მთავარი / სიახლეები (გვერდი 209)

სიახლეები

ხამეს როდრიგესი: “მესი “იუვენტუსში” უნდა გადავიდეს”

ლივერპულის „ევერტონის“ ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი ფიქრობს, რომ ლიონელ მესი სათამაშოდ „იუვენტუსში“ უნდა გადავიდეს. კოლუმბიელის აზრით, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში საინტერესო იქნებოდა. „მესი „იუვენტუსში“ გადავიდეს და კრიშტიანუ რონადუსთან ერთად ითამაშოს. ეს ბომბი იქნებოდა, ბევრს სურს მათი ერთად თამაში. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, მესი რომ „ბარსელონას“ ტოვებს, ამას ადასტურებს. ოდესმე ვინ წარმოიდგენდა, რომ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის დე შილიოს შენარჩუნება სურს

მატია დე შილიო სავარაუდოდ „იუვენტუსს“ არ დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრის იტალიელ ფეხბურთელთან მუშაობა სურს. ალეგრი დე შილიოს კარგად იცნობს, ჯერ „მილანში“ ავარჯიშებდა, შემდეგ „იუვეში“. მაქსს განსაკუთრებით მოსწონს ფეხბურთელის ტაქტიკური მოქნილობა, რადგან შეუძლია, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მცველად თამაში. შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსმა“ 2017 წელს შეიძინა, გასული …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “კიეზას მომატება კიდევ შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფედერიკოს კიდევ შეუძლია მომატება და იმედოვნებს, რომ ძალიან კარგი სეზონი ექნება. „კიეზას მომატების დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია „იუვენტუსშიც“ იყოს მოთამაშე, რომელიც თამაშში ცვლილებებს შეიტანს. ადვილი არ იყო ტურინთან ადაპტირება ფლორენციის დატოვების შემდეგ და მისი ოჯახის პირდაპირი …

სრულად წაკითხვა »

კაიო ჟორჟე ტურინშია და კონტრაქტს გააფორმებს

ბრაზილიელი თავდამსხმელი კაიო ჟორჟე ტურინშია და სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდგომაც კონტრაქტს 2026 წლამდე ოფიციალურად გააფორმებს. “სანტოსი” 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს და ამ ეტაპზე ბრაზილიელი ალვარო მორატას შემცვლელად მოიაზრება. კაიო ჟორჟეს აქამდე „სანტოსის“ გარდა, სხვა გუნდში არ უთამაშია. ბრაზილიურ გრანდში მან 19 წლის ასაკში 84 თამაშის …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკიმ “იუვეში” სათამაშო ნომერი შეიცვალა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ სათამაშო ნომერი შეიცვალა. ის „იუვეში“ 2017 წლიდან 33-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, მაგრამ ამიერიდან 20 ნომერი იქნება. ბერნარდესკიმ 20-ნომრიანი მაისურით ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებში ითამაშა და ევროპის ჩემპიონი გახდა, რაშიც მან ნახევარფინალში ესპანეთთან და ფინალში ინგლისთან პენალტების სერიაში პენალტები ზუსტად შეასრულა. ბერნარდესკიმდე სათამაშო ნომრები დანილომ და ხუან …

სრულად წაკითხვა »

ადრიენ რაბიო ტრავმირებულია და პრესეზონი გაუცდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო ტრავმირებულია. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი წერს. რაბიოს კუნთის პრობლემები აქვს და მინიმუმ 10 დღე იუქმებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მას გამოკვლევა ისევ ჩაუტარდება, რაც უფრო რეალურ სურათს წამოარჩენს და განისაზღვრება გამოჯანმრთელების ზუსტი დრო. ამრიგად, რაბიოს პრესეზონი პრაქტიკულად გაუცდება, ხოლო სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

მერიჰ დემირალი “იუვენტუსს” ტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი სავარაუდოდ კარიერას ბერგამოს „ატალანტაში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ და დიდი შანსია, რომ მალე ტრანსფერი გაოფიციალურდეს. თურქი ფეხბურთელი „ატალანტას“ იჯარით შეუერთდება, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით, რომლის ღირებულად 30 მილიონ ევროს შეადგენს. დემირალის ტრანსფერი „ატალანტადან“ „ტოტენჰემში“ კრისტიან რომეროს გადაბარგებას გაამარტივებს და არგენტინელი ინგლისში გადავა. მერიჰ დემირალი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “სახლში დაბრუნების დრო მოვიდა”

ლეონარდო ბონუჩი შვებულებიდან დაბრუნდა და „იუვენტუსში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. იტალიელმა ფეხბურთელმა პირველი ვარჯიშის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „სახლში დაბრუნების დრო მოვიდა, შავ-თეთრი მაისურის ჩაცმის და თავიდან დაწყების. ორთვიანი სიხარულისა და ძალისხმევის შემდეგ, რომელმაც „აძურის“ მაისურით მწვერვალამდე მიგვიყვანა. დღეს არის ახალი დასაწყისი, იგივე სრუვილით, როგორც ყოველთვის, ძალიან კონკრეტული მიზნებით, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” სრული შემადგენლობით შეიკრიბა

ტურინის “იუვენტუსი” სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის მონაწილე ფეხბურთელები შვებულებიდან დაბრუნდნენ და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არიან. “იუვეს” 2 აგვისტოს ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა, დანილო, ალექს სანდრო შეუერთდნენ. მათ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეს. “იუვენტუსი” უახლოეს მატჩს 8 აგვისტოს, გამპერის თასზე სტუმრად “ბარსელონასთან” გამართავს, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

კიელინის ინტერვიუ: “იუვესთან” ჩემი ურთიერთობა ყველაფერს სცილდება”

ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუც მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის, ახალ კონტრაქტზე და უახლოეს მიზნებზე. უსასრულობა – 19 წელი „იუვეში“? უმჯობესია არ ვიფიქრო ამაზე, თორემ თავს უფრო მოხუცად ვგრძნობ (იცინის). ბედნიერი ვარ, ხშირად ეს ფორმალობებია, მაგრამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. აქ ჩამოვედი მაშინ, როცა …

სრულად წაკითხვა »