეს” განაცხადშია

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადში 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა ფედერიკო კიეზა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ კიეზა პსჟ-სთან აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ამის შანსი არსებობს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი, ბარბიერი ნახევარმცველები: ლოკატელი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, რაბიო, ფაჯოლი, ბარენეჩეა თავდამსხმელები: კიეზა, მილიკი, …

სრულად წაკითხვა »

სალიჰამიჯიჩი: “იუვე” ძლიერია და ამ რთულ პერიოდს გადალახავს”

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტურინის „იუვენტუსზე“ ისაუბრა და თქვა, რომ კლუბი ამ რთულ პერიოდს დაძლევს. „იუვე“ რთულ ფაზას გადის, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ. ყოველთვის ვუყურებ „იუვეს“ თამაშებს, იქ ვთამაშობდი და ახლაც ეს გუნდი ძალიან მიყვარს. იქ ბევრი მეგობარი მყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი პერიოდი აქვს, მაგრამ კლუბი ძლიერია და …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “იუვეს” სულისკვეთებას ბოლომდე ბრძოლა ყოველთვის ახასიათებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება და ბოლომდე უნდა იბრძოლონ. „ჩვენ დიდი გუნდი ვართ, მოედანზე მონდომებული, გაბრაზებული უნდა გავიდეთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. ეს მატჩი გვაძლევს საშუალებას, რომ ევროპა ლიგაზე გადავიდეთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ახალგაზრდა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ლოკატელი დაბრუნდა, ტრავმები? რაღაც არასწორად გავაკეთეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გუნდს მხოლოდ მანუელ ლოკატელი დაუბრუნდა, სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები კი ჯერ მზად არ არიან. „ლოკატელის გარდა არცერთი ფეხბურთელი გამოჯანმრთელებულა. ვითამაშებთ იმ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით, რომლებმაც „ლეჩესთან“ ითამაშეს, მათთვისაც ეს კარგი გამოცდა იქნება. დღეს უცნაური პრესკონფერენციაა, …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა 2023-წლამდე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას თამაში 2023-წლამდე გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა რაფაელა პიმენტამ დაადასტურა, რომლის განცხადებით, პოგბას სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმისგან განსაკურნებლად მას დრო ჯერ კიდევ სჭირდება. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსმა“ ზაფხულში უფასოდ დაიბრუნა და 10-ნომრიანი გადასცა, …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბამ ისევ ტრავმა მიიღო და მისი დაბრუნების დრომ გადაიწია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ისევ ტრავმა მიიღო. ფრანგს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია და რამდენიმე დღის წინ ვარჯიში დაიწყო, მოედანზე დასაბრუნებლად ემზადებოდა, თუმცა, ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. იტალიური მედიის ცნობით, პოგბას ამჯერად ბარძაყის პრობლემა აქვს, რის გამოც მინიმუმ 10 დღე იუქმებს. ამიტომაც, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი თამაში ძალიან საეჭვოა. 14 ნოემბერს, დიდიე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ვესტონ მაკკენიც წლის ბოლომდე გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს და გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა – ვესტონ მაკკენი. ამერიკელი ნახევარმცველი ორი კვირა ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ 2023 წლამდე ვერ დაეხმარება, რადგან სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ზუსტად ორ კვირაში დაპაუზდება. მაკკენიმ ტრავმა „ლეჩესთან“ მატჩში მიიღო და იმავე შეხვედრაში სამუელ ილინგ-ჟუნიორი დაშავდა. მაკკენიმ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” სამუელ ილინგი წლის ბოლომდე გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმირებულთა სია გაიზარდა და ლაზარეთში სამუელ ილინგ-ჟუნიორმა გადაინაცვლა. 19 წლის ინგლისელმა ტრავმა „ემპოლისთან“ მატჩის მიწურულს მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკველაც აჩვენა, 20 დღე იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ 2023 წლამდე ვერ დაეხმარება. „იუვენტუსში“ ილინგს შანსი ბოლო მატჩებში მიეცა და „ბენფიკასა“ და „ლეჩესთან“ მან 3 საგოლე პასი გააკეთა. …

სრულად წაკითხვა »

გატი: “გუნდურად მოვიგეთ და ფაჯოლი ამ გოლს იმსახურებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ „ლეჩესთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდური გამარჯვება მოიპოვეს, რომელიც ფუნდამენტური იყო. „სამი ქულა ფუნდამენტური იყო, სასიამოვნოა ტანჯვით მოგება. რთული თამაში იყო პირველიდან ბოლო წუთამდე, მაგრამ ვიცოდით, როგორ გვეთამაშა გუნდურად. ძალიან ბედნიერი ვარ ფაჯოლის გამო, ის ყოველთვის ბევრს მუშაობს და ამას იმსახურებს. …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “ოცნება ამიხდა, ჩემი კუმირი დელ პიერო იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯოლიმ „ლეჩესთან“ გამარჯვებისა და „იუვეში“ სადებიუტო გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მას ოცნება აუხდა, რადგან „იუვენტუსში“ გოლის გატანას მთელი ცხოვრება ელოდა. „ლამაზი გოლი გავიტანე, ამას მთელი ცხოვრება ველოდი და ამ მაისურით გოლის გატანა ოცნების ასრულებას ჰგავს. 21 წელია „იუვეს“ გულშემატკივარი ვარ და უნიკალური ემოციაა. …

სრულად წაკითხვა »