მთავარი / სიახლეები (გვერდი 404)

სიახლეები

კაპელო: “სკუდეტოები მოედანზე მოვიგეთ, მაგრამ წაგვართვეს და სხვას გადასცეს”

„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩამორთმეული სკუდეტოების შესახებ გააკეთა კომენტარი: „მოჯი და ჯირაუდო დიდებული მენეჯერები იყვნენ. ჩვენ ტიტულები მოედანზე მოვიგეთ, მაგრამ კალჩოპოლიმ სკუდეტოები წაგვართვა და სხვას გადასცეს“, – თქვა კაპელომ. შეგახსენებთ, რომ კალჩოპოლის გამო „იუვეს“ 2 სკუდეტო ჩამოერთვა, 2005 წლის საერთოდ ანულირდა, ხოლო 2006 წლის „ინტერს“ გადაეცა.

სრულად წაკითხვა »

მარკო ტარდელიმ კიელინი გააკრიტიკა: “სიძულვილი ქმნის სიძულვილს!”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ჯორჯო კიელინი გააკრიტიკა, მარიო ბალოტელის, ფელიპე მელოსა და „ინტერთან“ დაკავშირებული განცხადებების გამო. „გულწრფელად ვწუხვარ ეროვნული ნაკრების, „იუვენტუსის“ კაპიტნისა და AIC-ის წამყვანი ფიგურის, ჯორჯო კიელინის განცხადებების გამო. მძიმე სიტყვები კოლეგებისა და თანაგუნდელების მიმართ. სხვა კლუბებისადმი გამოცხადებული სიძულვილი ქმნის ისევ სიძულვილს. ისეთი კაპიტნებისგან, როგორებიც ძოფი და …

სრულად წაკითხვა »

ჯანი დი მარციო: დელ პიეროს არასდროს ეპყრობოდნენ ისე, როგორც იმსახურებდა

ჯანი დი მარციო: დელ პიეროს არასდროს ეპყრობოდნენ ისე, როგორც იმსახურებდა

ყოფილი მწვრთნელი და ახლა ფეხბურთის ექსპერტი ჯანი დი მარციო დარწმუნებულია, რომ სერია A ვეღარ ნახავს ისეთ ლეგენდებს, როგორებიცაა დელ პიერო ან ბარეზი, რადგან ფეხბურთს ახლა განსხვავებული ფასეულობები აქვს. დი მარიციო დარწმუნებულია, რომ დღეს კლუბებისთვის და თავად სპორტსმენებისთვის პრიორიტეტი ფულია. ეს ნიშნავს, რომ იტალიურ ფეხბურთში ლეგენდების ეპოქა დასრულდა. “მაგალითად, დელ პიეროს …

სრულად წაკითხვა »

ტონი: “კიელინის წინააღმდეგ თამაში ურთულესია”

კრისტიან ვიერი ინსტაგრამში ლუკა ტონის ესაუბრა და ბოლო ერთი დღის მთავარი თემა ჯორჯო კიელინი – მარიო ბალოტელის დაპირისპირება გაარჩიეს. უფრო სწორად, ვიერიმ ჰკითხა ტონის რას ფიქრობდა ამ ინციდენტზე. მოგეხსენებათ, ჯორჯომ ავტობიოგრაფიულ წინგში დაწერა, რომ ბალოტელი ცუდი ადამიანია, რასაც მარიო სოციალურ ქსელში უპასუხა და ჯორჯო არაპირდაპირობაში დაადანაშაულა, უცნაური კაპიტანიც უწოდა. ლუკა …

სრულად წაკითხვა »

უეფამ “იუვე” – “ლიონის” მატჩის ჩატარების თარიღი არ დაადასტურა

უეფამ ჟან-მიშელ ოლას გავრცელებული ინფორმაცია „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩის გამართვის თარიღთან დაკავშირებით არ დაადასტურა. როგორც უეფა იტყობინება, ჯერჯერობით არცერთი მატჩის შესახებ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არაა. შეგახსენებთ, რომ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გუშინ თქვა, მატჩი 7 აგვისტოს გაიმართებაო. თუმცა, უეფამ ეს ცნობა არ დაადასტურა.

სრულად წაკითხვა »

კასანო: “კიელინი ზღაპრული ადამიანია, ანიელიმ კი ნამდვილი იმპერია შექმნა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჯორჯო კიელინი დაიცვა და განაცხადა, რომ ბალოტელის უმიზეზოდ არ გააკრიტიკებდა. გარდა ამისა, ანდრეა ანიელი შეაქო, თქვა, რომ მან ნამდვილი იმპერია შექმნა. „არ ვიცნობ ფელიპე მელოს, არ მითამაშია მასთან და არ ვიცი როგორი ადამიანია. მაგრამ მარიო კარგი ბიჭია, ბავშვია, კიელინი რას გულისხმობდა არ ვიცი. შემიძლია დაგარწმუნოთ, …

სრულად წაკითხვა »

“ლიონის” პრეზიდენტმა “იუვესთან” მატჩის გამართვის თარიღი გაასაჯაროვა

ტურინის „იუვენტუსი“ „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს 7 აგვისტოს გამართავს. ინფორმაცია „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ დაადასტურა: „ვიცით, რომ მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება, მაგრამ თუ ლიგა 1 არ განახლდა და სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ჩვენ და პსჟ წამგებიან პოზიციაში ვიქნებით“, – თქვა ოლამ. აქვე გეტყვით, რომ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “კიელინის ყიდვა “რომაში” მინდოდა, ისეთი თვისებები ჰქონდა, რაც სხვებში არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასში ის თვისებები დაინახა, რაც სხვებს არ ჰქონდათ. „მახსოვს კიელინის დებიუტი „იუვეში“, თუმცა რეალურად ეს უფრო ადრე დაიწყო. მე ის „ლივორნოში“ ვნახე, როდესაც “რომას” მწვრთნელი ვიყავი და გადავწყვიტეთ მისი უფლებების 50% გვეყიდა. შემდეგ „იუვემ“ „რომაზე“ უკეთესი წინადადება …

სრულად წაკითხვა »

მელომ კიელინის უპასუხა: “რაც გასახდელში ხდება, იქვე რჩება”

ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფელიპე მელო ცუდზე ცუდი ადამიანია, დამპალი ვაშლი. იტალიელის განცხადებას ბრაზილიელმა უმალვე უპასუხა და ის მატჩები გაახსენა, როდესაც მელომ კიელინი დაამარცხა. ფელიპე არ გამორიცხავს, რომ ჯორჯო ამის გამო დღემდე ღელავს და ნერვიულობს. „როდესაც ტურინში ვიყავი, პატივისცემის ნაკლებობა არავის მიმართ არ მქონია: თანაგუნდელების, მენეჯერების, ზოგადად „იუვენტუსის“. თუმცა, ამ …

სრულად წაკითხვა »

ბალოტელიმ კიელინის უპასუხა: “კაცივით არ მოიქეცი”

მარიო ბალოტელიმ ჯორჯო კიელინის უპასუხა. მოგეხსენებათ, კიელინიმ თქვა, რომ მარიო ძალიან ცუდი ადამიანია. „შენ 2013 წლიდან ბევრი შანსი გქონდა ამის სათქმელად, როგორც ნამდვილ კაცს, მაგრამ ეს არ გააკეთე. ვინ იცის, რას იტყვი ერთ დღეს დღევანდელ თანაგუნდლეებზე, უცნაურო კაპიტანო. თუ ეს ნიშნავს ჩემპიონს, მაშინ არ მინდა ასეთი ჩემპიონი მოთამაშე ვიყო. „აძურის“ …

სრულად წაკითხვა »