მთავარი / სიახლეები (გვერდი 232)

სიახლეები

ძამბროტა: “კიეზას შეუძლია იტალიის ნაკრების გადამწყვეტი მოთამაშე იყოს”

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ევროპის ჩემპიონატის წინ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და „სკუადრა აძურაზე“ ისაუბრა. ძამბროტას განცხადებით, ფედერიკო კიეზა შესაძლოა ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების ლიდერი და გადამწყვეტი ფეხბურთელი იყოს. „მნიშვნელოვანი იქნება თურქეთთან კარგად თამაში. გუნდში არსებობს ენთუზიაზმი სურს ფინალში გასვლა. კარგი იქნება თუ მესამე ტურის მატჩს ისე შევხვდებით, …

სრულად წაკითხვა »

უეფამ “იუვეს”, “რეალისა” და “ბარსას” წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა

უეფამ ტურინის „იუვენტუსის“, „ბარსელონასა“ და „რეალის“ წინააღმდეგ საქმის სამართალწარმოება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი იტყობინება. „ბარსელონას“, „იუვენტუსის“ და „რეალის“ წინააღმდეგ დისციპლინური საქმის გახსნის შემდეგ სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით, უეფას სააპელაციო კომისიამ გადაწყვეტა შეაჩეროს სამართალწარმოება შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „რეალს“ და „ბარსელონას“ უეფა ევროთასებიდან მოკვეთით ემუქრებოდა.

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “იტალიის ნაკრებზე ზემოთ აღარაფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ CalcioShop-ის იუთუბ არხს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბევრ თემაზე ისაუბრა. თავის ოჯახზე, კარიერის საწყის ეტაპზე, იტალიის ნაკრებზე ასპექტებზე, რომელშიც მოსამატებელი აქვს. „ვინ მოახდინა ჩემს გატაცებაზე გავლენა? ჩემმა ოჯახმა. როდესაც პირველი ნაბიჯების გადადგმას ვიწყებდი, ფეხებში ყოველთვის ბურთი მქონდა. მამაჩემმა გადმომცა თავისი გატება, შვიდი წლის ასაკში ფეხბურთზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ბენტანკურს თუ გაყიდის, თანხის 40% “ბოკა ხუნიორისს” უნდა გადაუხადოს

ტურინის „იუვენტუსი“ როდრიგო ბენტანკურს თუ გაყიდის, მის ყოფილ კლუბ „ბოკა ხუნიორსს“ პროცენტი უნდა გადაუხადოს. იტალიური მედიის ცნობით, თუ მიმდინარე ზაფხულს ურუგვაელი კლუბს დატოვებს, მიღებული თანხის 40% არგენტინულ გუნდს ერგება. ასეთია შეთანხმების პირობები, რომელსაც გუნდებმა 2017 წელს მიაღწიეს. მაშინ ტურინული გრანდის ვებგვერდი იტყობინებოდა, რომ ბენტანკურის შემდგომი ტრანსფერიდან „ბოკას“ 50% ერგებოდა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის მერე მივიღებ, კარნევალის უკვე ველაპარაკე”

იტალიის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა მანუელ ლოკატელიმ კომენტარი გააკეთა მის ირგვლივ არსებულ სატრანსფერო ჭორებზე და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს. „სატრანსფერო ბაზარი? ახლა მხოლოდ ლაპარაკია. ფანტასტიკური ტურნირი მაქვს სათამაშო, ჩემთვის ეს პირველია, ამიტომ, მე მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ნორმალურია, რომ არსებობს ჭორები, მაგრამ ეს ჩემზე გავლენას არ ახდენს. …

სრულად წაკითხვა »

პაოლო პაგანინი: “დონარუმას ტრანსფერი პარატიჩის წასვლის გამო ჩაიშალა”

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი დონარუმა ვერ დაიმატა და აქცენტს მომდევნო წლებში ისევ ვოიცეხ შჩესნიზე გააკეთებს. „რაი სპორტის“ ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ განაცხადა, რომ სიტუაცია ფაბიო პარატიჩის გათავისუფლების შემდეგ შეიცვალა, რომელიც დონარუმას ტრანსფერის მომხრე იყო. “დონარუმას „იუვენტუსში“ გადასვლის ოპერაციას ფაბიო პარატიჩი ამზადებდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ სტრატეგია შეიცვალა და კერუბინიმ დონარუმაზე უარი თქვა. …

სრულად წაკითხვა »

პლატინი: “ანიელი და “იუვე” ყოველთვის იარესებენ, ჩეფერინი კი წავა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ უეფასა და სუპერლიგას შორის მიმდინარე დავაზე ისაუბრა. ალექსანდერ ჩეფერინი განსაკუთრებით „იუვენტუსს“ და ანდრეა ანიელის ერჩის, რაც პლატინისთვის მიუღებელი საქციელია. „უეფასა და სუპერლიგის ბრძოლაზე ნამდვილად მეცინება. 50 წლის განმავლობაში კლუბებს ფორმულას შეცვლა სურდათ. მედიამ და ხალხმა გააკეთა ის, რაც უეფამ ვერ …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “ლოკატელიზე “იუვესთან” მოლაპარაკებები არ გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსს“ „სასუოლოს“ ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალემ მოლაპარაკებები უარყო. უფრო მეტიც, კარნევალიმ თქვა, რომ ლოკატელის მიმართ ინტერესს სხვა კლუბები იჩენენ. „იუვენტუსთან“ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ სხვა კლუბები დაინტერესებულნი არიან“, – თქვა კარნევალიმ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი დონარუმა უკვე დაკარგა და ახლა მანუელ …

სრულად წაკითხვა »

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 9 ივნისი

წარმოგიდგენთ იტალიური წამყვანი სპორტული გაზეთების 9 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს. GAZZETTA DELLO SPORT იტალია გვეძახის პარასკევს პირველი მატჩი რომში თურქეთის წინააღმდეგ იტალია ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ფანები ბრუნდებიან და ჯადოსნური ღამეების სურვილი არსებობს იმობილე, ბერარდი და ინსინიე იწყებენ კოვიდი, შვედეთში კულუსევსკი და სვანბერგი დადებითები არიან ესპანეთის შემდეგ შემთხვევებმა იმატა, …

სრულად წაკითხვა »

რობერტო კარლოსი: “ალეგრი შესანიშნავი მწვრთნელი და ფსიქოლოგია”

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოსმა კრიშტიანუ რონალდუსა და მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რონალდუ „იუვეში“ ბედნიერია, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. ალეგრი კი შეაქო და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მწვრთნელში შედის. „კრიშტიანუ რონალდუმ „რეალში“ ბევრი გააკეთა, მაგრამ ვიცი, რომ ახლა „იუვენტუსში“ ბედნიერია. …

სრულად წაკითხვა »