მთავარი / სიახლეები (გვერდი 319)

სიახლეები

“ბენევენტო” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეცხრე ტურში „ბენევენტოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – სკიატარელას დარტყმა შესანიშნავი სეივით მოიგერია, შემდეგ კი ლეტიციას დარტყმას მხოლოდ თვალი გააყოლა. კუადრადო 5 – საშინლად ითამაშა პირველი ტაიმის ბოლო სამ წუთში. სწორედ მაშინ არაზუსტი დიაგონალური პასი გააკეთა, რამაც „ბენევენტოს“ კონტრშეტევა გამოიწვია. …

სრულად წაკითხვა »

მორატა გააძევეს და ტურინულ დერბის გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა „ბენევენტოსთან“ თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, მაგრამ მატჩის დასრულებისას ის გააძევეს. მორატა მსაჯისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდა და მსაჯს უხეში სიტყვებით უთხრა, რომ პენალტი არ დანიშნა, რისთვისაც ფაბრიციო პასკუამ წითელი ბარათი უჩვენა. ამრიგად, მორატა მომდევნო ტურში „ტორინოსთან“ ვერ ითამაშებს, რაც დიდი დანაკლისია, რადგან ესპანელი იმ იშვიათთაგანია, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერნეცია “ბენევენტოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე თამაში უნდა ისწავლოს. „პირველი ტაიმის მართვა კარგად მოვახერხეთ და შეგვეძლო თამაში დაგვეხურა, მაგრამ მომენტები კარგად მაინც ვერ გამოვიყენეთ. გოლი იმიტომ მივიღეთ, რომ ჩვენს სასარგებლოდ დანიშნული კუთხური სწრაფად გავათამაშეთ. ბოლოს ვინერვიულეთ …

სრულად წაკითხვა »

მეხუთე ფრე მეცხრე მატჩში…

ანდრეა პირლოსა და „იუვენტუსის“ არასტაბილურობა გრძელდება. ტურინული გუნდი ქულებს ქულებზე კარგავს და ეს სეზონს ბოლოს აუცილებლად იჩენს თავს. ფაქტია, სერია A-ს 9 ტურში 5 ფრე „იუვესთვის“ ძალიან ბევრი და უფრო მეტიც, ძალიან ცუდი შედეგია. ტურინელებმა მეცხრე ტურში სტუმრად „ბენევენტოს“ ვერ მოუგეს. კრიშტიანუ რონალდუს არყოფნაში „იუვეს“ გაუჭირდა, ისე, როგორც აქამდე უჭირდა …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “მარადონამ “იუვენტუსს” უარი უთხრა და ეს ჩვენთვის უდიდესი გამარჯვება იყო”

საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ დიეგო მარადონაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც მარადონამ „ნაპოლის“ მოუტანა, „იუვენტუსში“ გადასვლაზე უარის თქმა იყო. „ჩემთვის მარადონა რაღაც განსხვავებულია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩემი ოჯახი ნეაპოლიდანაა და სხვაგვარად ვცხოვრობდით. მან დაგვიბრუნა ღირსება, ამაყები გაგვახადა, რომ ნეაპოლელები ვართ და რაღაცის იმედი გაგვიჩინა. მან არ მიიღო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” განაცხადი “ბენევენტოსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ მატჩისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა. დაბრუნდა ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ჯანლუიჯი ბუფონი და მერიჰ დემირალი კი ტრავმირებულნი არიან. კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ დაისვენებს. მეკარეები: შჩესნი; პინსოლიო, გაროფანი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს კომენტარი “ბენევენტოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ მატჩამდე JTV-სთან ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ არ ითამაშებს და დაისვენებს. „გაგვიმართლა, რადგან ბონუჩი დაგვიბრუნდა. ალექს სანდრო ორი თვე იყო გაჩერებული და ჯერ კიდევ ცოტა დაიღალა, მაგრამ ჩვენთანა. კრიშტიანუ დაისვენებს, რადგან ამდენი თამაშის შემდეგ ცოტა გადაღლილია. დაგეგმილი გვაქვს, რომ „ბენევენტოსთან“ არ …

სრულად წაკითხვა »

კაბრინი: “მარადონა დღეს ცოცხალი იქნებოდა, “იუვეში” რომ ეთამაშა და არა “ნაპოლიში”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კაბრინი თვლის, რომ დიეგო მარადონა დღეს ცოცხალი იქნებოდა, თავის დროზე „ნაპოლის“ ნაცვლად „იუვენტუსში“ რომ ეთამაშა. კაბრინი და დიეგო ერთი თაობის ფეხბურთელები იყვნენ, ანტონიოს აზრით, მაშინ „იუვეში“ შექმნილი გარემო მარადონას ცხოვრებას შეცვლიდა და არ გაივლიდა იმ გზას, რაც კარიერის დასრულების შემდეგ გაიარა. „მარადონა …

სრულად წაკითხვა »

“ბენევენტოსთან” რონალდუ არ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ბენევენტოსთან“ არ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელი განაცხადში არ იქნება. რონალდუ გადატვირთული გრაფიკის გამო დაისვენებს, რადგან წინ გაცილებით მნიშვნელოვანი და რთული მატჩებია, ენერგია უნდა აღიდგინოს. სამაგიეროდ გუნდს ლეონარდო ბონუჩი უბრუნდება, რომელიც გამოჯანმრთელდა და მზადაა ძირითადში ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ „ბენევენტო“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა 28 ნოემბერს, 21:00 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ფერენცვაროში”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ფერენცვაროში“ კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით მძიმედ, მაგრამ დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – არც ის არის უნაკლო „ფერენცვაროში“ გოლში. კუადრადო 6.5 – ამ გუნდის რეჟისტაა, ამჟამად შეუცვლელი ფიგურაცაა. ორი საგოლე პასი და ყოველთვის იმ …

სრულად წაკითხვა »