მთავარი / სიახლეები (გვერდი 222)

სიახლეები

ტრეზეგე “იუვეს” ფანებს დაემშვიდობა: “მადლობა სიყვარულისთვის”

დავიდ ტრეზეგემ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს მიმართა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მას ფეხბურთში ახლაი ნაბიჯების გადადგმა სურს. „იუვენტუსის“ ძვირფასო გულშემატივრებო მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელიც მიჩვენეთ პირველიდან ბოლო დღემდე, როდესაც ამ ფერებს წარმოვადგენდი. ახლა დამშვიდობების დროა და ჩემს კარიერაში ახალი გვერდის გახსნის. სპორტული …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “ჩვენ არ გვეშინია მუქარის, რომელიც უეფასგან ისმის”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ალექსანდერ ჩეფერინის შესახებ ისაუბრა და ისიც თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მონაწილეობა საფრთხის ქვეშ არ დგას. “დრო ყველაფერს გამოასწორებს, მათ შორის ჩემს ურთიერთობას ჩეფერინისთან. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაქონდა, პატივს ვცემ, როგორც პიროვენბას, მაგრამ როდესაც მუშაობ ბიზნეს სამყაროში, ეს სხვა საკითხია. მე პატივს ვცემ ალექსს, …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე: “თუ გუნდი იმარჯვებს, ის ავტომატურად ლამაზიცაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალი გენერალური დირექტორი მაურიციო არივაბენე წარადგინეს. მან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს მისთვის, როგორც „იუვენტინოსთვის“ დიდი გამოწვევაა. „ვფიქრობ, ძალიან რთულ პოზიციაზე დავინიშნე, მაგრამ მიყვარს გამოწვევები და „იუვენტუსი“, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვგულშემატკივრობ. მგონია, რომ ყველა ადამიანს სურს თავისი კარიერის განმავლობაში ასეთი მიქსი იპოვოს. ლამაზად მოთამაშე …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “დიბალას კონტრაქტზე ვმუშაობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა. ჩეხის განცხადებით, ფედერიკო კერუბინი ამ საქმეზე მუშაობს. „დისციპლინა და მუშოაბა: ეს არის „იუვენტუსის“ დნმ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტიტულების მოგების მცდელობა. „იუვე“ გამარჯვებისთვისაა შექმნილი. დიბალას კონტრაქტი? კერუბინი ამ საქმითაა დაკავებული და ფეხბურთელთან კონტაქტზეა. ფედერიკოს კონტაქტი აქვს პაულოს აგენტთანაც. დაბრუნებისთანავე …

სრულად წაკითხვა »

კერუბინი: “რონალდუს ტრანსფერის ნიშნები არ არსებობს”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შესაძლებლობა უარყო. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი ნიშნები, რომ პორტუგალიელმა „იუვე“ დატოვოს. “რონალდუს ტრანსფერზე არანაირი ნიშნები არ ყოფილა. მან გასულ სეზონში 44 მატჩში 36 გოლი გაიტანა. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი ფეხბურთელია და შვებულების შემდეგ გუნდს შეუერთდება. დღეს …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ლუკაკუს წინააღმდეგ სათამაშოდ მთელი გუნდი მზადაა”

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და ახლა მხოლოდ რობერტო მანჩინის გადასაწყვეტია, ითამაშებს თუ არა. კიელინი ფიქრობს, რომ რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ სათამაშოდ არა მარტო ის, არამედ მთელი გუნდი მზადაა. „მოხარული ვარ, რომ ტრავმა მოვირჩინე. კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს დღეს და ჩემთვის მნიშვნელოვანია …

სრულად წაკითხვა »

რობერტო მანჩინის პრესკონფერენცია ბელგიასთან მატჩამდე

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი გუნდი თავის თამაშს ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან მაღალი დონის ჰყავთ. „შემადგენლობა? ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მიმიღია, არჩევანის გაკეთება გვიწევს, მაგრამ კარგ მდგომარეობაში ვართ, მხოლოდ 1-2 პოზიციაზე არაა გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს. ბელგია შესანიშნავი …

სრულად წაკითხვა »

გალიანი: “1990 წელს ბაჯო “მილანში” უნდა მოსულიყო, მაგრამ ანიელიმ ყველაფერი შეცვალა”

„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ რობერტო ბაჯოს „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა. როგორც მან თქვა, რობერტოს „მილანში“ იმატებდა, მაგრამ ჯანი ანიელისა და სილვიო ბერლუსკონის საუბარმა ყველაფერი შეცვალა. „ბაჯო მილანში 1990 წელს ანიელისა და ბერლუსკონის საუბრის შემდეგ არ მოვიდა. მაშინ მე მის აგენტ კალიენდოსთან შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ იმ დროს ანიელიმ …

სრულად წაკითხვა »

მაროტა: “ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება პოგბას გაყიდვა და იგუაინის შეძენა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ, რომელიც ახლა „ინტერში“ მუშაობს, გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც მან „იუვეში“ განახორციელა. ასეთად მაროტა პოლ პოგბას გაყიდვას და გონსალო იგუაინის შეძენას მიიჩნევს: „ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება 2016 წელს იყო, როდესაც პოგბა 105 მილიონ ევროდ გავყიდეთ და ამას 10 მილიონი ბონუსად დაემატა, მერე კი იგუაინი …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “ლოკატელისთვის 40 მილიონი საკმარისი არაა”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ მანუელ ლოკატელიზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკება იქნება და „იუვენტუსის“ გარდა, რამდენიმე უცხოური გუნდიც არის დაინტერესებულია. „ჩვენთვის ლოკატელი ყველაზე ძვირადღებული და მნიშვნელოვანი შენაძენი იყო. მირაბელისთან დავიწყე მოლაპარაკება და შემდეგ ლეონარდოსთან მომიწა. შემდეგ გალიანიმ დამირეკა და მითხრა, რომ „მილანის“ სასარგებლოდ გამოსავალი მომეძებნა, რადგან …

სრულად წაკითხვა »