მთავარი / სიახლეები (გვერდი 224)

სიახლეები

კაპელო: “ჟორჟინიო მთავარი ფიგურაა, პორტუგალიასთან თამაში უფრო რთული იქნებოდა”

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და თქვა, რომ „სკუადრა აძურას“ ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავს, რომელსაც ბელგიასთან მოგება შეუძლია. “ჟორჟინიო იტალიის სიმბოლური მოთამაშეა. მისი წყალობით იტალია გოლს არ უშვებს. მას პირდაპირ ვუყურებდი და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ჩვენი შემადგენლობა ხარისხიანია, მხოლოდ პორტუგალიას ჰყავდა ჩვენნაირი შემადგენლობა. იტალიის ხარისხი ძალიან …

სრულად წაკითხვა »

დინო ძოფი: “ბელგიაზე უფრო ძნელი პორტუგალიის დამარცხება იქნებოდა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დინო ძოფმა იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და ის ფიქრობს, რომ „სკუადრა აძურას“ ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის დამარცხება შეუძლია. “იტალიას ძალიან შორს წასვლის კარგი შანსი აქვს, ბელგიის დაბრკოლება არ მიმაჩნია განსაკუთრებულ სირთულედ. პორტუგალიასთან უფრო მძიმე იქნებოდა, მნიშვნელოვანია, რომ გოლების არგაშვება გავაგრძელოთ. მანჩინიმ დიდი სამუშაო გაწია და მე იმედიანად ვარ განწყობილი. …

სრულად წაკითხვა »

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 28 ივნისი

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 28 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს: GAZZETTA DELLO SPORT ახლა, ჩვენ ორი მეოთხედფინალი: იტალია ბელგიას შეხვდება (რომელსაც ორი ვარსკვლავი დაუშავდა) „ინტერის“ თავდამსხმელმა რონალდუ გააგდო აზარი და დე ბრუინი დაშავდნენ და იტალიასთან თამაში რისკის ქვეშაა მანჩინი ცვლილებებზე ფიქრობს: კიეზა ჩვენი დამატებითი კაცია ლოკატელი და პესინა …

სრულად წაკითხვა »

იტალია – ავსტრია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ავსტრიის ნაკრები ფედერიკო კიეზასა და მატეო პესინას გოლებით 2:1 დამატებით დროში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: დონარუმა 6 – არ იყო დამაჯერებელი გაუქმებული გოლის დროს, მეორე დამატებით დროში შაუბს საოცარი ბურთი აუღო, კალაიჯიჩმა …

სრულად წაკითხვა »

სპინაცოლა: “იმედი მაქვს, საუკეთესოდ კიდევ დამასახელებენ”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ ავსტრიასთან შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დამსახურებულად მიიღო. მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა. „ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით, ეს ნამდვილად გუნდური თამაში იყო. უფრო მშვიდი და მკაფიოები უნდა ვყოფილიყავით ბოლო ფაზაში, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ძირითადი …

სრულად წაკითხვა »

რობერტო მანჩინის კომენტარი ავსტრიასთან მატჩის შემდეგ

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ავსტრიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იცოდა, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა. „დამსახურებულად მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს გოლი გავუშვით. პირველ ტაიმში საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ტაიმში დაღლილობა დაგვეტყო, მოედანიც დამძიმებული იყო, მაგრამ მოგება გვინდოდა და ეს დავიმსახურეთ. თამაში შეცვლაზე შესული …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ასეთ ტურნირზე თამაშში ჩართვა დაგვიანებული არასდროსაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ავსტრიასთან შეხვედრაში იტალიის ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და დამატებით დროში ანგარიში სწორედ მან გახსნა. მატჩის შემდეგ ფედერიკომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთ ტურნირზე თამაშში ჩართვა გვიან არასდროს არ არის. „ავსტრიამ კარგად ითამაშა და ვულოცავ მათ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით. მსგავს ტურნირში …

სრულად წაკითხვა »

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 27 ივნისი

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 27 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს: GAZZETTA DELLO SPORT იტალიის ლომები ტრიუმგი „უემბლიზე“: ჩვენ მეოთხედფინალში ვართ ტანჯვა და სიხარული: 2:1 ავსტრიასთან გადამწყვეტი ცვლილებები: კიეზამ და პესინამ დამატებით დროში მეტოქე გატეხეს ახლა ჩვენ ველოდებით კრიშტიანუს ან ლუკაკუს მანჩინის სიხარული: „შემდეგი უფრო ადვილი იქნება“ „იუვე“ მზად …

სრულად წაკითხვა »

ბერგომი იტალიის ნაკრებზე, კიეზაზე და ბერნარდესკიზე…

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ, რომელიც Sky Sport-ის კომენტატორია, იტალიის ნაკრებზე, ფედერიკო კიეზაზე და ფედერიკო ბერნარდესკიზე ისაუბრა. “ისტორიაში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ იტალიის ნაკრებმა მოახდინა. თამაშობენ და ერთობიან, როგორც დიდი კლუბი. ბედნიერი ვარ, რომ მათი თამაშის კომენტირება მიწევს, პრაქტიკულად თავს მათთან ერთად მოედანზე ვგრძნობ. მე ყველა მატჩი ვნახე და ოპტიმიზმის …

სრულად წაკითხვა »

იგუაინმა გოლი დიბალას სტილში აღნიშნა

პაულო დიბალა შვებულებას მაიამიში ატარებს, სადაც MLS-ის შეხვედრას დაესწრო, რომელშიც „მაიამიმ“ „ორლანდო სიტის“ უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, რომელმაც გოლი დიბალას სტილში აღნიშნა. რა თქმა უნდა, ეს იყო მეგობრისადმი მიძღვნილი ლამაზი ჟესტი. დიბალასთან ერთად თამაშზე ხავიერ პასტორეც იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2016-2018 და …

სრულად წაკითხვა »