მთავარი / სიახლეები (გვერდი 401)

სიახლეები

იგუაინი ტურინში დაბრუნდა

გონსალო იგუაინი იტალიაში დაბრუნდა. შედეგად, „იუვენტუსის“ ყველა ფეხბურთელი ტურინშია და კლუბის განკარგულებაში იმყოფებიან. თუმცა, ყველა სხვადასხვა ვადით. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ კარანტინის ბოლო დღეებშია, ხოლო იგუაინის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი დღეს დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ იგუაინი დაახლოებით ორი თვე სამშობლოში საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “იუვე” ოჯახია, საოცარი კლუბი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა განაცხადა, რომ ეს საოცარი გუნდია, ნამდვილი ოჯახი. „იუვე“, ეს არის ოჯახი, უმაღლესი დონის გუნდი. როდესაც ტიტულებს ხედავ, საკუთარ თავს ეუბნები, რომ შენც უნდა მიიტანო იქ. საოცარი კლუბია. ჩემი პოზიცია მოედნაზე? „იუვენტუსში“ გადასვლამდე ალეგრიმ მითხრა, რომ დაცვის წინ მათამაშებდა. თანდათან შევეჩვიე ამას და ის მეუბნებოდა რაში …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ვიდალი ძალიან ბევრს სვამდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა თავის წიგნში დაწერა, რომ არტურო ვიდალს დალევა უყვარდა და ხშირად ვარჯიშებს აცდენდა. ანტონიო კონტეს კი მისი შემადგენლობიდან მოკვეთა და სამაგალითოდ დასჯა სურდა. „ვიდალი ძალიან ბევრს სვამდა. ერთხელ მაიამიში ამერიკულ ტურნეში ვიყავით და საწოლიდან ძალიან წამოვაყენეთ. კონტეს სურდა შემადგენლობიდან მოეკვეთა და სამაგალითოდ დაესაჯა. მაიამიში 40 გრადუსი სიცხე იყო. …

სრულად წაკითხვა »

“Forza “იუვე” – ბარძალიმ გუნდიდან წასვლის მიზეზი განმარტა

ტურინის „იუვენტუსი“ ანდრე ბარძალიმ დატოვა და ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ახლოს ყოფნით მიზნით ახსნა. „გადავწყვიტე არჩევანი ცხოვრების გამო გამეკეთებინა, ეს იყო გულის არჩევანი. მაგრამ ვიგრძენი, რომ უფრო მეტად ჩემი ოჯახისთვის უნდა ვიცხოვრო, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩუმად მხარს მიჭერდა და ჩემს პროფესიონალურ არჩევანს პატივს ვცემდი. დღეს პრივილეგია ერთი ოჯახის ნაცვლად მეორეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მზადაა პიანიჩი ჟორჟინიოში გაცვალოს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ლონდონის „ჩელსის“ ჟორჟინიოს სანაცვლოდ მირალემ პიანიჩი დაუთმოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იტყობინება. მაურიციო სარის, რომ იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ძალიან მოსწონს, ძველი ამბავია და ამიტომ ტურინელებს ურჩევნიათ ბოსნიელი ჟორჟინიოში გაცვალონ, ვიდრე „ბარსელონას“ არტურის ნაცვლად დაუთმონ. შეგახსენებთ, რომ პიანიჩის „იუვენტუსიდან“ წასვლაზე იმდენად ხშირად და აქტიურად წერენ, ძნელად …

სრულად წაკითხვა »

ლუჩანო მოჯი: ნუ დაელოდებით გახმაურებულ შესყიდვებს

ლუჩანო მოჯი: ნუ დაელოდებით გახმაურებულ შესყიდვებს

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ, გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ბებერი ქალბატონის ტრანსფერული ამბების შესახებ. ლუჩანო მოჯის მიაჩნია, რომ  არტურ მელოსა და მირალემ პიანიჩის ბარტერი შესაძლოა განხორციელდეს, მაგრამ არ უნდა ველოდოთ სხვა დიდ ხმაურიან ტრანსფერებს. ”არტური შეიძლება ჩავიდეს ტურინში პიანიჩის ნაცვლად, მაგრამ არ უნდა ველოდოთ გახმაურებულ შესყიდვებს. ყველა ფიქრობს საკუთარ …

სრულად წაკითხვა »

ტაკონი: “ჯიჯი ჩემპიონთა ლიგას ყველაზე მეტად იმსახურებს”

„იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯიჯიმ ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. „ჯიჯის გამო ბედნიერი ვარ, ისევ ძლიერია. რატომ უნდა დაასრულოს კარიერა? ჩემგან განსხვავებით ყველაზე მნიშვნელოვანი თასი აქვს მოსაგები, რომელიც აკლია და ყველაზე მეტად იმსახურებს“, – თქვა ტაკონიმ. შეგახსენებთ, რომ სტეფანო ტაკონი „იუვენტუსის“ კარს 1983-1992 …

სრულად წაკითხვა »

ბარძალიმ “იუვეს” სამწვრთნელო შტაბი დატოვა

ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბი დატოვა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ანდრეამ გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო და მიზეზი უცნობია. შედეგად, ბარძალი მაურიციო სარის ასისტენტის პოსტზე აღარ იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალი, რომელმაც კარიერა გასულ წელს გაასრულა, „იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბში იანვრიდან მუშაობდა.

სრულად წაკითხვა »

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: “სერია A 99.9%-ით 13 ივნისს განახლდება”

იტალიის სერია A დიდი ალბათობით, 13 ივნისს განახლდება. ინფორმაცია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ დადასტურა. მისი განცხადებით, 99.9%-თ სეზონის განახლება 13 ივნისისთვის გადაწყვეტილია. შეგახსენებთ, რომ გუშინ კლუბები აღნიშნული თარიღზე შეთანხმდნენ და ახლა მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სრულად წაკითხვა »