მთავარი / სიახლეები (გვერდი 259)

სიახლეები

დიბალა, არტური და მაკკენი გუნდს დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ ვესტონ მაკკენი, არტური და პაულო დიბალა დაუბრუნდნენ. იტალიური მედიის ცნობით, სამივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ისინი დიდი ალბათობით, „ნაპოლისთან“ მატჩისთვის განაცხადშიც მოხვდებიან. მოგეხსენებათ, ანდრეა პირლომ ფეხბურთელები დასაჯა, რადგან საკარანტინე წესები დაარღვიეს. მაკკენიმ წვეულებამ საკუთარ ვილაში მოაწყო და იქ დიბალა და არტურიც მიიწვია, რითაც კოვიდ-რეგულაციები დაირღვა.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მორატას არ გამოისყიდის

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა As-ი წერს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ესპანელი ფორვარდის თამაშით კმაყოფილები არიან, მაგრამ ფინანსების გამო მის გამოსყიდვაზე ალბათ უარს იტყვიან. „იუვემ“ მორატას სანაცვლოდ 1-წლიან იჯარაში უკვე გადაიხადა 10 მილიონი ევრო, ხოლო მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეუძლია. არის მეორე ვარიანტიც, რომმხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

ანიელიმ ტურინულ დერბის ალეგრის სახლში უყურა

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ტოსკანაში მასიმილიანო ალეგრის ესტუმრა. როგორც Il Gironale იტყობინება, ანიელიმ ტურინულ დერბის ალეგრისთან ერთად უყურა. ანდრეა პირლოს მომავალი პოზიცია „იუვეში“ მყარი სულაც აღარ არის და შესაძლოა, ანიელიმ გუნდში ალეგრი დააბრუნოს. ანდრეას ბედს დიდწილად ოთხშაბათს, „ნაპოლისთან“ გასამართი მატჩი გადაწყვეტს. ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, თუ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მე და ბუფონი “იუვესთვის” პრობლემას არასდროს შევქმნით”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ახლა მხოლოდ სეზონზე ფიქრობს. „გაკვირვებული ვარ ჩემს მომავალზე გავრცელებული ჭორებით. ეს არ არის პრობლემა, არც დღის წესრიგში დგას. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია და კონცენტრირებული ვარ აწმყოზე და უკვე ოთხშაბათის თამაშზე ვფიქრობ. …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ, ასეთ დონეზე ეს არ შეიძლება”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ტორინოსთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, მიმდინარე სეზონში გუნდი ბევრ შეცდომას უშვებს და ასეთ დონეზე ეს დაუშვებელია. „შეცდომები დავუშვით, რომლის დაშვება ასეთ დონეზე არ შეიძლება. სამწუხაროა, რადგან როდესაც უშეცდომოდ ვთამაშობდით, თამაში ხელში გვქონდა, საფრთხის წინაშე არ ვიყავით და მომენტები შევქმენი. დღეს ბევრი …

სრულად წაკითხვა »

“ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 29-ე ტურში „ტორინოს“ დაუზავდა. მატჩის დასაწყისშივე ფედერიკო კიეზამ ანგარიში გახსნა, მაგრამ ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ გუნდს ქულა გადაურჩინა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 4.5 – მხოლოდ მისი ბრალია? ალბათ, მთლიანად არა, მაგრამ 2021 წლის დასაწყისში მისი თავდაჯერებულობა გაქრა. სანაბრიას მეორე გოლზე,ისეთივე დამნაშავეა, როგორც კულუშევსკი. ბოლოს ბაზელის …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “შეცდომებს ხშირად ვუშვებთ, სეზონით კმაყოფილები არ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მორიგი უფერული თამაშისა და „ტორინოსთან“ (2:2) დაკარგული ქულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, სეზონით კმაყოფილი არ არის და შეცდომებს ხშირად უშვებენ. „სამწუხაროდ, თამაშებს ჩვენ თვითონ ვართულებთ. კარგად დავწიყეთ, ანგარიში გავხსენით, მაგრამ შემდეგ გავჩერდით. ვიფიქრეთ, რომ მეორე ტაიმი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ გავუშვით და ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “დასჯილი ფეხბურთელები? მწვრთნელი გადაწყვეტს როდის დაბრუნდებიან”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა არტუზე, პაულო დიბალაზე და ვესტონ მაკკენიზე ისაუბრა, რომლებიც წვეულაზე გაერთნენ და საკარტინე წესები დაარღვიეს. „პირლომ უკვე ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე. მათ შეცდომა დაუშვეს, ჯარიმა გადაიხადეს და დისკვალიფიკაცია მივეცით. მწვრთნელი გადაწყვეტს როდის დაუბრუნდებიან გუნდს“, – თქვა პარატიჩიმ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 56 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” შეცდომებზე ვერ სწავლობს, ვეღარ იგებს და ოთხეულს მიღმა დარჩენაც რეალურია

ტურინის „იუვენტუსის“ კრიზისი დაუსრულებელია. „მილანმა“ 29-ე ტურში „სამპდორიას“ ვერ მოუგო და ანდრეა პირლოს გუნდს შანსი ჰქონდა ჩამორჩენა შეემცირებინა, მაგრამ ამ გუნდისთვის გამარჯვების მოპოვება უკვე ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არადა, „იუვენტუსმა“ „ტორინოსთან“ დერბი დელა მოლე შესანიშნავად დაიწყო და საწყისი 15 წუთი ფანტასტიკურად ჩაატარა. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი და ფედერიკო კიეზას გოლი …

სრულად წაკითხვა »

დინო ძოფი “იუვეზე”, პირლოზე, რონალდუზე და ბუფონზე…

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ დინო ძოფმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად „ბებერი ქალბატონის“ შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი ამჟამინდელ „იუვეზე“, ჯანლუიჯი ბუფონზე, კრიშტიანუ რონალდუზე, ანდრეა პირლოზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა. – დიბალას, მაკკენისა და არტურის დასჯა სწორია? – არ მინდა, ვინმეს მორალი წავუკითხო, მაგრამ ასე მგონია. მათ ეს …

სრულად წაკითხვა »