მთავარი / სიახლეები (გვერდი 163)

სიახლეები

“იუვე” მორატას “ბარსელონაში” არ გაუშვებს, თუ მანამდე მის შემცვლელს არ დაიმატებს

ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატას „ბარსელონაში“ ტრანსფერი დაბლოკა იქამდე, სანამ მის შემცვლელს არ დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან მორატას გაშვების, რადგან მანამდე სხვა ფორვარდი უნდა დაიმატონ. სხვა შემთხვევაში, ესპანელი მიმდინარე სეზონს „ალიანც სთედიუმზე“ დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მორატას „ბარსელონაში“ დამატება ჩავის სურს და ფეხბურთელიც თანახმაა კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. ალვარო …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლისთან”, “რომასთან” და “ინტერთან” “იუვე” ბონუჩის და კიელინის გარეშე ითამაშებს

ლეონარდო ბონუჩის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა და უახლოესი მატჩები გაუცდება. იტალიური მედიის ცნობით, ლეო მოედანზე „ნაპოლის“, „რომასა“ და „ინტერის“ (იტალიის სუპერთასზე) წინააღმდეგ ვერ გავა. ეს საკმაოდ სერიოზული დანაკლისია, რადგან ბონუჩის მნიშვნელობის გარდა, გუნდს ჯორჯო კიელინიც აკლია, რომელსაც კორონავირუსი აქვს და ზუსტად ამავე პერიოდი გაუცდება (შესაძლოა, კიელინი სუპერთასის მატჩის წინ გამოჯანმრთელდეს). …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” რიუდიგერისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რიუდიგერისთვის იბრძვის. ბრიტანული Sky Sports-ს ცნობით, ტურინელები ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტზე არიან. გერმანელ მცველს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და „იუვე“ ეცდება ის ხელში უფასოდ ჩაიგდოს. თუმცა, კონკურენცია მაღალია, რადგან ფეხბურთელით „იუვეს“ გარდა, „მანჩესტერი“, „ბაიერნი“, პსჟ და „რეალი“ ინტერესდებიან, ამასთან, „ჩელსიც“ ცდილობს მის დაყოლიებას, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” ბონუჩი გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსს“ ლეონარდო ბონუჩი გამოაკლდა, რომელსაც ბარძაყის დაზიანება აღენიშნება. ტრავმა სერიოზული არ არის და მასზე მონიტორინგი დღითიდღე უნდა განხორციელდეს. ბონუჩის თამაში 6 იანვარს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ საეჭვოა. აღსანიშნავია, რომ გუნდს მანამდე ჯორჯო კიელინი გამოაკლდა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, შესაბამისად ნეაპოლელთა წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მატიას დე ლიხტს დანიელე რუგანი შეუწყვილდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

მორატა “ბარსელონას” უახლოვდება, იკარდი – “იუვენტუსს”

ალვარო მორატა “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ტურინის „იუვენტუსს“ ესპანელი ფორვარდის გუნდიდან გაშვება არ სურს, მითუმეტეს იქამდე, სანამ მის შემცვლელს საბოლოოდ არ იპოვის. თუმცა, ამავდროულად, ტურინელები ზაფხულში არ აპირებენ მის გამოსასყიდად მადრიდის „ატლეტიკოს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადონ. ესპანელ ფეხბურთელს კი „ბარსელონასთან“ შეთანხმება მიღწეული აქვს და ესპანეთში დაბრუნება უნდა. Sport-ი წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ვამაყობ “იუვენტუსში” მოგებული ტიტულებით”

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 2021 წელი შეაჯამა. ტექსტში მან თავისი ყოფილი გუნდი, „იუვენტუსიც“ ახსენა და დაწერა, რომ ამაყობს „იუვეში“ მოგებული ტიტულებით. „იუვენტუსთან“ ერთად მოგებული იტალიის თასით, იტალიის სუპერთასით ვამაყობ, ისევე, როგორც სერია A-ს ბომბარდირის ტიტულით“, – წერს კრიშტიანუ. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2021 წლის პირველი …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინის კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის “იუვენტუსს” ჯორჯო კიელინი გამოაკლდა. იტალიელ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯორჯო თვითიზოლაციაშია და გამოჯანმრთელებამდე გუნდს ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მანამდე კორონავირუსი კარლო პინსოლიოსა და არტურს დაუდასტურდათ. “იუვენტუსი” უახლოეს მატჩს 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე “ნაპოლისთან” ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “რონალდუს ბრალი არაფერია, უბრალოდ “იუვეს” სხვა ფეხბურთელები მზად არ იყვნენ”

„პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუში თქვა, რომ „იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს მისვლით საკუთარი დნმ დაკარგა. ამჯერად კი, ჯიჯიმ ეს კომენტარი განმარტა და აღნიშნა, თუ რას გულისხმობდა დნმ-ს დაკარგვაში. „ეს იმიტომ ვთქვი, რომ ასე ვფიქრობ: ეს აშკარად არ არის კრიშტიანუს ბრალი, რადგან როცა ამ კალიბრის მოთამაშესთან გიწევს თამაში, იცი, …

სრულად წაკითხვა »

როგორი იყო 2021 წელი “იუვესთვის” – ცვლილებები და არასტაბილურობა

2021 წელი წარსულს ჩაბარდა, რომელმაც „იუვენტუსს“ ორი ტიტული, ცვლილებები და ბევრი კითვის ნიშანი დაუტოვა. ტურინული გრანდისთვის 2021 წელი პირველი გამოდგა ბოლო 10 წელიწადში, როდესაც გუნდის მუზეუმი სკუდეტოს თასით არ შეივსო. „იუვემ“ ვერ მოახერხა ზედიზედ მეათე ჩემპიონობა და იტალიის საუკეთესო კლუბის წოდება მილანის „ინტერმა“ მოიპოვა. თუმცა, მუზეუმს ორი თასი მაინც შეემატა: …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, არტურსა და კარლო პინსოლიოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება. ორივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაში და გუნდს გამოაკლდნენ. გარდა ამისა, კორონავირუსია გავრცელებული 23-წლამდე გუნდში, მათ შორის ინფიცირებულია მატიას სულე, რომელიც ბოლო დროს მთავარ გუნდში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ნაპოლისთან“ გამართავს.

სრულად წაკითხვა »