მთავარი / სიახლეები (გვერდი 228)

სიახლეები

ბუფონი: “კარდიფში წაგებული ფინალი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სინანულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს, სადაც 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მან იტალიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ თავისი კარიერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სეზონი გაატარა. „სპორტულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად ვცდილობ საუკეთესოსგან ვისწავლო. სინანული? შეიძლება „მილანთან“ წაგებული პირველი ფინალი ვინანო, სადაც პენალტებში წავაგეთ, დანარჩენ ორ …

სრულად წაკითხვა »

ჯამპიერო ბონიპერტი გარდაიცვალა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯამპიერო ბონიპერტი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა. ბონიპერტი სულ მალე, 4 ივლისს, 93 წლის გახდებოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე ტურინში, 18 ივნისს დასრულდა. ის „იუვენტუსში“ 1946-1961 წლებში თამაშობდა და 459 შეხვედრაში 179 გოლიც გაიტანა, რითაც დიდი ხნის განმავლობაშ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ჯამპიეროს …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “ფეხბურთზე ყველაზე მეტი “იუვეში” ვისწავლე”

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ფეხბურთის შესახებ ყველაზე მეტი რამ „იუვენტუსში“ ყოფნის დროს ისწავლა. „იუვენტუსში“ ფეხბურთელის პროფესიაზე ყველაზე ბევრი რამ ვისწავლე. იქ ძალიან ახალგაზრდა, 18 წლის ასაკში მივედი და იქ გავხდი კაცი. ვარჯიში, ტაქტიკა, დისციპლინა. პირველ რიგში დისციპლინა. დისციპლინირებული უნდა იყო, რადგან ისინი ტაქტიკურად ძალიან კარგად …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი უელსთან ვერ ითამაშებს

იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ვერ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ უელსთან მოედანზე ვერ გავა. სამედიცინო პერსონალის მიზანია, რომ ჯორჯო მერვედფინალური ეტაპისთვის მზად იყოს, თუმცა, შესაძლოა გუნდს ვერც ამ დროისთვის დაუბრუნდეს და მეოთხედფინალამდე მოცდა მოუწის, თუ „სკუადრა აძურა“ ამ ეტაპზე …

სრულად წაკითხვა »

ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში” გადავიდა

ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ ითამაშებს. იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ჯიჯი მშობლიურ გუნდში, სადაც კარიერა დაიწყო, 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, რადგან გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა. მხარეებს შორის არაოფიციალური ცნობით 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ბუფონის მიზანია 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. ბუფონს „პარმას“ მაისურით …

სრულად წაკითხვა »

იტალია – შვეიცარია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრები 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: დონარუმა 6.5 – შესანიშნავი იყო ზუბერის დარტყმის მომენტიში, მისი თამაშის ერთადერთ სეივზე. დი ლორენცო 6.5 – ნაკლები ინიციატივით, ვიდრე თურქეთთან. როდესაც მეხუთე მცველი გახდა, უფრო თამამი იყო. ბონუჩი 7 – ეს ფაქტია. ის გარანტი იყო …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “იტალიას მომატება შეუძლია”

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში შვეიცარია 3:0 დაამარცხა. თამაში რობერტო მანჩინიმ შეაფასა და განაცხადა, რომ ფავორიტი საფრანგეთია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებლია. „შვეიცარია ძლიერი გუნდია და ძალიან რთული თამაში იყო. გოლის გატანა უფრო ადრეც შეგვეძლო. იმიტომ მოვიგეთ, რომ გამარჯვება ნებისმიერ ფასად გვინდოდა. ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ. მაღალ პრესინგს ვთამაშბდით, რითაც მეტოქე …

სრულად წაკითხვა »

მანუელ ლოკატელი: “ახლა მომავალზე არ ვფიქრობ”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ შვეიცარიასთან შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დუბლი შეასრულა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მანუელმა თამაშის შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. „ამ თამაშის უკან დიდი სამუშაო დგას. ვამაყობ, რომ ფანტასტიკური გუნდის წევრი ვარ და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. აქ შრომის წყალობით მოვხვდი. მომავალი? ახლა ამაზე ფიქრი არ …

სრულად წაკითხვა »

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 17 ივნისი

წარმოგიდგენთ იტალიური წამყვანი სპორტული გაზეთების 17 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს. GAZZETTA DELLO SPORT ძალიან ლამაზი ხარ იტალიის შოუ: შვეიცარიასთან 3 გოლი და ჩვენ მერვედფინალში ვართ ლოკატელის დუბლი, შემდეგ კი იმობილე კვირას რომში, უელსთან პირველი ადგილისთვის ფრეც საკმარისი იქნება კიელინი დაშავდა და მომდევნო მატჩში არ იქნება მანჩინი: „ეს მათთვისაა, …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “იუვეში” კიდევ ერთ სეზონს ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას იჯარი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა ფეხბურთელმა კი ტურინელ ფანებს მიმართა. „მადლობა მხარდაჭერისთვის. თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის „იუვენტუსში“ კიდევ ერთი სეზონი თამაში. ბედნიერი და ამაყი ვარ, მოუთმენლად ველოდები, რომ თქვენ ერთად მომენტების გაზიარებას“, – თქვა მორატამ. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალვარო მორატამ „იუვენტუსში“ …

სრულად წაკითხვა »