მთავარი / სიახლეები (გვერდი 29)

სიახლეები

22 წლის შემდეგ ნედვედმა “იუვე” დატოვა: “პატივი იყო ამ კლუბის წარმოდგენა”

პაველ ნედვედი „იუვენტუსს“ დაემშვიდობა. მან აქციონერთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა და ანდრეა ანიელის მადლობა გადაუხადა. „აქ სიტყვით ხშირად არ გამოვდიოდი, მაგრამ ახლა უნდა ვილაპარაკო. პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი. ამ მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა. 2001 წელს დავიწყე, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელმა და გავხდი შუა ასაკის მენეჯერი. აქ ჩამოსვლის დღიდან ადაპტაცია მარტივად გავიარე, …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “რამდენიმე წელში პირველი გუნდი 50%-ით ჩვენი აკადემიის ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული”

ანდრეა ანიელიმ, რომელმაც „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ხაზი გაუსვა ახალგაზრდული გუნდის მნიშვნელობას და მაგალითად, ნიკოლო ფაჯოლი და ფაბიო მირეტი მოიყვანა. როგორც მან თქვა, რამდენიმე წელიწადში პირველი გუნდის ნახევარი შემადგენლობა „იუვეს“ აღზრდილი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. „მირეტი და ფაჯოლი სატრანსფერო ბაზარზე დანაზოგია. ჩემი აზრით, რამდენიმე წელიწადში, დაახლოებით 5-8 წელში ჩვენი პირველი გუნდის …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ანიელი: “არ შემიძლია და არც მინდა ემოციები დავმალო”

დღეს, „იუვენტუსის“ აქციონერთა კრება გაიმართა, სადაც ანდრეა ანიელის, როგორც „იუვენტუსის“ პრეზიდენტის ოფიციალურად დაემშვიდობნენ. ანიელი კრებაზე სიტყვით გამოვიდა: „არ შემიძლია და არც მინდა დავმალო ემოცია ამ დღისთვის, რითაც იხურება თითქმის 13-წლიანი თავი, რაც ჩემთვის ადვილი არ არის. როდესაც ვიყავი ევროპული კლუბების ასოციაციაში და უეფას წევრი ვიყავი, სისტემის არამდგრადობა აშკარა იყო და …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “არაჩვეულებრივი წლები იყო, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი”

“იუვენტუსი” ანდრეა ანიელის სპეციალური ვიდეოთი დაემშვიდობა, რომელშიც ანდრეა ლაპარაკობს. “იუვეს” აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი მიმართვაში ამბობს: “გარდა იმისა, რომ მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა ამ კლუბის ფერები, ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებდი იმ შედეგების მოპოვებისთვის, რასაც მივაღწიეთ მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ეს იყო არაჩვეულებრივი წლები, როდესაც ამ კლუბის მქონდა პრეზიდენტობის პატივი. ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” რაბიოს დედას ახალ კონტრაქტზე შეხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლებმა ადრიენ რაბიოს დედასთან, რომელიც ამავდროულად მისი აგენტია, შუალედური შეხვედრა გამართეს. რა თქმა უნდა, მიზანი ახალი კონტრაქტია, რადგან რაბიოს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. ამ ეტაპზე დიდი ოპტიმიზმი კონტრაქტის განახლებასთან არ არსებობს, რადგან რაბიოს დედა გაუმჯობესებულ პირობებს ითხოვს. ადრიენი ამჟამად ისედაც 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ანხელ დი …

სრულად წაკითხვა »

კუადრადომ და დე შილიონ გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა ხუან კუადრადომ და მატია დე შილიომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშეს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნებიან სათამაშოდ მზად, მაგრამ ვარჯიში რომ დაიწყეს, ეს უკვე კარგი სიახლეა. კუადრადომ ბოლოს მუნდიალის პაუზამდე „ლაციოსთან“ ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება დე …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “იუვეს” მაქსიმუმ 2 ქულით დაჯარიმება ემუქრება”

„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „იუვეს“ სერია B-ში დაქვეითებაზე საუბარი სასაცილოა. როგორც მან აღნიშნა, კლუბს მაქსიმუმ 2 ქულით დაჯარიმება ემუქრება. „იუვეს“ მაქსიმუმ 1-2 ქულის დაკლება ემუქრება, მაგრამ სერია B-ში დაქვეითებაზე საუბარი სასაცილოა”, – თქვა მოჯიმ. შეგახსენებთ, რომ ფინანსური ანგარიშების გაყალბების თაობაზე „იუვენტუსის“ ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს და კლუბს …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ანიელის ბოლო დღე პრეზიდენტის რანგში

ტურინის „იუვენტუსში“ ანდრეა ანიელის პრეზიდენტობის ეპოქა დღეს ოფიციალურად დასრულდა. ანიელისთვის ეს პრეზიდენტის რანგში ბოლო დღე იყო და კლუბი მას სპეციალური ვიდეოთი დაემშვიდობა. ანდრეა კლუბის პრეზიდენტად 2010 წლის 19 მაისს დაინიშნა. 13-წლიან პერიოდში „იუვემ“ 9 სკუდეტო მოიგო, 5-5-ჯერ კი იტალიის თასსა და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. შედეგად, კლუბმა მის პერიოდში 19 ტიტული …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ალეგრი გათავისუფლებას არ იმსახურებს”

ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასიმილიანო ალეგრი გათავისუფლებას არ იმსახურებს. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ სხვა გუნდებს აღემატება და მასთან მარცხით სეზონი არ უნდა შეფასდეს. ალექსი ფიქრობს, რომ ტურინულ გუნდს მწვრთნელზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ყურადღება ამაზე უნდა გაამახვილონ. „დიახ, გუნდში იგრძნობა კლუბის გარშემო მიმდინარე მოვლენები. …

სრულად წაკითხვა »

პოგბამ და ვლაჰოვიჩმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ ფიასკოს შემდეგ ვარჯიში განაახლა და დღეს გუნდთან ერთად დუშან ვლაჰოვიჩმა და პოლ პოგბამ ივარჯიშეს. ეს მასიმილიანო ალეგრისთვის კარგი ამბავია, რადგან თითქმის მთელი სეზონი მათ გარეშე მიმდინარეობს. პოგბას ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო ვლაჰოვიჩი მოედანზე ბოლოს 25 ოქტომბერს იყო. „მონცასთან“ ხუთშაბათს გასამართ მატჩში, რომელიც იტალიის თასის ეგიდით …

სრულად წაკითხვა »