მთავარი / სიახლეები (გვერდი 223)

სიახლეები

ლოკატელის ტრანსფერს აარონ რემზი აფერხებს, რომელსაც “იუვეს” დატოვება არ სურს

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე ვერ აქტიურობს. კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ბუნდოვანია და ამის გარეშე ტურინული გრანდი ვერ ახერხებს დაგეგმოს სატრანსფერო კამპანია. აქამდე ერთადერთი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობა იყო გადაწყვეტილი და მოლაპარაკებები დაწყებულია კიდეც, მაგრამ ბოლო ცნობები ამ თემასთან დაკავშირებით აშკარად ნეგატიურია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაგანინი ტვიტერში წერს, რომ ლოკატელის ტრანსფერს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” კაპიტალი 400 მილიონით გაიზარდა და არივაბენე გენ. დირექტორად დაინიშნა

ტურინის „იუვენტუსმა“ კოვიდპანდემიით გამოწვეული ზარალის გამო კაპიტალი 400 მილიონი ევროთი გაზარდა. აქედან 320 მილიონი ევრო კორონავირუსით მიყენებული ზარალის დაფარვას მოხმარდება. გარდა ამისა, კლუბში ოფიციალურად დასაქმდა მაურიციო არივაბენე, რომელიც გენერალური დირექტორის თანამდებობას ჩაიბარებს. 1 ივლისს, ანდრეა ანიელი, არივაბენე, პაველ ნედვედი და ფედერიკო კერუბინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” კარლო პინსოლიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ მესამე მეკარე კარლო პინსოლიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ტურინული კლუბის ვებგვერდის ცნობით, იტალიელი მეკარე გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. პინსიოლიოს კონტრაქტი დღეს იწურებოდა, მაგრამ მხარეებმა თანამშრომლობა 2 წლით განაახლეს. 31 წლის მეკარე „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 2000-2010 წლებში იყო, ხოლო შემდეგ რამდენიმე კლუბში იყო განათხოვრებული. „იუვენტუსში“ ის 2017 წელს დაბრუნდა …

სრულად წაკითხვა »

ძამბროტა: “კიეზა იტალიის ნაკრებისთვის დამატებითი იარაღია”

იტალიის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ Gazzetta dello Sport-ს იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. როგორც ძამბროტამ აღნიშნა, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი მნიშვნელობა გუნდურობას აქვს და „სკუადრა აძურაში“ ამ მხრივ საქმე იდეალურადაა. – აქვს თუ არა გუნდს ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი? – ნამდვილად. იმ გუნდთან ერთად, რომელიც მანჩინიმ …

სრულად წაკითხვა »

დავიდ ტრეზეგე “იუვენტუსის” ელჩი აღარაა

ტურინის „იუვენტუსი“ დავიდ ტრეზეგემ დატოვა, რომელიც „ბებერი ქალბატონის“ ბრენდის ელჩი იყო. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. ტრეზეგე ამ პოზიციას 2018 წლიდან იკავებდა. მან ცოტა ხნის წინ სპორტული დირექტორის კურსები გაიარა და როგორც ჩანს, ფეხბურთში ახალ პოზიციაზე დასაქმებას უმიზნებს. დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსის“ ლეგენდაა და 2000-2010 წლებში 171 გოლით კლუბის ისტორიაში ლეგიონერებს …

სრულად წაკითხვა »

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 30 ივნისი

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 30 ივნისის ნომრების პირველ გვერდებსა და სათაურებს: GAZZETTA DELLO SPORT სამფეროვანი ისრები სწრაფი იტალია: იმობილედან კიეზამდე და სპინაცოლამდე. არავის ჰყავს ისეთი სწრაფი მოთამაშეები, როგორც ჩვენ. ბელგიას ასაკოვანი დაცვა ჰყავს. საერთო ჯამში მათი დაცვის ცენტრი 101 წლისაა კიელინი მზადაა ძირითადში ითამაშოს და ლუკაკუს დაუპირისპირდეს კანავარო: „გუნდურად …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეხვდებიან მას მერე, რაც არგენტინელი შვებულებიდან დაბრუნდება. „იუვენტუსი“ მზადაა დიბალას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 10 მილიონი ევრო შესთავაზოს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი აქამდე 12 მილიონს ითხოვდა. მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ დიბალა მისი პროექტის დასაყრდენი ფიგურა იყოს და კლუბს …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი გუნდთან ერთად ვარჯიშობს

იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი გუნდს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რაც ზრდის ბელგიასთან თამაშის შანსს. კიელინი იტალიას 16 ივნისს, შვეიცარიასთან მატჩში გამოაკლდა და ბოლო ორი შეხვედრა გაუცდა. თუმცა, ახლა თავს კარგად გრძნობს და იტალიური მედიის ვარაუდით, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება. კიელინი ფრანჩესკო აჩერბის ადგილს დაიკავებს და რომელუ ლუკაკუს შეჩერება დაევალება, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს მომავალზე შეხვედრა მალე გაიმართება

კრიშტიანუ რონალდუს მომავალი უახლოეს პერიოდში უნა გადაწყდეს, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული „იუვენტუსის“ სატრანსფერო გეგმები. ტურინელები იმის მიხედვით იმოქმედებენ, რას გადაწყვეტს პორტუგალიელი – წავა თუ დარჩება. Tuttosport-ის ცნობით, უახლოეს დღეებში „იუვეს“ ხელმძღვანელობა და რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ერთმანეთს შეხვდებიან და მომავალზე ისაუბრებენ. კრიშტიანუ არ არის დარწმუნებული, რომ „ბებერ ქალბატონში“ კონტრაქტის ბოლო …

სრულად წაკითხვა »

იტალიური გაზეთების პირველი გვერდები და სათაურები – 29 ივნისი

წარმოგიდგენთ წამყვანი იტალიური სპორტული გაზეთების 29 ივნისის ნომერების პირველ გვერდებსა და სათაურებს: GAZZETTA DELLO SPORT კონტე ხმას აძლევს მანჩოს იტალიის ჩემპიონი მწვრთნელი ჩვენთვის წერს „არავინაა ჩვენნაირი გუნდი. ნახევარფინალი შესაძლებელია. ლუკაკუ ბუნების ძალაა, მაგრამ თუ აზარი და დე ბრუინი ვერ ითამაშებენ…“ ყველა ნაბიჯი ოცნებაში კიელინი არის ანტი-რომელუ „აძური“ დაიჩოქება, რადგან ამას …

სრულად წაკითხვა »