მთავარი / სიახლეები (გვერდი 387)

სიახლეები

“იუვეს” განაცხადი იტალიის თასის ფინალში

მაურიციო სარიმ იტალიის თასის ფინალისთვის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელიც ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, დემირალი ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური, მურატორე თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადო, იგუაინი, ბერნარდესკი, ოლივიერი, ვრიონი, ძანიმაკია შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ იტალიის თასის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. „ხუთი დღის განმავლობაში ფიზიკური მდგომარეობა არ იცვლება. კონკრეტულ მომენტში ყველა მატჩი განსაკუთრებული და ძალიან რთულია. მინახავს „ნაპოლი“, რომელიც მეტოქეების აყვანას ცდილობდა და შემდეგ მათ ელოდებოდა. მის წინააღმდეგ თამაში რთულია. „ნაპოლიმ“ ჩვენ დაგვამარცხა, შემდეგ „ინტერი“ და „ბარსელონასთან“ ფრე ითამაშა. …

სრულად წაკითხვა »

“როდის მოდიხართ “ინტერში”? – არასდროს! დუგლას კოშტას და დიბალას პასუხი

დუგლას კოშტა და პაულო დიბალა ონლაინ ვიდეო თამაშს თამაშობდნენ, როდესაც მათ ერთ-ერთმა ქომაგმა კითხვა დაუსვა: „როდის მოდიხართ „ინტერში“? პასუხი მხოლოდ დუგლას კოშტამ გასცა, თუმცა პაულოც დაეთანხმა ბრაზილიელ თანაგუნდელს: „არასდროს ჩემო ძვირფასო“.     View this post on Instagram   Botta e risposta tra un tifoso interista, Dybala e Douglas Costa …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლიონის” ჩატარების თარიღი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ და „ლიონის“ საპასუხო შეხვედრა დიდი ალბათობით 7 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. 7-8 აგვისტოს მერვედფინალები შედგება, 12-15 აგვისტოს მეოთხედფინალები, 18-19 აგვისტოს ნახევარფინალები, ხოლო 23 აგვისტოს ფინალი. ტურნირი მეოთხედფინალიდან ლისაბონში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ „ლიონთან“ სტუმრად 0:1 აქვს წაგებული.

სრულად წაკითხვა »

ნაინგოლანი: “მე არ ვარ ანტიიუვენტინო, უბრალოდ საუკეთესო გუნდში გადასვლა არ მინდოდა”

„კალიარის“ ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა, რომელიც „ინტერის“ საკუთრებაშია, „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. ბელგიელის განცხადებით, წარსულში ტურინში გადასვლაზე უარი კლუბის მიმართ სიძულვილის გამო არ უთქვამს. „მინდა საბოლოოდ ვთქვა, რომ მე არ ვარ „იუვენტუსის“ წინააღმდეგი და ანტიიუვენტინო. ყოველთვის ვამბობდი, რომ „იუვეში“ არ წავალ, რადგან მომწონს გამოწვევები და არ მინდა ყველაზე ძლიერებთან ყოფნა. ყველაზე კარგია …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ნაპოლისთან”

იტალიის თასის ფინალამდე ორი დღეა დარჩენილი. Tuttosport-ის ვერსიით, მაურიციო სარის გუნდის სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: ბუფონი; დანილო (ან კუადრადო), დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ხედირა), მატუიდი; კუადრადო (ან დუგლას კოშტა), რონალდუ, დიბალა შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ნაპოლის“ შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

რემზი, კიელინი და იგუაინი სავარაუდოდ ფინალს გამოტოვებენ

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში დიდი ალბათობით ჯორჯო კიელინის, გონსალო იგუაინისა და აარონ რემზის გარეშე ითამაშებს. სამივემ ნახევარფინალური მატჩი „მილანის“ წინააღმდეგ გამოტოვა და დიდი შანსია, ვერც რომში ითამაშონ. ისინი ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ემზადებიან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, რომ მატჩში, რომლის გამართვამდე ორი დღეა დარჩენილი, ითამაშონ. შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, რომის …

სრულად წაკითხვა »

კიელინი ბავშვობაზე, მწვრთნელებზე, მომავალზე და თანაგუნდელებზე

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ცნობილ იტალიელ მსახიობ მარტინა კოლომბარის ინსტაგრამში ესაუბრა. კოლომბარი გარდა იმისა, რომ სამშობლოში სახელგანთქმულია, ლეგენდარული ფეხბურთელის, ალესანდრო კოსტაკურტას მეუღლეა. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსის“ ქომაგია. ჯორჯომ მასთან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. კაპიტნობა „ვფიქრობ, რომ ათი წლის წინ რომ მოხდარიყო, მშვიდად ვერ მივიღებდი. ახლა, 35 წლის ასაკში, მთელი ჩემი …

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონა” არტური-პიანიჩის ბარტერის სწრაფად დახურვას ცდილობს

მირალემ პიანიჩისა და არტურის ბარტერი წინ მიიწევს. ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ ცდილობს გარიგება რაც შეიძლება სწრაფად დახუროს. პიანიჩი რომ ფორმაში აღარაა და შესაძლოა ფიქრებით უკვე ესპანეთშიც იყოს, „მილანთან“ მატჩმა ნათლად დაადასტურა. თავის მხრივ, არტური კიკე სეტიენის რჩეულთა შორის აღარ მოიაზრება და ამიტომ, კატალონელები მზად არიან ბრაზილიელი ბოსნიელის სანაცვლოდ დათმონ.

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “მილანის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსი“ 17 ივნისს, იტალიის თასის ფინალში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. „ბებერმა სინიორამ“ ნახევარფინალში „მილანის“ ბარიერი დაძლია. გთავაზობთ ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც საპასუხო მატჩში დაფიქსირდა. 12 – „იუვენტუსს“ „მილანთან“ ბოლო 12 თამაში არ წაუგია ყველა ტურნირის ჩათვლით (9 მოგება, 3 ფრე). ეს არის ყველაზე ხანგრძლივი სერია ტურინელთა სასარგებლოდ ამ დაპირისპირებაში. 2005 – …

სრულად წაკითხვა »